ავტორი:

დღეს გიორგი შაქარაშვილის დაბადების დღეა, ის 20 წლის გახდებოდა - "გილოცავ იმიერ საქართველოში ... "

დღეს გიორგი შაქარაშვილის დაბადების დღეა, ის 20 წლის გახდებოდა - "გილოცავ იმიერ საქართველოში ... "

დღეს გიორგი შაქარაშვილის დაბადების დღეა. ფეხბურთელი 20 წლის გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", სადაც შაქარაშვილი თამაშობდა, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ზეცად ამაღლებული, ყველასათვის საყვარელი ჭაბუკი, ვინც ძალიან მცირე ხანს იცხოვრა, მაგრამ დიდზე-დიდი სიყვარული დატოვა. გიორგი "საბურთალოს" დიდი ოჯახის ღირსეული წევრი იყო, ჩვენს გულებში ის ყოველთვის იცოცხლებს, მის ხსოვნას დავიწყება არ უწერია!" - წერია "საბურთალოს" ინფორმაციაში.

"გილოცავ შენს მე-20-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში ... " - წერს გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“: სერვისის სპეციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტექნიკური მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა VIN-კოდი უნდა შეამოწმოს

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ