პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებული პაციენტების პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებული პაციენტების პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრი COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, ე.წ. სტან­დარ­ტულ თე­რა­პი­ას­თან ერ­თად, წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს სხვა­დას­ხვა ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებს და მიდ­გო­მებს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი COVID-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის (კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის) პლაზ­მის გა­დას­ხმაა.

მისი თქმით, COVID-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის (კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის) პლაზ­მას შე­უძ­ლია სხვე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე, (პირ­ვე­ლი 10 დღე), როცა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში ხდე­ბა ვირუ­სის აქ­ტი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბა.

"ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრი COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის კლი­ნი­კურ ჯგუფ­თან ერ­თად, COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ე.წ. სტან­დარ­ტულ თე­რა­პი­ას­თან ერ­თად, წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს სხვა­დას­ხვა ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებს და მიდ­გო­მებს. ერთ-ერთი ასე­თი მე­თო­დია COVID-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის (კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის) პლაზ­მის გა­დას­ხმა. ეს მე­თო­დი ეფუძ­ნე­ბა იმ ფაქტს, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის პლაზ­მა შე­ი­ცავს ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ე.წ. დამ­ცავ (მა­ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბელ) ან­ტის­ხე­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ უკავ­შირ­დე­ბი­ან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანე­იტ­რა­ლე­ბენ მათ.

კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე,(პირ­ვე­ლი 10 დღე), როცა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში ხდე­ბა ვირუ­სის აქ­ტი­უ­რი რეპ­ლი­კა­ცია (გამ­რავ­ლე­ბა). პლაზ­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ში ე.წ. დამ­ცა­ვი (მა­ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბე­ლი) ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე.

COVID-19-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს მი­ღე­ბუ­ლი აქვს აშშ-ის FDA-ის ნე­ბარ­თვა (23 აგ­ვის­ტო, 2020 წ.) გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბის (Emergency Use Authorization) თა­ო­ბა­ზე. უფრო მე­ტიც, 2020 წლის ივ­ლის­ში აშშ FDA-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა Stephen Hahn-მა COVID-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მო­უ­წო­და პლაზ­მის დო­ნა­ცი­ა­ზე სხვე­ბის (COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის) სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად“ ,-წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
8

გაიტანეთ გრელანდია!!!

მოაშორეთ!!!

თაკო
13

ვაქცინების შემოტანაზე იზრუნეთ და თავი დაანებეთ ექსპერიმენტებს ჯობია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებული პაციენტების პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებული პაციენტების პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს, რომელთაგან ერთ-ერთი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმაა.

მისი თქმით, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე, (პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური გამრავლება.

"ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად, COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა. ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ.

კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე,(პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური რეპლიკაცია (გამრავლება). პლაზმის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ე.წ. დამცავი (მანეიტრალიზებელი) ანტისხეულების კონცენტრაციაზე.

COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ აღნიშნულ მეთოდს მიღებული აქვს აშშ-ის FDA-ის ნებართვა (23 აგვისტო, 2020 წ.) გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენების (Emergency Use Authorization) თაობაზე. უფრო მეტიც, 2020 წლის ივლისში აშშ FDA-ის ხელმძღვანელმა Stephen Hahn-მა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოუწოდა პლაზმის დონაციაზე სხვების (COVID-19-ით პაციენტების) სიცოცხლის გადასარჩენად“ ,-წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თენგიზ ცერცვაძე.

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

"საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით" - რა დადგინა სონოდმა გარეჯის საკითხზე

მეუფე დანიელი - პირს, რომელიც ორგანიზაციაში "ბიბლიური თავისუფლება" გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება