სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო
სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) მცხე­თის N1 სა­ჯა­რო სკო­ლას ენერ­გე­ტი­კი­სა და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბა და სხვა­დას­ხვა თე­მა­ტუ­რი მა­სა­ლა გა­დას­ცა. მო­თხრო­ბა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა ენერ­გე­ტი­კის სა­კი­თხე­ბის გაც­ნო­ბა­ში. წიგ­ნე­ბის გა­და­ცე­მა პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი სხვა სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის­თვი­საც იგეგ­მე­ბა.

სე­მეკ­მა და­ი­წყო პრო­ექ­ტი სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა ენერ­გე­ტი­კას­თან, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბას­თან, ენერ­გი­ის და­ზოგ­ვას­თან, გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ებ­თან და სხვა ენერ­გე­ტი­კულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბის გაც­ნო­ბა სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შვე­ბის­თვის, ამ კუ­თხით მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ენერ­გი­ის და­ზოგ­ვი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი გან­ხორ­ცი­ელ­და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ 1.200 000 ევ­როს ოდე­ნო­ბით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დაძ­მო­ბი­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში - „მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი და ჭკვი­ა­ნი აღ­რი­ცხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დამ­ზად­და ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი, რომ­ლის გმი­რიც არის ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი - ჟი­რა­ფი ჟოზე; შე­იქ­მნა მო­თხრო­ბა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე სე­მე­კის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და ონ­ლა­ინ სე­მი­ნა­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, სა­დაც გან­ხი­ლულ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სკო­ლის ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის მი­წო­დე­ბის გზე­ბი და მე­თო­დო­ლო­გია; და­რიგ­და გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტუ­რი მა­სა­ლა - სა­ინ­ფორ­მა­ციო ტრიპ­ლე­ტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ, თავ­სა­ტე­ხე­ბი, გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბი, ნიღ­ბე­ბი და წიგ­ნის სა­ნიშ­ნე­ე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მცხეთის N1 საჯარო სკოლას ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი მოთხრობა და სხვადასხვა თემატური მასალა გადასცა. მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებს დაეხმარება ენერგეტიკის საკითხების გაცნობაში. წიგნების გადაცემა პროექტში ჩართული სხვა საპილოტე სკოლებისთვისაც იგეგმება.

სემეკმა დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტურობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება და ენერგიის დაზოგვისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ევროკავშირის მიერ 1.200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული დაძმობილების პროგრამის ფარგლებში - „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი - ჟირაფი ჟოზე; შეიქმნა მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ, ასევე სემეკის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი მასწავლებლებისთვის, სადაც განხილულ იქნა აღნიშნული ინფორმაციის სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მიწოდების გზები და მეთოდოლოგია; დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალა - საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები.

NS

2020 წელს ავარიებს ყველაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა წინა წლებთან შედარებით - "მოძრაობა რომ აღდგება, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება"

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი (ფოტოები)