სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს
გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

გერ­მა­ნია, პო­ლო­ნე­თი და შვე­დე­თი თითო რუსი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბი­ან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯია რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სე­თის მიერ სამი ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მხარ­და­სა­ჭერ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მი­ვე ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა გან­ცხა­დე­ბა სინ­ქრო­ნუ­ლად გა­ავ­რცე­ლეს.

შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ან ლინ­დეს გან­ცხა­დე­ბით, სტოკ­ჰოლმში რუ­სე­თის ელჩს შე­ა­ტყო­ბი­ნეს თხოვ­ნა, შვე­დე­თი და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ერთ თა­ნამ­შრო­მელს.

ანა­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­დაც რუ­სე­თი­დან მათი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბას უსა­ფუძ­ვლო უწო­დეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ას­რუ­ლებ­და თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას და თვალ­ყურს ადევ­ნებ­და რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ გერ­მა­ნი­ას­თან და შვე­დეთ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად, რუს დიპ­ლო­მატს, პოზ­ნან­ში მდე­ბა­რე რუ­სე­თის სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრო­მელს აცხა­დებს პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად.

რუ­სეთ­მა სამი ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტი 5 თე­ბერ­ვალს გა­ა­ძე­ვა, რო­დე­საც სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი ჟო­ზეფ ბო­რე­ლი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს სერ­გეი ლავ­როვს ხვდე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

გერმანია, პოლონეთი და შვედეთი თითო რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების შესახებ იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ეს საპასუხო ნაბიჯია რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ სამი ევროპელი დიპლომატის გაძევებაზე, რომლებიც რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

გადაწყვეტილების შესახებ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადება სინქრონულად გაავრცელეს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან ლინდეს განცხადებით, სტოკჰოლმში რუსეთის ელჩს შეატყობინეს თხოვნა, შვედეთი დაატოვებინოს რუსეთის საელჩოს ერთ თანამშრომელს.

ანალოგიური გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც რუსეთიდან მათი დიპლომატის გაძევებას უსაფუძვლო უწოდეს და განაცხადეს, რომ ის ვენის კონვენციის შესაბამისად, ასრულებდა თავის მოვალეობას და თვალყურს ადევნებდა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს კანონიერი საშუალებებით.

პოლონეთის საგარეო უწყებაში კი განაცხადეს, რომ გერმანიასთან და შვედეთთან კოორდინირებულად, რუს დიპლომატს, პოზნანში მდებარე რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს აცხადებს პერსონა ნონ გრატად.

რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი 5 თებერვალს გააძევა, როდესაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდებოდა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბოლო 30 დღეში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 31%-ით შემცირდა - რას წერს Reuters-ი

მასშტაბური ავარია ტეხასში - ერთმანეთს 130-ზე მეტი ავტომობილი შეეხაჯა, გარდაიცვალა 6 და დაშავდა ათობით ადამიანი (ფოტოები)

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს