პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდეო არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობა ითხოვა..." - როგორ უნდა შესრულდეს ნათლობის რიტუალი და რა დატვირთვა აქვს მას ქრისტიანისთვის
"ვიდეო არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობა ითხოვა..." - როგორ უნდა შესრულდეს ნათლობის რიტუალი და რა დატვირთვა აქვს მას ქრისტიანისთვის

ბოლო დღე­ე­ბია, მსოფ­ლიო მე­დი­ის გან­სჯის სა­გა­ნია რუ­მი­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნათ­ლო­ბის რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და - რი­ტუ­ა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ექ­ვსი თვის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მას გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა ჰქონ­და გა­თი­შუ­ლი. მომ­ხდარ­მა რუ­მი­ნე­ლებ­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა გა­ა­ჩი­ნა. მღვდელს უკვე შე­უ­ჩერ­და მსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რა.

ამ მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც დე­კა­ნო­ზი და­ვით მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი 10 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნას ნათ­ლავს - სა­სუ­ლი­ე­რო პირი მთე­ლი ძა­ლით აწ­ვე­ბა გო­გო­ნას და ემ­ბაზ­ში თავს აყო­ფი­ნებს, როცა ბავ­შვი ცდი­ლობს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს. კად­რებ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა გან­მარ­ტე­ბა ზა­ფხულ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით პი­რად "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ა­კე­თა: "თა­ვის მარ­თლე­ბას არ და­ვი­წყებ არა­ვის­თან, სა­დაც შენ­დო­ბა სათ­ქმე­ლია: ყო­ველ­თვის, ყველ­გან და ყვე­ლას ვთხოვ შენ­დო­ბას! უბ­რა­ლოდ მინ­დო­და, რომ ბავ­შვზე სამი პეშ­ვი წყა­ლი არ და­მეს­ხა თავ­ზე, და მშობ­ლე­ბის და ნათ­ლი­ე­ბის მო­თხოვ­ნით! გა­დავ­წყვი­ტე სრუ­ლი შთაფლვით (რაც ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­აა ეკ­ლე­სი­ა­ში) მო­მე­ნათ­ლა მხე­ვა­ლი ღვთი­სა ნინო" - და­წე­რა დე­კა­ნოზ­მა.

რა დატ­ვირ­თვა აქვს ნათ­ლო­ბას ქრის­ტი­ა­ნის­თვის და რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მცი­რე­წლო­ვა­ნის მო­ნათ­ვლა წყალ­ში სრუ­ლი შთაფვ­ლით? - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE დე­კა­ნოზ ლე­ვან ალა­დაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ნათ­ლო­ბა შვი­დი სა­ი­დუმ­ლო­დან ერთ-ერ­თია. იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბა­ში შე­სას­ვლე­ლი კარი. მისი მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ეკ­ლე­სი­ის წევ­რი, იშ­ვე­ბა მე­ო­რედ, ხდე­ბა მისი სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­და და გა­ნახ­ლე­ბა. ადა­მი­ანს მი­ე­ტე­ვე­ბა ცოდ­ვე­ბი და იგი ცხოვ­რე­ბას იწყებს სუფ­თა ფურ­ცლი­დან. იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ვინც წყლის­გან და სუ­ლის­გან არ იშ­ვე­ბა, ვერ შევა სა­სუ­ფე­ველ­ში. ეს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა გა­აჩ­ნია იმ რი­ტუ­ალ­საც, რაც ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო­სას აღეს­რუ­ლე­ბა.

- გვა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა. სა­მარ­თლი­ა­ნი იყო თუ არა ხალ­ხის გუ­ლის­წყრო­მა დე­კა­ნოზ და­ვით მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ?

- უპირ­ვე­ლე­სად, უნდა ვთქვა, რომ მამა და­ვი­თი არის უაღ­რე­სად კარ­გი პი­როვ­ნე­ბა და სა­სუ­ლი­ე­რო პირი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ვი­დე­ოს, ნამ­დვი­ლად არ იყო კარ­გი სა­ნა­ხა­ვი, მაგ­რამ მან შენ­დო­ბაც ითხო­ვა ამის­თვის. ეს იყო სულ რამ­დე­ნი­მე წა­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რი. მას და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და შთაფვ­ლით მო­ნათ­ვლა და არ იცო­და თუ ასე­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და ბავ­შვის მხრი­დან. რი­ტუ­ალს კი შუა გზა­ში ვერ გა­წყვეტ­და. წე­სია, რომ სამ­ჯერ უნდა მოხ­დეს შთაფვ­ლა, როცა ამ წე­სით ინათ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი.

თუმ­ცა ის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო. არ შე­იძ­ლე­ბა ასე ლან­ძღო ადა­მი­ა­ნი. კრი­ტი­კა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ისე უნდა გა­მოვ­თქვათ კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ პი­როვ­ნე­ბას არ მი­ვა­ყე­ნოთ შე­უ­რა­ცხყო­ფა. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უკან ოჯა­ხი დგას. დედა, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე და მათ რო­გორ ვტკენთ გულს ასე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბით.

- რო­მელ ასაკ­შია უფრო მი­სა­ღე­ბი ადა­მი­ა­ნის მო­ნათ­ვლა?

- ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე დოგ­მა არ არ­სე­ბობს. ზო­გა­დად, ქრის­ტი­ა­ნო­ბას ხის­ტი და კა­ტე­გო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბე­ბი არ ახა­სი­ა­თებს. ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია იქეთ­კენ, რომ ადა­მი­ა­ნი რო­გორ­მე ცხონ­დეს და ამის­თვის სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უნდა გა­მო­ნა­ხოს. შე­უ­სა­ბა­მოს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ესა თუ ის კა­ნო­ნი და სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოხ­დეს ლა­ვი­რე­ბა იმ დიდი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რა­საც ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა ჰქვია.

ადა­მი­ა­ნის მო­ნათ­ვლა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ჩვი­ლო­ბა­ში ან ზრდას­რულ ასაკ­ში სჯობს. როცა 3-4 წლის ბავ­შვე­ბი მოჰ­ყვათ მო­სა­ნათ­ლად, ისი­ნი ვერ იგე­ბენ რა ხდე­ბა, ნათ­ლო­ბის რი­ტუ­ა­ლიც მათ­თვის ხში­რად უსი­ა­მოვ­ნოა და ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ. ასეთ დროს ნერ­ვი­უ­ლობს არამ­ხო­ლოდ ბავ­შვი და მისი მშო­ბე­ლი, არა­მედ ჩვენც ძა­ლი­ან გან­ვიც­დით.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვის მო­ნათ­ვლა 40 დღემ­დე არ შე­იძ­ლე­ბა. კი­დევ ერთი ტრა­დი­ცი­ით, თუ ოჯახ­ში ვინ­მე გარ­და­იც­ვლე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ისე დაკ­რძა­ლოს, რომ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი მო­უ­ნათ­ლა­ვი იყოს, ამი­ტომ ხში­რად ბავ­შვებს დაკ­რძალ­ვის დღეს ნათ­ლა­ვენ. ეკ­ლე­სი­უ­რად რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ეს წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი?

- რო­გორც გი­თხა­რით, ადა­მი­ა­ნის მო­ნათ­ვლა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში ასე­თი რამ ქრის­ტი­ა­ნულ სწავ­ლე­ბებ­ში არ გვხვდე­ბა. როცა ჩვენ მოგ­ვმარ­თა­ვენ კი­თხვით, ვუხ­სნით, რომ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს და შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც მო­ნათ­ლონ. ყვე­ლა უძ­ვე­ლეს წესს თა­ვი­სი სა­ფუძ­ვე­ლი და ახ­სნა აქვს და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, გა­მოკ­ვლე­უ­ლი­ყო სა­ი­დან მო­დის, რას ეფუძ­ნე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში. აი, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და რა დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას კუ­ბოს სამ­ჯერ დატ­რი­ა­ლე­ბა და სკა­მე­ბის წაქ­ცე­ვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ვნე­ბის შვი­დე­უ­ლის მსა­ხუ­რე­ბი­დან უნდა იყოს აღე­ბუ­ლი.

ასე­ვე, აღ­დგო­მას რომ საფ­ლავ­ზე ღვი­ნოს აქ­ცე­ვენ, ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას - ამით ჩვენ ქრის­ტეს გოლ­გო­თა­ზე ჯვარ­ცმი­სა და მისი აღ­დგო­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვუს­ვამთ ხაზს. ქრის­ტემ სა­კუ­თა­რი სის­ხლით გა­მო­იხ­სნა კა­ცობ­რი­ო­ბა და საფ­ლავ­ზე ღვი­ნის, სიმ­ბო­ლუ­რად ქრის­ტეს სის­ხლის დას­ხმით, უფალს ვთხოვთ აცხო­ნოს ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ასე რომ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი ცი­დან არ ვარ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ახ­სნა აქვს.

- ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს აღ­სრუ­ლე­ბის ორი წესი არ­სე­ბობს - შთაფვ­ლა და წყლის თავ­ზე გა­დას­ხმა. რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის?

- ძვე­ლად, შთაფვ­ლით მო­ნათ­ვლა უფრო სა­სურ­ვე­ლი იყო, რად­გან ეს უფრო სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ხა­ტავ­და ამ სა­ი­დუმ­ლოს არსს. ასე­ვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მდი­ნა­რე­ში მო­ნათ­ვლა, რო­გორც ქრის­ტე მო­ი­ნათ­ლა. ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვა ბაპ­ტიზ­მა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად მო­ნათ­ვლას ნიშ­ნავს, ითარ­გმნე­ბა, რო­გორც შთაფვ­ლა.

თავ­ზე წყლის დას­ხმით ნათ­ლავ­დნენ ჩვი­ლებს ან უძ­ლუ­რე­ბა­ში მყოფ პი­რებს. ხოლო ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო ხში­რად შთაფვ­ლით ინათ­ლე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ შთაფვ­ლით მო­ნათ­ვლა, უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლია და ეს სჯუ­ლის კა­ნო­ნის არას­წო­რი გა­აზ­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­დი­ო­დეს. სჯუ­ლის კა­ნონ­ში წე­რია, რომ მღვდლად ვერ იკურ­თხე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც შთაფვ­ლით არ არის მო­ნათ­ლუ­ლი. მაგ­რამ ამას თა­ვი­სი ახ­სნა აქვს და არ ნიშ­ნავს იმას, რომ ნათ­ლო­ბის რო­მე­ლი­მე წესი აღ­მა­ტე­ბუ­ლია.

მო­ნათ­ვლით ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ტე­ვე­ბათ ყვე­ლა ცოდ­ვა და ისი­ნი სუფ­თა ფურ­ცლი­დან იწყე­ბენ ცხოვ­რე­ბას, ამი­ტომ ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­დებს მას, რათა ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ა­მე­ებს არ გა­მო­აკ­ლდეს. სჯუ­ლის ამ კა­ნონს ასე­თი გან­მარ­ტე­ბა აქვს: თუ ადა­მი­ა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­დებ­და თა­ვის ნათ­ლო­ბას, შემ­დეგ უძ­ლუ­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და მას სიკ­ვდი­ლის ში­შის გამო მა­ნათ­ლავ­დნენ, შთაფვ­ლით ხომ ვერ მო­ი­ნათ­ლე­ბო­და, წყლის დას­ხმით უნდა მო­ნათ­ლუ­ლი­ყო. როცა გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და, თუ მღვდლო­ბას მო­ინ­დო­მებ­და, ამის უფ­ლე­ბა არ ეძ­ლე­ო­და.

- რა როლი ეკის­რე­ბა ნათ­ლი­ას ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბა­ში და რამ­დე­ნი ნათ­ლია უნდა ჰყავ­დეს ადა­მი­ანს?

- ნათ­ლია არის ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მშო­ბე­ლი. ჩვენ ნათ­ლი­ას ვუ­წო­დებთ ნათ­ლი­დე­დას, ნათ­ლი­მა­მას, რაც გა­მო­ხა­ტავს იმას, რომ მშობ­ლი­სა და შვი­ლის ტოლ­ფა­სი ურ­თი­ერ­თო­ბაა. ნათ­ლი­ას ასე­ვე ძვე­ლად უწო­დებ­დნენ მიმრქმელს. მას ვინც ემ­ბა­ზი­დან ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მო­ნათ­ლულს მი­ირ­ქვამ­და, ჩა­ი­ხუ­ტებ­და. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ნათ­ლია ერთი იყოს და მან პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ვალი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ნათ­ლია თა­ვად მღვდე­ლია. ახლა ამან უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. ნათ­ლი­ებს არ­ჩე­ვენ იმის მი­ხედ­ვით, თუ ვის­თან სურთ და­ახ­ლო­ე­ბა, ან ვინ უფრო მე­ტად შეძ­ლე­ბუ­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ან სხვა მი­ზე­ზით. რაც ცხა­დია, არას­წო­რია. ადა­მი­ან­თან და­ახ­ლო­ე­ბა სხვა გზე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა, ეს კი იმ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ორი­ვე მხა­რეს სა­თა­ნა­დოდ უნდა ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი.

ერთხელ ერთი პი­როვ­ნე­ბა მო­ვი­და, რო­მე­ლიც აპი­რებ­და ყო­ფი­ლი­ყო ნათ­ლია და გა­მე­სა­უბ­რა. აღ­მოჩ­ნდა სა­ერ­თოდ არ იყო ქრის­ტი­ა­ნი. არ სწამ­და ამ რე­ლი­გი­ის. ვუ­თხა­რი, რომ სჯობ­და არ მო­ე­ნათ­ლა, რად­გან მის­თვის ეს უბ­რა­ლოდ გა­ურ­კვევ­ლო­ბა იყო და მეტი არა­ფე­რი. და­მე­თან­ხმა და უარი თქვა ნათ­ლი­ო­ბა­ზე. ამით იმის თქმა მინ­და, რომ კარ­გად უნდა იყოს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რაში ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და რამ­დე­ნად რწმე­ნით ვა­კე­თებთ ამას.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
7

არ მესმის ერთი რამ. როდესაც ინათლება ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ხშირად უბანავია ზღვაში, მდინარეში. მან ზოგადად იცის სუნთქვის დროებით შეკავება ჩაყვინთვისას. მცირეწლოვანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არა აქვს ამ კუთხით, როგორ შეიძლება ჩააყვინთინო ძალის გამოყენებით წყალში? ხომ შეიძლება, რომ ორივე ხელით ამოვიღოთ წყალი და დავასხათ თავზე ბავშვს და ამ წესის დაცვით მოინათლონ პატარები? შეიძლება ვცდები და არ შეიძლება ჩაყვინთვის გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. ღმერთმა გვიშველოს. :( 

G
2

Revizionistebi!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ვიდეო არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობა ითხოვა..." - როგორ უნდა შესრულდეს ნათლობის რიტუალი და რა დატვირთვა აქვს მას ქრისტიანისთვის

"ვიდეო არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობა ითხოვა..." - როგორ უნდა შესრულდეს ნათლობის რიტუალი და რა დატვირთვა აქვს მას ქრისტიანისთვის

ბოლო დღეებია, მსოფლიო მედიის განსჯის საგანია რუმინეთში ჩატარებული ნათლობის რიტუალი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა - რიტუალიდან რამდენიმე საათში ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოჩნდა, რომ მას გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჰქონდა გათიშული. მომხდარმა რუმინელებში საპროტესტო ტალღა გააჩინა. მღვდელს უკვე შეუჩერდა მსახურების უფლება და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ამ მოვლენების პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დეკანოზი დავით მექვაბიშვილი 10 წლამდე ასაკის გოგონას ნათლავს - სასულიერო პირი მთელი ძალით აწვება გოგონას და ემბაზში თავს აყოფინებს, როცა ბავშვი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს. კადრებმა ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

სასულიერო პირმა განმარტება ზაფხულში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პირად "ფეისბუქზე" გააკეთა: "თავის მართლებას არ დავიწყებ არავისთან, სადაც შენდობა სათქმელია: ყოველთვის, ყველგან და ყველას ვთხოვ შენდობას! უბრალოდ მინდოდა, რომ ბავშვზე სამი პეშვი წყალი არ დამესხა თავზე, და მშობლების და ნათლიების მოთხოვნით! გადავწყვიტე სრული შთაფლვით (რაც ყველაზე გამართლებული ტრადიციაა ეკლესიაში) მომენათლა მხევალი ღვთისა ნინო" - დაწერა დეკანოზმა.

რა დატვირთვა აქვს ნათლობას ქრისტიანისთვის და რამდენად მიზანშეწონილია მცირეწლოვანის მონათვლა წყალში სრული შთაფვლით? - ამ საკითხებზე AMBEBI.GE დეკანოზ ლევან ალადაშვილს ესაუბრა.

- ნათლობა შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. იგი, ფაქტობრივად, არის ქრისტიანულ ცხოვრებაში შესასვლელი კარი. მისი მეშვეობით ადამიანი ხდება ეკლესიის წევრი, იშვება მეორედ, ხდება მისი სულიერი განწმენდა და განახლება. ადამიანს მიეტევება ცოდვები და იგი ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. იოანეს სახარებაში წერია, რომ ვინც წყლისგან და სულისგან არ იშვება, ვერ შევა სასუფეველში. ეს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია იმ რიტუალსაც, რაც ნათლობის საიდუმლოსას აღესრულება.

- გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელმაც საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. სამართლიანი იყო თუ არა ხალხის გულისწყრომა დეკანოზ დავით მექვაბიშვილის მიმართ?

- უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ მამა დავითი არის უაღრესად კარგი პიროვნება და სასულიერო პირი. რაც შეეხება ამ ვიდეოს, ნამდვილად არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობაც ითხოვა ამისთვის. ეს იყო სულ რამდენიმე წამის ამსახველი კადრი. მას დაწყებული ჰქონდა შთაფვლით მონათვლა და არ იცოდა თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა ბავშვის მხრიდან. რიტუალს კი შუა გზაში ვერ გაწყვეტდა. წესია, რომ სამჯერ უნდა მოხდეს შთაფვლა, როცა ამ წესით ინათლება ადამიანი.

თუმცა ის გამოხმაურება, რაც სოციალურ ქსელში მოჰყვა, გაცილებით მძიმე სანახავი იყო. არ შეიძლება ასე ლანძღო ადამიანი. კრიტიკა თანამედროვე საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ ისე უნდა გამოვთქვათ კრიტიკული მოსაზრებები, რომ პიროვნებას არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თითოეული ადამიანის უკან ოჯახი დგას. დედა, შვილები, მეუღლე და მათ როგორ ვტკენთ გულს ასეთი შეურაცხყოფებით.

- რომელ ასაკშია უფრო მისაღები ადამიანის მონათვლა?

- ამასთან დაკავშირებით რაიმე დოგმა არ არსებობს. ზოგადად, ქრისტიანობას ხისტი და კატეგორიული სწავლებები არ ახასიათებს. ქრისტიანობაში ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ ადამიანი როგორმე ცხონდეს და ამისთვის სასულიერო პირმა სხვადასხვა საშუალებები უნდა გამონახოს. შეუსაბამოს თითოეულ ადამიანს ესა თუ ის კანონი და სადაც შესაძლებელია, მოხდეს ლავირება იმ დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ადამიანის სულიერი განვითარება ჰქვია.

ადამიანის მონათვლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვილობაში ან ზრდასრულ ასაკში სჯობს. როცა 3-4 წლის ბავშვები მოჰყვათ მოსანათლად, ისინი ვერ იგებენ რა ხდება, ნათლობის რიტუალიც მათთვის ხშირად უსიამოვნოა და ჭირვეულობენ. ასეთ დროს ნერვიულობს არამხოლოდ ბავშვი და მისი მშობელი, არამედ ჩვენც ძალიან განვიცდით.

- საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვის მონათვლა 40 დღემდე არ შეიძლება. კიდევ ერთი ტრადიციით, თუ ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, არ შეიძლება მიცვალებული ისე დაკრძალოს, რომ ოჯახის რომელიმე წევრი მოუნათლავი იყოს, ამიტომ ხშირად ბავშვებს დაკრძალვის დღეს ნათლავენ. ეკლესიურად რამდენად გამართლებულია ეს წეს-ჩვეულებები?

- როგორც გითხარით, ადამიანის მონათვლა შეიძლება ნებისმიერ ასაკში ასეთი რამ ქრისტიანულ სწავლებებში არ გვხვდება. როცა ჩვენ მოგვმართავენ კითხვით, ვუხსნით, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და შეუძლიათ მოგვიანებითაც მონათლონ. ყველა უძველეს წესს თავისი საფუძველი და ახსნა აქვს და საინტერესო იქნებოდა, გამოკვლეულიყო საიდან მოდის, რას ეფუძნება სინამდვილეში. აი, მაგალითად, ყოველთვის მაინტერესებდა რა დატვირთვის მატარებელი იყო მიცვალებულის გამოსვენებისას კუბოს სამჯერ დატრიალება და სკამების წაქცევა. სავარაუდოდ, ეს ვნების შვიდეულის მსახურებიდან უნდა იყოს აღებული.

ასევე, აღდგომას რომ საფლავზე ღვინოს აქცევენ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რატომ ვაკეთებთ ამას - ამით ჩვენ ქრისტეს გოლგოთაზე ჯვარცმისა და მისი აღდგომის მნიშვნელობას ვუსვამთ ხაზს. ქრისტემ საკუთარი სისხლით გამოიხსნა კაცობრიობა და საფლავზე ღვინის, სიმბოლურად ქრისტეს სისხლის დასხმით, უფალს ვთხოვთ აცხონოს ჩვენი მიცვალებული. ასე რომ ეს ტრადიციები ციდან არ ვარდება და ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.

- ნათლობის საიდუმლოს აღსრულების ორი წესი არსებობს - შთაფვლა და წყლის თავზე გადასხმა. რა განსხვავებაა მათ შორის?

- ძველად, შთაფვლით მონათვლა უფრო სასურველი იყო, რადგან ეს უფრო სრულყოფილად გამოხატავდა ამ საიდუმლოს არსს. ასევე, გავრცელებული იყო მდინარეში მონათვლა, როგორც ქრისტე მოინათლა. ბერძნული სიტყვა ბაპტიზმა, რომელიც ქართულად მონათვლას ნიშნავს, ითარგმნება, როგორც შთაფვლა.

თავზე წყლის დასხმით ნათლავდნენ ჩვილებს ან უძლურებაში მყოფ პირებს. ხოლო ზრდასრული ადამიანები უფრო ხშირად შთაფვლით ინათლებოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ შთაფვლით მონათვლა, უფრო აღმატებულია და ეს სჯულის კანონის არასწორი გააზრებიდან შეიძლება მოდიოდეს. სჯულის კანონში წერია, რომ მღვდლად ვერ იკურთხება ის ადამიანი, ვინც შთაფვლით არ არის მონათლული. მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს და არ ნიშნავს იმას, რომ ნათლობის რომელიმე წესი აღმატებულია.

მონათვლით ადამიანებს მიეტევებათ ყველა ცოდვა და ისინი სუფთა ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას, ამიტომ ზოგიერთი ადამიანი შეგნებულად გადადებს მას, რათა ამქვეყნიურ სიამეებს არ გამოაკლდეს. სჯულის ამ კანონს ასეთი განმარტება აქვს: თუ ადამიანი შეგნებულად გადადებდა თავის ნათლობას, შემდეგ უძლურებაში აღმოჩნდებოდა და მას სიკვდილის შიშის გამო მანათლავდნენ, შთაფვლით ხომ ვერ მოინათლებოდა, წყლის დასხმით უნდა მონათლულიყო. როცა გამოჯანმრთელდებოდა, თუ მღვდლობას მოინდომებდა, ამის უფლება არ ეძლეოდა.

- რა როლი ეკისრება ნათლიას ქრისტიანულ ცხოვრებაში და რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?

- ნათლია არის ადამიანის სულიერი მშობელი. ჩვენ ნათლიას ვუწოდებთ ნათლიდედას, ნათლიმამას, რაც გამოხატავს იმას, რომ მშობლისა და შვილის ტოლფასი ურთიერთობაა. ნათლიას ასევე ძველად უწოდებდნენ მიმრქმელს. მას ვინც ემბაზიდან ამოყვანის შემდეგ მონათლულს მიირქვამდა, ჩაიხუტებდა. ამიტომ უმჯობესია ნათლია ერთი იყოს და მან პირნათლად შეასრულოს თავისი ვალი. სინამდვილეში ნათლია თავად მღვდელია. ახლა ამან უფრო სოციალური დატვირთვა შეიძინა. ნათლიებს არჩევენ იმის მიხედვით, თუ ვისთან სურთ დაახლოება, ან ვინ უფრო მეტად შეძლებულია მატერიალურად ან სხვა მიზეზით. რაც ცხადია, არასწორია. ადამიანთან დაახლოება სხვა გზებითაც შეიძლება, ეს კი იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ორივე მხარეს სათანადოდ უნდა ჰქონდეს გააზრებული.

ერთხელ ერთი პიროვნება მოვიდა, რომელიც აპირებდა ყოფილიყო ნათლია და გამესაუბრა. აღმოჩნდა საერთოდ არ იყო ქრისტიანი. არ სწამდა ამ რელიგიის. ვუთხარი, რომ სჯობდა არ მოენათლა, რადგან მისთვის ეს უბრალოდ გაურკვევლობა იყო და მეტი არაფერი. დამეთანხმა და უარი თქვა ნათლიობაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული, რაში ვიღებთ მონაწილეობას და რამდენად რწმენით ვაკეთებთ ამას.

თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

ვინ აშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება

კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი - როგორია ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში