მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"
ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის - ნუგ­ზარ ალექ­სი­ძის, მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვი­ლი­სა და აფხა­ზე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტის, აკა­დე­მი­კოს ზუ­რაბ ლომ­თა­თი­ძის გვარ-სა­ხე­ლე­ბი ჩარ­თეს იმ ას­ტრო­ბი­ო­ლოგ­თა სი­ა­ში, რო­მე­ლიც 2020 წელს მარსზე გა­იგ­ზავ­ნა. მეც­ნი­ე­რებ­მა NASA-დან მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თა­ნამ­გზავ­რი მარსზე 18 თე­ბერ­ვალს 11 სა­ათ­ზე დაჯ­დე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი კი იქი­დან და­ი­წყო, რომ ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვილ­მა ბი­ო­ქი­მი­ის კა­თედ­რის გამ­გეს პრო­ფე­სორ ალექ­სი­ძეს თხოვ­ნით მი­მარ­თა, ეხელ­მძღვა­ნე­ლა მის­თვის, რო­გორც ას­პი­რან­ტი­სათ­ვის, მარ­სის გრუნ­ტის ბი­ო­ქი­მი­უ­რი ტე­რა­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვილ­მა სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მად შე­არ­ჩია "მარ­სის გრუნ­ტის ტე­რა­ფორ­მი­რე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო აგ­რო­ნო­მი­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად”. ამ მიზ­ნით სა­ჭი­რო იყო სა­მუ­შა­ოდ სა­თა­ნა­დო "კლი­მა­ტო-კა­მე­რის” ოთა­ხის შექ­მნა; ავ­ტო­რე­ბის ნ. ალექ­სი­ძის, მ. ტა­რა­საშ­ვი­ლის, ს. წე­რე­თე­ლი­სა და შ. სა­ბაშ­ვი­ლის მიერ მომ­ზად­და "პლა­ნე­ტა მარსზე არ­სე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცი­ის, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა (-200 C) და გა­ნა­თე­ბის ატ­მოს­ფე­როს დღე­ღა­მუ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბის "კლი­მა­ტო-კა­მე­რა” კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვით - სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ბი­ო­ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე ორ­გა­ნუ­ლი მი­ნით მო­ე­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი 3 მეტ­რი­ა­ნი და­ხუ­რუ­ლი ოთა­ხი "კლი­მა­ტო-კა­მე­რა”.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან მო­ძი­ე­ბულ იქნა რკი­ნა­ბაქ­ტე­რი­ე­ბი (მარ­სის წი­თე­ლი ფერი რკი­ნით მდი­და­რი ნა­ერ­თე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი), გო­გირდბაქ­ტე­რი­ე­ბი და სო­კო­ე­ბი, რო­მელ­თაც ჰი­ფე­ბიც კი გა­ი­კე­თეს მარ­სის ტე­რა­ფორ­მი­რე­ბულ გრუნტზე. ამ შე­დე­გე­ბით მათ და­ამ­ტკი­ცეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სოკო საკ­მა­ოდ კარ­გად ვი­თარ­დე­ბი­ან მარ­სის გრუნ­ტის იმი­ტი­რე­ბულ "ნი­ა­დაგ­ზე”, რომ­ლის ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და NASA-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბის დის­ტან­ცი­უ­რად გან­სა­ზღვრის შე­დე­გად. ცდე­ბი ტარ­დე­ბო­და მათ მიერ შექ­მნი­ლი პლა­ნე­ტა მარსზე არ­სე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცი­ულ-ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო­სა და ატ­მოს­ფე­როს შედ­გე­ნი­ლო­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი მრთვის პი­რო­ბებ­ში. მათ ივა­რა­უ­დეს, რომ ბაქ­ტე­რი­ე­ბით გარ­დაქ­მნი­ლი სუბსტრა­ტე­ბით მარ­სის გრუნ­ტის გამ­დიდ­რე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და მცე­ნა­რე­ე­ბი­სათ­ვის აგ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. ავ­ტო­რებ­მა იზ­რუ­ნეს მო­მა­ვალ­ში მარსზე მოხ­ვედ­რი­ლი კოს­მო­ნავ­ტე­ბის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და მარ­სის გრუნ­ტის ნი­ად­გი­დან და­ამ­ზა­დეს სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­ძლე აღ­მოჩ­ნდა და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე.

ნუგ­ზარ ალექ­სი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევ­რი, პრო­ფე­სო­რი, ბი­ო­ლო­გი:

- იმი­სათ­ვის, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი­სათ­ვის მარ­სის მსგავ­სი ნი­ა­და­გი მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა, ნი­ა­და­გი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რად და­ვა­მუ­შა­ვეთ, ანუ სხვა­დას­ხვა ნი­ა­და­გე­ბი­დან მო­ვი­პო­ვეთ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი და ჩა­ვა­ტა­რეთ ცდე­ბი. ამი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვქონ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ბლო­კი და სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, დის­ტან­ცი­უ­რი მე­თო­დით შეგ­ვეძ­ლო შეგ­ვეც­ვა­ლა გა­ნა­თე­ბა, რა­დი­ა­ცია და სხვა. ამ კა­ბი­ნა­ში ვამ­ზა­დებ­დით ნი­ა­და­გებს და მას­ზე მცე­ნა­რე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვა­წარ­მო­ებ­დით, მარ­სის ნი­ა­დაგ­საც შე­ვუ­რი­ეთ ცე­ო­ლი­ტე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ. იყო მო­საზ­რე­ბა, რომ მარსზე უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ კოს­მო­ნავ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ ხან­გრძლი­ვად იცხოვ­რებ­დნენ. რად­გან ორ­გა­ნიზ­მის­თვის მთა­ვა­რი ცი­ლე­ბი და ნახ­შირ­წყლე­ბია, ამი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ ორი მცე­ნა­რე - ესაა ლო­ბიო (ცი­ლე­ბის­თვის) და ხორ­ბა­ლი (ნახ­შირ­წყლე­ბის­თვის). ორი­ვემ გა­ი­ხა­რა... რად­გან ეს ორი მცე­ნა­რე გა­ი­ზარ­და, ამის შემ­დეგ იქ ყვე­ლა­ფერს გავზრდით. დად­გა მე­ო­რე პრობ­ლე­მა - გა­დავ­წყვი­ტეთ მარ­სის ნი­ა­და­გი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბის მი­სა­ღე­ბად, ამი­ტომ ქი­მი­კო­სებ­თან ერ­თად გა­ვამ­ზა­დეთ ბლო­კე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, მზის სხი­ვებ­სა და რა­დი­ა­ცი­ას უძ­ლე­ბენ. ასე რომ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ნი­ა­და­გის მეშ­ვე­ო­ბით და­ამ­ზა­დონ ბლო­კე­ბი და აა­შე­ნონ შე­ნო­ბა. ჩვენ ქი­მი­კო­სებ­თან ერ­თად ესეც გა­მოგ­ვი­ვი­და. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, ჟურ­ნალ “ას­ტრო­ბი­ო­ლო­გი­ა­ში” და­ახ­ლო­ე­ბით 9 სტა­ტია გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ შე­არ­ჩი­ეს ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რე­ბი, ახ­ლა­ხან კი “ნა­სა­დან” მოგ­ვი­ვი­და წე­რი­ლი, რომ 18 თე­ბერ­ვალს 11 სა­ათ­ზე მარსზე უკვე დაჯ­დე­ბა თა­ნამ­გზავ­რი, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი გვა­რე­ბია ჩა­წე­რი­ლი, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, ვი­ნა­ი­დან “ჩაკ­რუ­ლოს” შემ­დეგ ეს მე­ო­რე გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან კოს­მოს­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
21

ვეღარ ეტევით დედამიწაზე,ხო გითხარი გაფრინდებიანთქო.

**
7

ეს შესანიშნავი ახალი ამბავიც ცხადყოფს, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო, ვიდრე ახლა აქცევენ. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"

ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"

ქართველი მეცნიერების - ნუგზარ ალექსიძის, მარიამ ტარასაშვილისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ზურაბ ლომთათიძის გვარ-სახელები ჩართეს იმ ასტრობიოლოგთა სიაში, რომელიც 2020 წელს მარსზე გაიგზავნა. მეცნიერებმა NASA-დან მიიღეს შეტყობინება, რომ თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს 11 საათზე დაჯდება.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ ტარასაშვილმა ბიოქიმიის კათედრის გამგეს პროფესორ ალექსიძეს თხოვნით მიმართა, ეხელმძღვანელა მისთვის, როგორც ასპირანტისათვის, მარსის გრუნტის ბიოქიმიური ტერაფორმირების მიზნით სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად.

მარიამ ტარასაშვილმა სადისერტაციო თემად შეარჩია "მარსის გრუნტის ტერაფორმირება მცენარეების განვითარებისათვის სათანადო აგრონომიული პირობების შესაქმნელად”. ამ მიზნით საჭირო იყო სამუშაოდ სათანადო "კლიმატო-კამერის” ოთახის შექმნა; ავტორების ნ. ალექსიძის, მ. ტარასაშვილის, ს. წერეთელისა და შ. საბაშვილის მიერ მომზადდა `პლანეტა მარსზე არსებული რადიაციის, ტემპერატურისა (-200 C) და განათების ატმოსფეროს დღეღამური ცვალებადობის "კლიმატო-კამერა” კომპიუტერული დისტანციური მართვით - სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრაზე ორგანული მინით მოეწყო სპეციალური 3 მეტრიანი დახურული ოთახი "კლიმატო-კამერა”.

საქართველოს რეგიონებიდან მოძიებულ იქნა რკინაბაქტერიები (მარსის წითელი ფერი რკინით მდიდარი ნაერთებითაა განპირობებული), გოგირდბაქტერიები და სოკოები, რომელთაც ჰიფებიც კი გაიკეთეს მარსის ტერაფორმირებულ გრუნტზე. ამ შედეგებით მათ დაამტკიცეს, რომ აღნიშნული ბაქტერიები და სოკო საკმაოდ კარგად ვითარდებიან მარსის გრუნტის იმიტირებულ "ნიადაგზე”, რომლის ქიმიური შედგენილობა ცნობილი გახდა NASA-ს თანამშრომლების მიერ ქიმიური შედგენილობის დისტანციურად განსაზღვრის შედეგად. ცდები ტარდებოდა მათ მიერ შექმნილი პლანეტა მარსზე არსებული რადიაციულ-ტემპერატურული გარემოსა და ატმოსფეროს შედგენილობის კომპიუტერული დისტანციური მრთვის პირობებში. მათ ივარაუდეს, რომ ბაქტერიებით გარდაქმნილი სუბსტრატებით მარსის გრუნტის გამდიდრების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მცენარეებისათვის აგრობიოლოგიური პირობების შექმნა. ავტორებმა იზრუნეს მომავალში მარსზე მოხვედრილი კოსმონავტების სამშენებლო მასალებით უზრუნველსაყოფად და მარსის გრუნტის ნიადგიდან დაამზადეს სამშენებლო ბლოკები, რომლებიც გამძლე აღმოჩნდა დაბალ ტემპერატურაზე.

ნუგზარ ალექსიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი, ბიოლოგი:

- იმისათვის, რომ მცენარეებისათვის მარსის მსგავსი ნიადაგი მოგვემზადებინა, ნიადაგი მიკრობიოლოგიურად დავამუშავეთ, ანუ სხვადასხვა ნიადაგებიდან მოვიპოვეთ მიკროორგანიზმები და ჩავატარეთ ცდები. ამისათვის მომზადებული გვქონდა სპეციალური ბლოკი და სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამის მიხედვით, დისტანციური მეთოდით შეგვეძლო შეგვეცვალა განათება, რადიაცია და სხვა. ამ კაბინაში ვამზადებდით ნიადაგებს და მასზე მცენარეების განვითარებას ვაწარმოებდით, მარსის ნიადაგსაც შევურიეთ ცეოლიტები. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. იყო მოსაზრება, რომ მარსზე უნდა წასულიყვნენ კოსმონავტები, რომლებიც იქ ხანგრძლივად იცხოვრებდნენ. რადგან ორგანიზმისთვის მთავარი ცილები და ნახშირწყლებია, ამიტომ შევარჩიეთ ორი მცენარე - ესაა ლობიო (ცილებისთვის) და ხორბალი (ნახშირწყლებისთვის). ორივემ გაიხარა... რადგან ეს ორი მცენარე გაიზარდა, ამის შემდეგ იქ ყველაფერს გავზრდით. დადგა მეორე პრობლემა - გადავწყვიტეთ მარსის ნიადაგი გამოგვეყენებინა სამშენებლო ბლოკების მისაღებად, ამიტომ ქიმიკოსებთან ერთად გავამზადეთ ბლოკები, რომლებიც დაბალ ტემპერატურას, მზის სხივებსა და რადიაციას უძლებენ. ასე რომ, შესაძლებელი გახდება ადგილობრივი ნიადაგის მეშვეობით დაამზადონ ბლოკები და ააშენონ შენობა. ჩვენ ქიმიკოსებთან ერთად ესეც გამოგვივიდა. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო კონფერენციებში, ჟურნალ “ასტრობიოლოგიაში” დაახლოებით 9 სტატია გამოვაქვეყნეთ, ამ ყველაფრის შემდეგ შეარჩიეს ჩვენი კანდიდატურები, ახლახან კი “ნასადან” მოგვივიდა წერილი, რომ 18 თებერვალს 11 საათზე მარსზე უკვე დაჯდება თანამგზავრი, რომელზეც ჩვენი გვარებია ჩაწერილი, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან “ჩაკრულოს” შემდეგ ეს მეორე გზავნილი იქნება საქართველოდან კოსმოსში.