მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვალდებულებად ვთვლი, მოსახლეობა და მთავრობა გავაფრთხილო..." - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი, თუ თბილისში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდება
"ვალდებულებად ვთვლი, მოსახლეობა და მთავრობა გავაფრთხილო..." - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი, თუ თბილისში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდება

ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა მოხ­და, თუმ­ცა სამ შემ­თხვე­ვა­ში ის მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც იგ­რძნო და საკ­მა­ოდ შეშ­ფოთ­და. ერთ-ერთი ბოლო მი­წისძვრა 5 თე­ბერ­ვალს სომ­ხეთ­ში და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ იგ­რძნო­ბო­და.

გახ­შირ­და თუ არა მი­წისძვრე­ბი და რამ­დე­ნად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია ეს? - ამ თე­მა­ზე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­ნი­უ­სის" ეთერ­ში ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სე­ის­მო­ლოგ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ისა­უბ­რა. მისი თქმით, მი­წისძვრე­ბი აქამ­დეც ხში­რად ხდე­ბო­და, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის მგრძნო­ბე­ლო­ბა გა­ი­ზარ­და და ამი­ტო­მაც რჩე­ბათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ყვე­ლა­ზე მეტი მი­წისძვრა ხდე­ბა ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე, 1991 წლის რა­ჭის მი­წისძვრის სეგ­მენტზე, მუდ­მი­ვად აქ­ტი­უ­რია კა­ხე­თის სეგ­მენ­ტი, თუმ­ცა მას ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა, რად­გან ნაკ­ლე­ბად გრძნო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

...სა­ქარ­თვე­ლო თან­და­თან გა­და­დის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა­ზე, ამე­რი­კე­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ახლა ქსე­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­დერ­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი და ახა­ლი სად­გუ­რე­ბი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ზა­ფხუ­ლი­დან. შემ­დე­გი ეტა­პია სწრა­ფი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა - უფრო ოპე­რა­ტი­უ­ლად გვექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­წისძვრის შე­სა­ხებ. ჩვენ წი­ნას­წარ, წუ­თე­ბით ადრე არ შეგ­ვიძ­ლია თქმა, უბ­რა­ლოდ ვრე­ა­გი­რებთ, ვსწავ­ლობთ და ვა­ვი­თა­რებთ მი­წისძვრა­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

სა­სა­ზღვრო ზოლ­ში რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის შე­სა­ხებ რომ ვთქვათ, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ ქსელ­ზე, რამ­დე­ნად კარ­გად არის გან­ლა­გე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა და თუ ჩვენ ეს არ გვაქვს, გვი­ჭირს რე­ა­გი­რე­ბა, სწო­რედ ამ მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობთ ახლა.

სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: დიდი მი­წისძვრა როცა ხდე­ბა, რო­გო­რიც მოხ­და სომ­ხეთ­ში (5 თე­ბერ­ვალს, 5.3 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა), ეს იყო და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია და ნგრე­ვა არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, 5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა რომ თბი­ლის­ში მოხ­დეს, აი მა­შინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქ­მე.

2002 წელს 4.5 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა აღ­მოჩ­ნდა და­მან­გრე­ვე­ლი თბი­ლი­სის­თვის, როცა ამ­დე­ნი კორ­პუ­სი და ასე­თი ცუდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ იყო ამ ქა­ლაქ­ში

არას­დროს არ მით­ქვამს ასე ხე­ლა­ღე­ბით, მაგ­რამ უკვე ჩემს პრო­ფე­სი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვთვლი მო­სახ­ლე­ო­ბა, მთავ­რო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლო: ის რაც ხდე­ბა ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო სივ­რცე­ში, უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია ამ ქვეყ­ნის­თვის. ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბით! ძა­ლი­ან მინ­და ეს ყვე­ლამ გა­ი­გოს. ძა­ლი­ან გთხოვთ, გაფრ­თხილ­დით!" - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ "პო­ლიტ­ნი­უ­სის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
0

აბა რას ბოდიალობთ თუ იცით, თბილისში 5 ბალიანი მიწისძვარ რომ მოხდეს სახლის გარეთ თუ ვიქნებით ვერც კი გავიგებთ. სახლში თუ ვიქნებით ოდნავ გაქანავებას შევიგრძნობთ და სულ ეგ არის, ხალხს ნუ აშინებთ უაზროდ!

დუდუ
1

მეგობრებო უტყუარი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, ამათ რატომღაც არ სურთ ამაზე საუბარი, 16 ში დღის სადღაც 13:00-16:00 დროის შუალედში არის მოსალოდნელი დამანგრეველი მიწისძვრა და გაფრთხილდით. ეცადეთ ქუჩაში იქოთ და არა შენობებში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ვალდებულებად ვთვლი, მოსახლეობა და მთავრობა გავაფრთხილო..." - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი, თუ თბილისში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდება

"ვალდებულებად ვთვლი, მოსახლეობა და მთავრობა გავაფრთხილო..." - რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი, თუ თბილისში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდება

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, თუმცა სამ შემთხვევაში ის მოსახლეობამაც იგრძნო და საკმაოდ შეშფოთდა. ერთ-ერთი ბოლო მიწისძვრა 5 თებერვალს სომხეთში დაფიქსირდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც საკმაოდ იგრძნობოდა.

გახშირდა თუ არა მიწისძვრები და რამდენად საფრთხისშემცველია ეს? - ამ თემაზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტნიუსის" ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიწისძვრები აქამდეც ხშირად ხდებოდა, თუმცა ადამიანების მგრძნობელობა გაიზარდა და ამიტომაც რჩებათ შთაბეჭდილება, რომ რაოდენობა გაზრდილია.

"საქართველოში, რაოდენობრივად ყველაზე მეტი მიწისძვრა ხდება ჯავახეთის ზეგანზე, 1991 წლის რაჭის მიწისძვრის სეგმენტზე, მუდმივად აქტიურია კახეთის სეგმენტი, თუმცა მას ყურადღება არ ექცევა, რადგან ნაკლებად გრძნობენ მოქალაქეები.

...საქართველო თანდათან გადადის თანამედროვე მონიტორინგის სისტემაზე, ამერიკელების ინვესტიციების დახმარებით, ახლა ქსელის აბსოლუტური მოდერნიზაცია მიმდინარეობს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ახალი სადგურები ექნება საქართველოს ზაფხულიდან. შემდეგი ეტაპია სწრაფი შეტყობინების სისტემების დანერგვა - უფრო ოპერატიულად გვექნება ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ. ჩვენ წინასწარ, წუთებით ადრე არ შეგვიძლია თქმა, უბრალოდ ვრეაგირებთ, ვსწავლობთ და ვავითარებთ მიწისძვრაზე მყისიერი რეაგირების ტექნოლოგიებს.

სასაზღვრო ზოლში რეალური პრობლემები გვაქვს. სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის ტერიტორიებზე მომხდარი მიწისძვრების შესახებ რომ ვთქვათ, დამოკიდებული ვართ ქსელზე, რამდენად კარგად არის განლაგებული აპარატურა და თუ ჩვენ ეს არ გვაქვს, გვიჭირს რეაგირება, სწორედ ამ მონიტორინგის სისტემების განვითარებას ვცდილობთ ახლა.

სწრაფი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია: დიდი მიწისძვრა როცა ხდება, როგორიც მოხდა სომხეთში (5 თებერვალს, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა), ეს იყო დაუსახლებელი ტერიტორია და ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რომ თბილისში მოხდეს, აი მაშინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქმე.

2002 წელს 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა აღმოჩნდა დამანგრეველი თბილისისთვის, როცა ამდენი კორპუსი და ასეთი ცუდი ინფრასტრუქტურული პროექტები არ იყო ამ ქალაქში

არასდროს არ მითქვამს ასე ხელაღებით, მაგრამ უკვე ჩემს პროფესიულ ვალდებულებად ვთვლი მოსახლეობა, მთავრობა გავაფრთხილო: ის რაც ხდება ქართულ სამშენებლო სივრცეში, უკიდურესად საშიშია ამ ქვეყნისთვის. ცეცხლს ვეთამაშებით! ძალიან მინდა ეს ყველამ გაიგოს. ძალიან გთხოვთ, გაფრთხილდით!" - განაცხადა თეა გოდოლაძემ "პოლიტნიუსის" ეთერში.