პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბლოკადაში მოვყევი" და საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი, ამის შემდეგ მიწათმოქმედებას მივყავი ხელი" - როგორ შეცვალა პანდემიამ ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება
"ბლოკადაში მოვყევი" და საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი, ამის შემდეგ მიწათმოქმედებას მივყავი ხელი" - როგორ შეცვალა პანდემიამ ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება

კი­ნოს­ფე­როს ბავ­შვო­ბი­დან ეზი­ა­რა. მამა - ალექ­სან­დრე ძა­გა­ნია კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რი იყო, დედა - მა­რი­ნა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი - კას­ტინ­გის რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რია. გა­საკ­ვი­რი არ ყო­ფი­ლა, რომ მაკა ძა­გა­ნი­ამ მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა. მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ილი­ა­უ­ნის გარ­და, სხვა თე­ატ­რებ­შიც არ­ცთუ ცოტა სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფარ­თო აღი­ა­რე­ბა, პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თი­ნას როლ­მა მო­უ­ტა­ნა.

- ბოლო წელი რო­გო­რი იყო თქვენ­თვის? რით შე­ივ­სეთ თე­ატ­რის მო­ნატ­რე­ბა?

- პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს. ჩემი სფე­რო რე­ა­ლუ­რად, მთლი­ა­ნად გა­ჩე­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა მხრი­დან "ბლო­კა­და­ში მოვ­ყე­ვი" და შარ­შან­დე­ლი მარ­ტი­დან არ­სად მი­მუ­შა­ვია, სა­ერ­თოდ უშე­მო­სავ­ლოდ დავ­რჩი. რო­გორც კი ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ხუ­რა, სა­ცხოვ­რებ­ლად აგა­რაკ­ზე გა­და­ვე­დი და მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას მივ­ყა­ვი ხელი. ამან გა­მი­ხა­ლი­სა ცხოვ­რე­ბა და გა­და­მა­ტა­ნი­ნა მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი. გა­ზა­ფხულ­ზე დავ­თე­სე და მქონ­და ჩემი პო­მი­დო­რი, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მწვა­ნი­ლი, ბად­რი­ჯა­ნი... არ შევ­წამ­ლე და ბი­ოპ­რო­დუქ­ტი მი­ვი­ღე. ყვე­ლა­ფერს ჩემი ხე­ლით ვუვ­ლი­დი. სხვა­თა შო­რის, იმ­დე­ნი პო­მი­დო­რი მო­მი­ვი­და, სა­წე­ბე­ლიც კი გა­ვა­კე­თე (იცი­ნის). ყვა­ვი­ლე­ბი გა­ვა­ხა­რე, ისი­ნიც ძა­ლი­ან მი­ლა­მა­ზებ­დნენ ცხოვ­რე­ბას. ჩემი დილა ასე იწყე­ბო­და: შე­მო­ვივ­ლი­დი ბაღს და ბოს­ტანს, დავ­ხე­დავ­დი, რო­გორ მი­დის საქ­მე - რა ყვა­ვის, რო­მე­ლი მცე­ნა­რე გა­ი­ზარ­და, რო­მე­ლი - არა, ჩი­თი­ლე­ბიც გა­მო­ვიყ­ვა­ნე... ასე რომ, და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ამან მიშ­ვე­ლა.

- ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებს გა­და­ღე­ბებ­ზე დაჰ­ყავ­დით?

- სამი წლი­სა "ჩი­ო­რას" გა­და­ღე­ბებ­ზე წა­მიყ­ვა­ნეს. პა­ტა­რა ეპი­ზოდ­ში მეც ვარ, კი­ბე­ზე ჩა­მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. ყვე­ლა­ზე უკეთ "მე­ტი­ჩა­რას" გა­და­ღე­ბა და­მა­მახ­სოვ­რდა, ფილმზე დედა მუ­შა­ობ­და. მა­შინ საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი ვი­ყა­ვი, გახ­მო­ვა­ნე­ბა­საც რამ­დენ­ჯერ­მე და­ვეს­წა­რი. ემო­ცი­უ­რად მახ­სენ­დე­ბა ერთი ეპი­ზო­დის გახ­მო­ვა­ნე­ბა - ქვებს ერ­თმა­ნეთ­ზე რომ ურტყა­მენ, ასე მე­ტი­ჩა­რას (დელ­ფინს) ეძა­ხი­ან... კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში დი­ლით ხში­რად მივ­სულ­ვარ და სა­ოც­რე­ბა მხვდე­ბო­და, ყო­ველ­თვის 4-5 ჯგუ­ფი გა­და­ღე­ბა­ზე გა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და: ზოგს ცხე­ნე­ბი მიჰ­ყავ­და, ზოგი დე­კო­რა­ცი­ა­ზე ზრუ­ნავ­და, ვი­ღა­ცას სხვა სამ­ზა­დი­სი ჰქონ­და. ისე­თი სი­ცო­ცხლე ჩქეფ­და, ვერ აღ­გი­წერთ. 90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი და­ინ­გრა. ზღა­პა­რი­ვით ვიხ­სე­ნებ­დი, რა იყო და რა დარ­ჩა. ახლა კი­ნოს­ტუ­დია გა­ა­რე­მონ­ტეს და ამუ­შავ­და, მაგ­რამ ის სა­ნა­ხა­ო­ბა და­ი­კარ­გა.

- ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რეთ და ბა­ლე­რი­ნა რა­ტომ არ გახ­დით?

- ბა­ლე­რი­ნო­ბას ვა­პი­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი, რომ ეს საქ­მე ბო­ლომ­დე მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ 1996 წელს მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა სი­ტუ­ა­ცი­აც იყო. ბა­ლე­ტი და ბა­ლე­რი­ნე­ბი არა­ვის სჭირ­დე­ბო­და. ალ­ბათ - არც მსა­ხი­ო­ბე­ბი, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე, იმ პრო­ფე­სი­ას შე­ვი­ძენ, რო­მე­ლიც ისევ სცე­ნას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი-მეთ­ქი და თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ვა­ბა­რე. ცეკ­ვა უზო­მოდ მიყ­ვარს. ოპე­რა­ში ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ებ­ზე მი­ცეკ­ვია. სა­ერ­თოდ, "ჟი­ზე­ლის" ცეკ­ვა ძა­ლი­ან მინ­დო­და. ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, 11 წელი ვცეკ­ვავ­დი. ბა­ლეტს რომ ვუ­ყუ­რებ, ხან­და­ხან თვალ­ზე ცრემ­ლიც კი მად­გე­ბა.

- პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი რო­დის შე­ას­რუ­ლეთ?

- 14 წლის ვი­ყა­ვი, მა­შინ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არც ვფიქ­რობ­დი. ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ფილმში - "ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია"? პა­ტა­რა ეპი­ზო­დი ვი­თა­მა­შე. ერთი სი­ტყვა მქონ­და სათ­ქმე­ლი და ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი. ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, დღე­საც არ მახ­სოვს ის სი­ტყვა.

- დე­დას­თან ერ­თად, რო­გორც მსა­ხი­ობს, რო­მელ ფილმზე გი­მუ­შა­ვი­ათ?

- ფა­რა­ჯა­ნოვ­ზე ფილ­მს იღებ­დნენ და კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე. ერთი ეპი­ზო­დი მქონ­და, აღ­მზრდელ გო­გო­ნას ვთა­მა­შობ­დი. დედა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, მის ფილმში არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­შე­ნო რო­ლე­ბი არ არი­სო, - მე­ტყო­და ხოლ­მე და კას­ტინგზეც არ მიშ­ვებ­და - ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. ტე­ლე­სე­რი­ალ "მტვრის გე­მო­ში", რო­გორც იქნა, ერთ ეპი­ზოდ­ზე და­ი­თან­ხმეს. ამ ფილ­მის პირ­ველ­სა­ვე სე­რი­ა­ში "მკლა­ვენ" (იცი­ნის). რო­მელ ფილმზეც დედა მუ­შა­ობს, იქ მე არ ვჭა­ჭა­ნებ.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბი რო­დის გა­ნახ­ლდე­ბა?

- ამ­ბო­ბენ, რომ თე­ბერ­ვლი­დან უნდა და­ი­წყოს, მაგ­რამ ზუს­ტად ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი. ჩემ­თვის კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფე­რი უთ­ქვამთ.

- ბევრ მსა­ხი­ობს არ უყ­ვარს კას­ტინ­გი, თქვენც მათ რიგ­ში ხართ?

- კას­ტინ­გი სა­ჭი­როა - ლექ­სიც უნდა წა­ი­კი­თხო, ეტი­უ­დიც შე­ას­რუ­ლო, მაგ­რამ თით­ქოს იბ­ნე­ვი, გგო­ნია, გა­მოც­და­ზე ხარ. რო­გორც წესი, ბო­ლომ­დე ვერ აკე­თებ იმას, რაც შე­გიძ­ლია. კას­ტინგზე ყოფ­ნა ცუდი შეგ­რძნე­ბაა.

- თქვე­ნი აზ­რით, რა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა მსა­ხი­ო­ბის­თვის?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ი­ხარ­ჯოს. შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გად ვე­რა­ფე­რი მი­ი­ღოს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი ამის­თვი­საც მზად უნდა იყოს. ამ პრო­ფე­სი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია ისაა, როცა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავი აქვს ადა­მი­ანს გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მის­თვის და მი­ზერ­საც ვერ იღებს, ასეც ხდე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

Svanski
4

ეს ის არ არის რაკომ რო ყავდათ შეყენებული ჩცდ ში თუ ის მეორეა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ბლოკადაში მოვყევი" და საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი, ამის შემდეგ მიწათმოქმედებას მივყავი ხელი" - როგორ შეცვალა პანდემიამ ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება

"ბლოკადაში მოვყევი" და საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი, ამის შემდეგ მიწათმოქმედებას მივყავი ხელი" - როგორ შეცვალა პანდემიამ ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება

კინოსფეროს ბავშვობიდან ეზიარა. მამა - ალექსანდრე ძაგანია კინოოპერატორი იყო, დედა - მარინა კულუმბეგაშვილი - კასტინგის რეჟისორი და პროდიუსერია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მაკა ძაგანიამ მსახიობობა გადაწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მსახიობი წლების განმავლობაში, ილიაუნის გარდა, სხვა თეატრებშიც არცთუ ცოტა სპექტაკლში მონაწილეობდა. ფართო აღიარება, პოპულარობა და სიყვარული "ჩემი ცოლის დაქალებში" თინას როლმა მოუტანა.

- ბოლო წელი როგორი იყო თქვენთვის? რით შეივსეთ თეატრის მონატრება?

- პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ძველი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემი სფერო რეალურად, მთლიანად გაჩერებულია. ყველა მხრიდან "ბლოკადაში მოვყევი" და შარშანდელი მარტიდან არსად მიმუშავია, საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი. როგორც კი ყველაფერი დაიხურა, საცხოვრებლად აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა მთელი ეს პერიოდი. გაზაფხულზე დავთესე და მქონდა ჩემი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი, ბადრიჯანი... არ შევწამლე და ბიოპროდუქტი მივიღე. ყველაფერს ჩემი ხელით ვუვლიდი. სხვათა შორის, იმდენი პომიდორი მომივიდა, საწებელიც კი გავაკეთე (იცინის). ყვავილები გავახარე, ისინიც ძალიან მილამაზებდნენ ცხოვრებას. ჩემი დილა ასე იწყებოდა: შემოვივლიდი ბაღს და ბოსტანს, დავხედავდი, როგორ მიდის საქმე - რა ყვავის, რომელი მცენარე გაიზარდა, რომელი - არა, ჩითილებიც გამოვიყვანე... ასე რომ, დაკავებული ვიყავი და ამან მიშველა.

- ბავშვობაში მშობლებს გადაღებებზე დაჰყავდით?

- სამი წლისა "ჩიორას" გადაღებებზე წამიყვანეს. პატარა ეპიზოდში მეც ვარ, კიბეზე ჩამოვდივარ, მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს. ყველაზე უკეთ "მეტიჩარას" გადაღება დამამახსოვრდა, ფილმზე დედა მუშაობდა. მაშინ საკმაოდ მოზრდილი ვიყავი, გახმოვანებასაც რამდენჯერმე დავესწარი. ემოციურად მახსენდება ერთი ეპიზოდის გახმოვანება - ქვებს ერთმანეთზე რომ ურტყამენ, ასე მეტიჩარას (დელფინს) ეძახიან... კინოსტუდიაში დილით ხშირად მივსულვარ და საოცრება მხვდებოდა, ყოველთვის 4-5 ჯგუფი გადაღებაზე გასასვლელად ემზადებოდა: ზოგს ცხენები მიჰყავდა, ზოგი დეკორაციაზე ზრუნავდა, ვიღაცას სხვა სამზადისი ჰქონდა. ისეთი სიცოცხლე ჩქეფდა, ვერ აღგიწერთ. 90-იანი წლების ომის შემდეგ ყველაფერი დაინგრა. ზღაპარივით ვიხსენებდი, რა იყო და რა დარჩა. ახლა კინოსტუდია გაარემონტეს და ამუშავდა, მაგრამ ის სანახაობა დაიკარგა.

- ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრეთ და ბალერინა რატომ არ გახდით?

- ბალერინობას ვაპირებდი და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ბოლომდე მეკეთებინა, მაგრამ 1996 წელს მოგეხსენებათ, რა სიტუაციაც იყო. ბალეტი და ბალერინები არავის სჭირდებოდა. ალბათ - არც მსახიობები, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, იმ პროფესიას შევიძენ, რომელიც ისევ სცენასთან იქნება დაკავშირებული-მეთქი და თეატრალურში ჩავაბარე. ცეკვა უზომოდ მიყვარს. ოპერაში ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოებზე მიცეკვია. საერთოდ, "ჟიზელის" ცეკვა ძალიან მინდოდა. ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, 11 წელი ვცეკვავდი. ბალეტს რომ ვუყურებ, ხანდახან თვალზე ცრემლიც კი მადგება.

- პირველი კინოროლი როდის შეასრულეთ?

- 14 წლის ვიყავი, მაშინ მსახიობობაზე არც ვფიქრობდი. ერეკლე ბადურაშვილის ფილმში - "ქართული ისტორია"? პატარა ეპიზოდი ვითამაშე. ერთი სიტყვა მქონდა სათქმელი და ძალიან ვღელავდი. ისე ვნერვიულობდი, დღესაც არ მახსოვს ის სიტყვა.

- დედასთან ერთად, როგორც მსახიობს, რომელ ფილმზე გიმუშავიათ?

- ფარაჯანოვზე ფილმს იღებდნენ და კასტინგი გავიარე. ერთი ეპიზოდი მქონდა, აღმზრდელ გოგონას ვთამაშობდი. დედა ყოველთვის ცდილობდა, მის ფილმში არ ვყოფილიყავი. საშენო როლები არ არისო, - მეტყოდა ხოლმე და კასტინგზეც არ მიშვებდა - ასეთი დამოკიდებულება აქვს. ტელესერიალ "მტვრის გემოში", როგორც იქნა, ერთ ეპიზოდზე დაითანხმეს. ამ ფილმის პირველსავე სერიაში "მკლავენ" (იცინის). რომელ ფილმზეც დედა მუშაობს, იქ მე არ ვჭაჭანებ.

- "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები როდის განახლდება?

- ამბობენ, რომ თებერვლიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ ზუსტად ჯერჯერობით არ ვიცი. ჩემთვის კონკრეტულად არაფერი უთქვამთ.

- ბევრ მსახიობს არ უყვარს კასტინგი, თქვენც მათ რიგში ხართ?

- კასტინგი საჭიროა - ლექსიც უნდა წაიკითხო, ეტიუდიც შეასრულო, მაგრამ თითქოს იბნევი, გგონია, გამოცდაზე ხარ. როგორც წესი, ბოლომდე ვერ აკეთებ იმას, რაც შეგიძლია. კასტინგზე ყოფნა ცუდი შეგრძნებაა.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მთავარი თვისება მსახიობისთვის?

- მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს. შეიძლება შედეგად ვერაფერი მიიღოს, მაგრამ მსახიობი ამისთვისაც მზად უნდა იყოს. ამ პროფესიის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, როცა მთელი ცხოვრება თავი აქვს ადამიანს გადადებული საქმისთვის და მიზერსაც ვერ იღებს, ასეც ხდება...წაიკითხეთ სრულად

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

"არავის არ ჰგავს და ამით უფრო მეტად გვხიბლავს" - ეკა ხოფერია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

"ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან... ბათუმის ბულვარზეც გამაკრიტიკეს" - ამირან გამყრელიძე