სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, "ასტრაზენეკა" რომელიღაც რისკ-ჯგუფებისთვის ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს, გამოვიყენებთ სხვა რისკ-ჯგუფებისთვის" - თენგიზ ცერცვაძე
"შესაძლოა, "ასტრაზენეკა" რომელიღაც რისკ-ჯგუფებისთვის ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს, გამოვიყენებთ სხვა რისკ-ჯგუფებისთვის" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 214 000 ვაქ­ცი­ნის დოზა უნდა მი­ი­ღოს, თუმ­ცა ეს აუ­ცი­ლებ­ლად „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ იქ­ნე­ბა, თუ არა უც­ნო­ბია. ამის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არაა, რომ 55 წლის ზე­მოთ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ეფექ­ტი არ აქვს.

„პირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად „ფა­ი­ზე­რი“ იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს. შემ­დეგ, ვიცი, რომ 214 000 დოზა უნდა მი­ვი­ღოთ. მე არ ვიცი ზუს­ტად, ეს აუ­ცი­ლებ­ლად "ას­ტრა­ზე­ნე­კა" იქ­ნე­ბა, თუ არა, თუმ­ცა ლა­პა­რა­კი "ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე" იყო. ისიც რომ 55 წლის ზე­მოთ ვერ აჩ­ვე­ნა ეფექ­ტი, თუ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, ესეც ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბა არაა, ამა­ზე მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ასე რომ, და­ვე­ლო­დოთ, ფაქ­ტია, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა პირ­ველ სამ ვაქ­ცი­ნას შო­რის. მი­ღე­ბუ­ლი აქვს მკაც­რი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ნე­ბარ­თვა, რე­კო­მენ­და­ცია და „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. შე­საძ­ლოა, ის რო­მე­ლი­ღაც რისკ - ჯგუ­ფე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი იყოს, გა­მო­ვი­ყე­ნებთ სხვა რისკ-ჯგუ­ფე­ბის­თვის. თუ ჩვენ­თან შე­მო­ვა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა ამა­ში მხო­ლოდ კარ­გს ვხე­დავ“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(((
0

ეს მოხუცები გაიყვანეთ პენსიაზე

დ გ
0

პენსიონერა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"შესაძლოა, "ასტრაზენეკა" რომელიღაც რისკ-ჯგუფებისთვის ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს, გამოვიყენებთ სხვა რისკ-ჯგუფებისთვის" - თენგიზ ცერცვაძე

"შესაძლოა, "ასტრაზენეკა" რომელიღაც რისკ-ჯგუფებისთვის ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს, გამოვიყენებთ სხვა რისკ-ჯგუფებისთვის" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო 214 000 ვაქცინის დოზა უნდა მიიღოს, თუმცა ეს აუცილებლად „ასტრაზენეკა“ იქნება, თუ არა უცნობია. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დამტკიცებული არაა, რომ 55 წლის ზემოთ „ასტრაზენეკას“ ეფექტი არ აქვს.

„პირველი ნამდვილად „ფაიზერი“ იქნება, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. შემდეგ, ვიცი, რომ 214 000 დოზა უნდა მივიღოთ. მე არ ვიცი ზუსტად, ეს აუცილებლად "ასტრაზენეკა" იქნება, თუ არა, თუმცა ლაპარაკი "ასტრაზენეკაზე" იყო. ისიც რომ 55 წლის ზემოთ ვერ აჩვენა ეფექტი, თუ მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ესეც ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული დებულება არაა, ამაზე მხოლოდ სხვადასხვა წყაროები საუბრობენ. ასე რომ, დაველოდოთ, ფაქტია, რომ „ასტრაზენეკა“ ერთ-ერთი საუკეთესოა პირველ სამ ვაქცინას შორის. მიღებული აქვს მკაცრი მარეგულირებლის ნებართვა, რეკომენდაცია და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება ქვეყნისთვის იქნება ძალიან სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი. შესაძლოა, ის რომელიღაც რისკ - ჯგუფებისთვის ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს, გამოვიყენებთ სხვა რისკ-ჯგუფებისთვის. თუ ჩვენთან შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამაში მხოლოდ კარგს ვხედავ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დაშვებულია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?

ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და სამღვდელოებაში კორონავირუსის გავრცელება დაბალია - გამყრელიძე ტესტირების შედეგებზე

829 ახალი ინფიცირებული და 8 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 18 331 ტესტის შედეგები რეგიონების მიხედვით