საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგან არის დამზადებული და არა სოიოსგან - აუცილებელი რჩევები ნახევარფაბრიკატებთან დაკავშირებით
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგან არის დამზადებული და არა სოიოსგან - აუცილებელი რჩევები ნახევარფაბრიკატებთან დაკავშირებით

სა­სურ­სა­თო გა­ყი­ნუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია გა­ტა­რე­ბუ­ლი ხორ­ცის­გან (ფარ­შის­გან) დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მი, რომ­ლე­ბიც მცი­რე თუ დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში იყი­დე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელ­მა ზოგ­ჯერ ბევ­რი რამ არ იცის, რო­გო­რი უნდა იყოს მა­გა­ლი­თად, მო­უ­ხარ­შა­ვი, გა­ყი­ნუ­ლი ხინ­კა­ლი, პელ­მე­ნი, შე­საწ­ვა­ვი კოტ­ლე­ტი და ხორ­ცი­ა­ნი ბლი­ნე­ბი შე­ძე­ნი­სას. ამ თე­მა­ზე სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტია. დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხში­რად ყი­დუ­ლობს და მი­ირ­თმევს აღ­ნიშ­ნულ სურ­სათს. ყვე­ლა ტი­პის მა­ღა­ზი­ა­ში თუ დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში არა­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის გა­ტა­რე­ბუ­ლი ხორ­ცის­გან (ფარ­შის­გან) დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი (ხინ­კა­ლი, პელ­მე­ნი, კოტ­ლე­ტი, გუფ­თა და სხვ.) გვხვდე­ბა. ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტის გემო და ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ში შე­მა­ვალ ხორცსა და სხვა ინ­გრე­დინტზე. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა სურ­სა­თი. მისი შე­ძე­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა მის გა­რე­გან ია­ერ­სა­ხეს. თუ დაბ­ზა­რუ­ლია, ფორ­მა­შეც­ვლი­ლი (ხინ­კლის, პელ­მე­ნი) თუ აქვს ყი­ნუ­ლის კრის­ტა­ლე­ბი, თუ ერ­თმა­ნეთ­ზეა მი­წე­ბე­ბუ­ლი, ეს ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია! მისი გად­ნო­ბა და ხე­ლა­ხა­ლი გა­ყინ­ვა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

- თუ შე­ძე­ნის შემ­დეგ მა­შინ­ვე არ ვა­პი­რებთ პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­გორ უნდა მოხ­დეს მისი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში შე­ნახ­ვა ისე, რომ პრო­დუქ­ტი არ გაგ­ვი­ფუჭ­დეს?

- შე­ძე­ნის შემ­დგომ თუ არ აპი­რებთ მის სრულ გა­მო­ყე­ნე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ნა­ხოთ მა­ცივ­რის სა­ყი­ნუ­ლე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში -18 გრა­დუს­ზე, ეცა­დეთ, სახ­ლში მო­ტა­ნი­დან მა­ლე­ვე შე­ი­ნა­ხოთ მა­ცი­ვარ­ში ან მო­ამ­ზა­დოთ.

- არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე წესი, ან რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა თუ რო­გორ უნდა მო­ი­ხარ­შოს და შე­იწ­ვას შე­ძე­ნი­ლი გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი?

- მწარ­მობ­ლე­ბი და­ფა­სო­ე­ბულ პრო­დუქტს ეტი­კტ­ზე აწე­რენ მისი მომ­ზა­დე­ბის წესს, ხინ­კა­ლის და პელ­მე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ადუ­ღე­ბულ მა­რი­ლი­ან წყალ­ში ვხარ­შავთ 8-10 წუთი, ხოლო შე­საწ­ვავ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს, მა­გა­ლი­თად, კოტ­ლე­ტი ნელ ცე­ცხლზე 8-10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­ბრად უნდა შე­იწ­ვას. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სურ­სა­თი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა მო­ი­ხარ­შოს და შე­იწ­ვას.

- თუ პრო­დუქ­ტი და­პა­კე­ტე­ბუ­ლი არ არის, ანუ ვა­კუ­უმ­ში არაა მო­თავ­სე­ბუ­ლი, არც რა­ი­მე ეტი­კე­ტი აქვს და მა­ცი­ვარ­ში უბ­რა­ლოდ ცე­ლოფ­ნის ღია პარ­კებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში არის რა­ი­მე მით­თე­ბა?

- ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­ა­კტე­ბის დიდი მო­თხოვ­ნის და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გამო, ხში­რად სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში გვხვდე­ბა ღია მა­ცივ­რებ­ში მო­თავ­სე­ბულ კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით ასა­წო­ნი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­თხო­ვოთ სა­ე­ტი­კე­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის ამ სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. მას­ში შე­მა­ვა­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მწარ­მო­ებ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და ა.შ. სა­სურ­ვე­ლია, მო­ვი­თხო­ვოთ მისი ვა­დის დამ­და­ა­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

- ზო­გა­დად ასეთ პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის ვადა რამ­დე­ნია?

- ასე­თი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლო ვადა და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შემ­თხე­ვა­ში არის 90 დღე -18-დან -22 გრა­დუ­სამ­დე, ხოლო ასა­წო­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი - 45 დღე -18 დან -22-მდე. სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­სხვა­ვე­ბა იყოს.

მინ­და, ყუ­რა­დღე­ბა ამა­საც მი­აქ­ცი­ოთ: ხში­რად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მწარ­მობ­ლე­ბი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას იყე­ნე­ბენ მცე­ნა­რე­ულ ნედ­ლე­ულს, რო­გო­რი­ცაა სოიო. მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი არ არის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნომ­დებ­ლო­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეტი­კეტ­ზე იყოს და­ტა­ნი­ლი და მომ­ხმა­რე­ბელს ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია.

თუ მომ­ზა­დე­ბის დროს შიგ­თავ­სი უც­ვლელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩა ან უფრო გა­დი­და, ეს მას­ში სო­ი­ოს შემ­ცვე­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, ხოლო თუ და­პა­ტა­რავ­და, მა­შინ ის ხორ­ცის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

- ასე დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ში­შია?

- ჩვე­ნი სა­კონ­სულ­ტა­ციო გვერ­დის ჯგუფ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ამ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბამ და აზ­რე­ბიც ორად გა­ი­ყო - ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, მისი მირ­თმე­ვა, არ არის სა­ში­ში თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით შე­ძე­ნის დროს, მის ეტი­კეტს, მას­ში შე­მა­ვალ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის, შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­ის პი­რო­ბებს. და­ვი­ცავთ მისი მოხ­მა­რე­ბის დღი­ურ ნორ­მას მა­გა­ლი­თად, პე­ლე­მე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დღი­უ­რი ნორ­მა 250 გრა­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგან არის დამზადებული და არა სოიოსგან - აუცილებელი რჩევები ნახევარფაბრიკატებთან დაკავშირებით

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგან არის დამზადებული და არა სოიოსგან - აუცილებელი რჩევები ნახევარფაბრიკატებთან დაკავშირებით

სასურსათო გაყინული ნახევარფაბრიკატებიდან ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პროდუქტია გატარებული ხორცისგან (ფარშისგან) დამზადებული ნაწარმი, რომლებიც მცირე თუ დიდ სუპერმარკეტებში იყიდება. მომხმარებელმა ზოგჯერ ბევრი რამ არ იცის, როგორი უნდა იყოს მაგალითად, მოუხარშავი, გაყინული ხინკალი, პელმენი, შესაწვავი კოტლეტი და ხორციანი ბლინები შეძენისას. ამ თემაზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვესაუბრება:

- ნახევარფაბრიკატები, დღესდღეობით ძალიან გავრცელებული და პოპულარული სასურსათო პროდუქტია. დროის უქონლობის გამო მომხმარებელი ხშირად ყიდულობს და მიირთმევს აღნიშნულ სურსათს. ყველა ტიპის მაღაზიაში თუ დიდ სუპერმარკეტში არაერთი დასახელების გატარებული ხორცისგან (ფარშისგან) დამზადებული ნახევარფაბრიკატი (ხინკალი, პელმენი, კოტლეტი, გუფთა და სხვ.) გვხვდება. ნახევარფაბრიკატის გემო და ხარისხი დამოკიდებულია მასში შემავალ ხორცსა და სხვა ინგრედინტზე. სწორედ ეს განაპირობებს რამდენად ხარისხიანი და გემრიელი იქნება სურსათი. მისი შეძენისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მის გარეგან იაერსახეს. თუ დაბზარულია, ფორმაშეცვლილი (ხინკლის, პელმენი) თუ აქვს ყინულის კრისტალები, თუ ერთმანეთზეა მიწებებული, ეს ტემპერატურის ცვლილებაზე მეტყველებს, რაც დაუშვებელია! მისი გადნობა და ხელახალი გაყინვა, კატეგორიულად აკრძალულია ხორცპროდუქტების შემთხვევაში.

- თუ შეძენის შემდეგ მაშინვე არ ვაპირებთ პროდუქტის გამოყენებას, როგორ უნდა მოხდეს მისი სახლის პირობებში შენახვა ისე, რომ პროდუქტი არ გაგვიფუჭდეს?

- შეძენის შემდგომ თუ არ აპირებთ მის სრულ გამოყენებას, აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივრის საყინულე განყოფილებაში -18 გრადუსზე, ეცადეთ, სახლში მოტანიდან მალევე შეინახოთ მაცივარში ან მოამზადოთ.

- არსებობს თუ არა რაიმე წესი, ან რაიმე განსაკუთრებული მითითება თუ როგორ უნდა მოიხარშოს და შეიწვას შეძენილი გაყინული პროდუქტი?

- მწარმობლები დაფასოებულ პროდუქტს ეტიკტზე აწერენ მისი მომზადების წესს, ხინკალის და პელმენის შემთხვევაში ადუღებულ მარილიან წყალში ვხარშავთ 8-10 წუთი, ხოლო შესაწვავ ნახევარფაბრიკატებს, მაგალითად, კოტლეტი ნელ ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში თანამბრად უნდა შეიწვას. მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული სურსათი აუცილებლად გაყინულ მდგომარეობაში უნდა მოიხარშოს და შეიწვას.

- თუ პროდუქტი დაპაკეტებული არ არის, ანუ ვაკუუმში არაა მოთავსებული, არც რაიმე ეტიკეტი აქვს და მაცივარში უბრალოდ ცელოფნის ღია პარკებშია განთავსებული, ამ შემთხვევაში არის რაიმე მითთება?

- ნახევარფაბრიაკტების დიდი მოთხოვნის და რეალიზაციის გამო, ხშირად სუპერმარკეტებში გვხვდება ღია მაცივრებში მოთავსებულ კონტეინერებით ასაწონი ნახევარფაბრიკატები, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ საეტიკეტო მონაცემები, სადაც დეტალურად არის ამ სურსათის შესახებ ინფორმაცია. მასში შემავალი ინგრედიენტები, ენერგეტიკული ღირებულება, მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. სასურველია, მოვითხოვოთ მისი ვადის დამდაატურებელი დოკუმენტი.

- ზოგადად ასეთ პროდუქტის შენახვის ვადა რამდენია?

- ასეთი ნახევარფაბრიკატების შენახვის საშუალო ვადა დაფასოებული პროდუქტის შემთხევაში არის 90 დღე -18-დან -22 გრადუსამდე, ხოლო ასაწონის შემთხვევაში კი - 45 დღე -18 დან -22-მდე. სხვადასხვა მწარმოებლის შემთხვევაში შესაძლოა, რამდენიმე დღის განსხვავება იყოს.

მინდა, ყურადღება ამასაც მიაქციოთ: ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმობლები, ნახევარფაბრიკატების მომზადებისას იყენებენ მცენარეულ ნედლეულს, როგორიცაა სოიო. მისი გამოყენება აკრძალული არ არის, მაგრამ საქართველოს კანომდებლობით აუცილებელია მის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე იყოს დატანილი და მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია.

თუ მომზადების დროს შიგთავსი უცვლელ მდგომარეობაში დარჩა ან უფრო გადიდა, ეს მასში სოიოს შემცველობაზე მეტყველებს, ხოლო თუ დაპატარავდა, მაშინ ის ხორცისგან არის დამზადებული.

- ასე დამზადებული პროდუქტი საშიშია?

- ჩვენი საკონსულტაციო გვერდის ჯგუფში დიდი ინტერესი გამოიწვია ამ სურსათის უვნებლობამ და აზრებიც ორად გაიყო - ჩემი გამოცდილებით, მისი მირთმევა, არ არის საშიში თუ დავუკვირდებით შეძენის დროს, მის ეტიკეტს, მასში შემავალ ინგრედიენტების, შენახვისა და რეალიზაციიის პირობებს. დავიცავთ მისი მოხმარების დღიურ ნორმას მაგალითად, პელემენის შემთხვევაში დღიური ნორმა 250 გრამია.