ავტორი:

ფონიჭალაში, 11 წლის გოგონას ნიშნობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფონიჭალაში, 11 წლის გოგონას ნიშნობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფონიჭალაში 11 წლის გოგოსა და სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭის "ნიშნობა" გაიმართა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

"მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში ფოტო აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გუნელ მოვლუდმა გაავრცელა. როგორც ის წერს, ფოტოზე ასახულია საქართველოს მოქალაქეების, აზერბაიჯანული ეროვნების 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის "ნიშნობა". ამასთან, ფოტოზე ჩანს ტორტი, რომელსაც აწერია "ხელის თხოვნისთვის" დამახასიათებელი სტანდარტული სიტყვები.

"ეს არანაირი ტრადიცია არ არის. ადრეული ქორწინება აზერბაიჯანშიც დანაშაულია, ისევე, როგორც საქართველოში. იმედი მაქვს, საქართველოში შესაბამისი ინსტანციები გააკონტროლებენ ამ და სხვა მსგავს საქმეებს", - წერს აქტივისტი.

"ღუმელი რომ მესროლა, კარი გაიხსნა და თავში მოხვდა ბავშვს..." - დედა, რომლის 11 თვის შვილიც მეუღლესთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა, შემზარავი ამბის დეტალებს იხსენებს

რა ევალება კერძო დაცვის სამსახურს და რა შემთხვევაში ჩაითვლება მისი მოქმედება კანონდარღვევად? -  რას ამბობს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი?

"ამირხანაშვილი პანაშვიდიდან ცოცხით გამოაგდეს, რატომ დატოვეო..." - რა წერილს აგზავნიან შაქარაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულები ციხიდან?