ავტორი:

"დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი" - დაპირისპირება ზუგდიდში, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის

"დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი" - დაპირისპირება ზუგდიდში, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური საქმოქალაქო ატივისტების მიერ სამხარეო ადმიმისტრაციის მიმდებარედ ე.წ. ტროტუარის მოხატვის მცდელობას მოჰყვა.

აქტივისტებმა აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართეს, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. მათ ხელში ბადრი ესებუას ფოტოები ეჭირათ.

"ჩვენ დღეს დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი იმიტომ რომ ეს კომენდანტის საათი მხოლო ერთ რამეს, სხვა არანაირი შინაარსი არა აქვს, ეს არის შემაკავდბელი ხალხის, რომეკიც უბრალოდ შიმშილობს, ვერ ეგუება უსამართლობას. ეს ადამიანები როგორც კი იგრძნობენ იმას, რომ შეუძლიათ გადაადგილება მომანტალურად დგება ხელისუფლება საფრთხის ქვეშ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ეს ფორმები უქნება რადიკალური. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს კანონის დაცვით, მიუხედავად იმისა რომ მთავრობა არღვევს ყველანაირ კანონს", - განაცხდა ირაკლი კვარაცხელიამ.

სამოქალაქო აქტივისტები ამ დროისთვის საპროტესტო კარავში იმყოფებიან. ისინი ჯერ-ჯერობით კომენდანტის საათის დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ.

მახინჯაურში 75 კატა დაიხსნეს, რომლებიც 10 კვ/მეტრ ფართობში იყვნენ გამომწყვდეული

თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებული პაციენტების პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ხალხში ყოფნა დისკომფორტს უქმნიდა, ამიტონ ნაკლებად ვჩანდით ერთად... შეიძლება კიდევ ვიყოლიო შვილები" - ნინო ჩხეიძე შვილთან ურთიერთობაზე