მართალია, პანდემიამ ქართული შოუბიზნესი დროებით გააჩერა, მაგრამ ნინო ჩხეიძე მუდმივად ცდილობს, ერთგულ თაყვანისმცემლებს თავი არ მოანატროს. წარმატებული კარიერის პარალელურად ყოველთვის ახერხებდა, ერთადერთი შვილისთვის დრო დაეთმო. 16 წლის მარიკო დღეს მისი საუკეთესო მეგობარია. თუმცა ამბობს, რომ შეიძლება შვილები კიდევ ეყოლოს...
- 22 წლის ვიყავი, როდესაც მარიკო დაიბადა. მაშინ ვფიქრობდი, რომ დედობისთვის მზად ვიყავი და სულ არ ვიყავი პატარა. იმ დროს ჩემზე უმცროსი გოგონები თხოვდებოდნენ და შვილებსაც აჩენდნენ.ახლა 39 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ მზად. ახლა რომ მყავდეს შვილი, უფრო სხვანაირი დედა ვიქნებოდი და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია.
- ბავშვის გაზრდის ხომ არ გეშინოდათ?
- არა, შიში არ მქონია, მარიკო რომ დაიბადა, მეორე დღეს გავიღვიძე და შინაგანად წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ცოტა შემეშინდა, მაგრამ არ მინდოდა დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. ძალიან დამეხმარნენ დედა და ბებია, მათ გადაინაწილეს პასუხიმგებლობა.
- მარიკოს ბუნებრივად კვებავდით?
- მხოლოდ ერთი თვის მანძილზე, შემდეგ კი ძალიან გამიჭირდა და ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე. რძე თავისით გამიქრა. სამშობი აროდან რომ გამოვედი, პირდაპირ დედასთან წავედი. ღამე ბავშვთან ერთად რომ ვიძინებდი, დილას 11 საათზე ბედნიერს მეღვიძებოდა და ვამბობდი, რა ჭკვიანი ბავშვია, მთელი ღამე რა კარგად სძინავს-მეთქი. რეალურად კი თურმე მთელი ღამე ტიროდა, ანგრევდა სახლს და მე სტრესისგან არ მესმოდა. დედა, ბებია, მთელი სამეზობლო სოლოლაკში მარიკოს გაჩუმებით იყვნენ დაკავებულები. ერთხელ დედამ მითხრა, მგონია გესმის და უბრალოდ არ იმჩნევო... არ სჯეროდა, რომ მართლა არ მესმოდა ბავშვის ტირილი.
- მამა რამდენად იყო ჩართული ბავშვის გაზრდაში?
- იმ პერიოდში გიორგიც დედაჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და მარიკოს ტირილზე გული ცუდად უხდებოდა. 23 წლის იყო, არც ის იყო დიდი. მუშაობდა, თავისი ოფისი ჰქონდა და ამბობდა, ცოტა თუ არ დავიძინე, მეორე დღეს ვერ ვიმუშავებო...წაიკითხეთ სრულად