სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის პანდემია: ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვიყოთ იმედიანად
კორონავირუსის პანდემია: ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვიყოთ იმედიანად

გა­სუ­ლი თვე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ძი­მე­სი იყო. პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ საკ­მა­ოდ რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ახლა უკვე არ­სე­ბობს იმე­დი, რომ მალე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ვნა­ხოთ ხუთი მთა­ვა­რი რამ, რაც იმე­დის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს:

  • პიკ­მა უკვე გა­და­ი­ა­რა

წარ­სულ­ში დარ­ჩა ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით 4 ათას­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვლინ­დე­ბო­და. და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა "ლო­ქ­და­უნ­მა“, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბამ, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გაზ­რდამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. ახლა სა­შუ­ა­ლოდ დღე­ში 400-დან 500-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ო­რე ტალ­ღის პიკ­მა უკვე გა­და­ი­ა­რა. მო­იხ­სნა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­წე­სე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა.

თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის, ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მა­ინც რჩე­ბა. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა - "უნდა და­ვუკ­ვირ­დეთ შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გო­რი იქ­ნე­ბა, როცა გა­იზ­რდე­ბა მო­ბი­ლო­ბა, როცა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი და მეტ­რო ამუ­შავ­დე­ბა. ჩვენ საკ­მა­ოდ მძი­მე მე­ო­რე ტალ­ღა გა­ვი­ა­რეთ და თუ და­ვი­ცავთ ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას და გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს თუ კი­დევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მა­შინ დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა თავი ავა­რი­დოთ შემ­დგომ ეპიდ-აფეთ­ქე­ბას" - ამ­ბობს გამ­ყრე­ლი­ძე.

  • ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე გზა­შია

მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკვე შექ­მნი­ლია რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. მარ­თა­ლია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნა­ცია არ და­წყე­ბუ­ლა, თუმ­ცა რო­გორც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ექ­ნე­ბა Pfizer-ის 29 500 დოზა ვაქ­ცი­ნა და პირ­ველ ეტაპ­ზე აცრა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. მარ­ტში კი უკვე AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნას შე­მო­ი­ტა­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ისიც, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მუ­შა­ო­ბენ ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნა­ზე. ის­რა­ელ­ში კი უკვე შექ­მნეს კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი და აცხა­დე­ბენ, რომ კვლე­ვის პირ­ველ ეტა­პის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია იმის თქმა, რომ პრე­პა­რა­ტის შექ­მნა პან­დე­მი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია. კვლე­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და 30 პა­ცი­ენტს, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბაც იყო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ან რთუ­ლი, 30-ვე პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, მათ შო­რის 29-ის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას დას­ჭირ­და 3-დან 5 დღემ­დე პე­რი­ო­დი. კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე დღე, თუმ­ცა ისიც გა­მო­ჯან­მრთელ­და.

  • უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია ვირუ­სის გა­და­დე­ბის რისკს ამ­ცი­რებს

გარ­და იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა აც­რილ ადა­მი­ანს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან იცავს, იმ გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვის­თვის, თუ აც­რი­ლი პირი მა­ინც და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ნაკ­ლე­ბია რის­კი, რომ ის გა­დამ­დე­ბი იქ­ნე­ბა. ანუ სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, აც­რი­ლი და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შან­სი მცირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოვ­ლინ­და Oxford-AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნის კვლე­ვის შე­დე­გად.

ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რი, იმუ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ელენ ფლე­ჩე­რი ამ­ბობს, რომ ყო­ვე­ლი­ვეს და­სა­ზუს­ტებ­ლად ჯერ კი­დევ არის შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი იმე­დის მომ­ცე­მია. "ეს არის მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ახ­ლე, მაგ­რამ კი­დევ გვჭირ­დე­ბა კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ კვლავ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე", - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რი, დაგ ბრა­უ­ნი.

  • მას, ვინც ვირუსს გა­და­ი­ტანს, დიდ­ხანს უნარ­ჩუნ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი

კი­დევ ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ახა­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ვირუს­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნებს კო­ვიდ-19-ისად­მი იმუ­ნი­ტე­ტი ხან­გრძლი­ვად უნარ­ჩუნ­დე­ბა. კვლე­ვა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტარ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 88%-ს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მში ექ­ვსი თვის შემ­დე­გაც კი უნარ­ჩუნ­დე­ბა. კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნა­ო­მი ალენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს "შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამ­ბა­ვია", - ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს უკვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი და უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­უ­ბა­რი ბუ­ნებ­რივ იმუ­ნი­ტეტ­ზეც.

  • კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის აქამ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბის და­მარ­ცხე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და, არ­სე­ბობს ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი, ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი, აფ­რი­კუ­ლი შტა­მი. ყო­ვე­ლი­ვემ მე­დი­კო­სე­ბი და­ა­ეჭ­ვა, რომ შე­საძ­ლოა ვაქ­ცი­ნე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო ეფექ­ტი­ა­ნი მათ წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, კვლე­ვებ­მა ცხად­ყო, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი არ­სე­ბუ­ლი მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის მი­მართ ეფექ­ტი­ა­ნია - ზოგი უფრო მე­ტად და ზოგი უფრო ნაკ­ლე­ბად. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნო­ბას აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტი­სად­მი ავ­ლე­ნენ, თუმ­ცა გარ­კვე­ულ დაც­ვას მა­ინც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რაც ნამ­დვი­ლად კარ­გი ამ­ბა­ვია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე 106,7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 78,4 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 128.7 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

მათ შო­რის, აშშ-ში 40.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა. აშშ-ს ჩი­ნე­თი მოჰ­ყვე­ბა 31.2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტით. ევ­რო­კავ­შირ­ში კი, სა­ერ­თო ჯამ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 16.5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 4.6 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც უკვე 5.4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 59.9%-ს შე­ად­გენს. ის­რა­ე­ლის გარ­და, ვაქ­ცი­ნა­ცია სწრა­ფი ტემ­პით არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, ინ­დო­ეთ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaixaret
16

როგორც იქნა ძლივსღა გავიგეთ კარგი ინფორმაცია

DC
7

https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/infeqciuri/14655-israelis-jandacvis-samsakhuris-ufrosi-masobrivi-imuniteti-mainc-ar-iqneba-mtheli-qveyanac-rom-aicras.html

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის პანდემია: ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვიყოთ იმედიანად

კორონავირუსის პანდემია: ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვიყოთ იმედიანად

გასული თვეები კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის უმძიმესი იყო. პანდემიის მეორე ტალღა ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ რთულად გადაიტანა, თუმცა ახლა უკვე არსებობს იმედი, რომ მალე ყველაფერი დალაგდება და ეტაპობრივად ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ვნახოთ ხუთი მთავარი რამ, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს:

  • პიკმა უკვე გადაიარა

წარსულში დარჩა ის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით 4 ათასზე მეტი ინფიცირებული ვლინდებოდა. დაწესებულმა შეზღუდვებმა "ლოქდაუნმა“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდამ შედეგი გამოიღო და ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ახლა საშუალოდ დღეში 400-დან 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და როგორც ამბობენ, მეორე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა. მოიხსნა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვებისა.

თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი მაინც რჩება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, "კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება - "უნდა დავუკვირდეთ შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება. ჩვენ საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდ-აფეთქებას" - ამბობს გამყრელიძე.

  • ვაქცინები უკვე გზაშია

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე შექმნილია რამდენიმე წარმატებული ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ვაქცინაცია არ დაწყებულა, თუმცა როგორც ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის საქართველოს უკვე ექნება Pfizer-ის 29 500 დოზა ვაქცინა და პირველ ეტაპზე აცრა ჩაუტარდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. მარტში კი უკვე AstraZeneca-ს ვაქცინას შემოიტანენ.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობენ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე. ისრაელში კი უკვე შექმნეს კოვიდის საწინააღმდეგო წამალი და აცხადებენ, რომ კვლევის პირველ ეტაპის შემდეგ შესაძლებელია იმის თქმა, რომ პრეპარატის შექმნა პანდემიის დასამარცხებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. კვლევის პირველ ეტაპზე მკურნალობა ჩაუტარდა 30 პაციენტს, რომელთა მდგომარეობაც იყო საშუალო სიმძიმის, ან რთული, 30-ვე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 29-ის გამოჯანმრთელებას დასჭირდა 3-დან 5 დღემდე პერიოდი. კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას დამატებით რამდენიმე დღე, თუმცა ისიც გამოჯანმრთელდა.

  • უკვე ცნობილია, რომ ვაქცინაცია ვირუსის გადადების რისკს ამცირებს

გარდა იმისა, რომ ვაქცინა აცრილ ადამიანს დაინფიცირებისგან იცავს, იმ გამონაკლისი შემთხვევისთვის, თუ აცრილი პირი მაინც დაინფიცირდება, ნაკლებია რისკი, რომ ის გადამდები იქნება. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აცრილი და ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გავრცელების შანსი მცირდება. აღნიშნული გამოვლინდა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევის შედეგად.

ბრიტანელი მკვლევარი, იმუნოლოგი, პროფესორი ელენ ფლეჩერი ამბობს, რომ ყოველივეს დასაზუსტებლად ჯერ კიდევ არის შესაბამისი კვლევები ჩასატარებელი, თუმცა წინასწარი მონაცემები იმედის მომცემია. "ეს არის მართლაც შესანიშნავი სიახლე, მაგრამ კიდევ გვჭირდება კვლევების ჩატარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შემდეგ კვლავ შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია და ვატაროთ პირბადე", - ამბობს ბრიტანელი მკვლევარი, დაგ ბრაუნი.

  • მას, ვინც ვირუსს გადაიტანს, დიდხანს უნარჩუნდება ანტისხეულები

კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ახალი კვლევების თანახმად, ვირუსგადატანილ ადამიანებს კოვიდ-19-ისადმი იმუნიტეტი ხანგრძლივად უნარჩუნდება. კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ვირუსგადატანილი ადამიანების 88%-ს ანტისხეულები ორგანიზმში ექვსი თვის შემდეგაც კი უნარჩუნდება. კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაომი ალენმა განაცხადა, რომ ეს "შესანიშნავი ამბავია", - ვინაიდან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს აღნიშნული ვირუსი და უკვე შესაძლებელია საუბარი ბუნებრივ იმუნიტეტზეც.

  • კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის აქამდე გამოვლენილი მუტაციების დამარცხება არსებული ვაქცინებით შესაძლებელია

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, არსებობს ე.წ. ბრიტანული შტამი, ბრაზილიური შტამი, აფრიკული შტამი. ყოველივემ მედიკოსები დააეჭვა, რომ შესაძლოა ვაქცინები არ ყოფილიყო ეფექტიანი მათ წინააღმდეგ, თუმცა საბედნიეროდ, კვლევებმა ცხადყო, რომ ვაქცინები არსებული მუტირებული ვარიანტების მიმართ ეფექტიანია - ზოგი უფრო მეტად და ზოგი უფრო ნაკლებად. ამ დროისთვის არსებული ვაქცინები ყველაზე ნაკლებ ეფექტიანობას აფრიკული ვარიანტისადმი ავლენენ, თუმცა გარკვეულ დაცვას მაინც უზრუნველყოფენ, რაც ნამდვილად კარგი ამბავია.

ინფორმაციისთვის, გლობალური მასშტაბით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე 106,7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 78,4 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 128.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 40.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 16.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 4.6 მილიონ ადამიანს უტარდება.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.4 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 59.9%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

"ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა" - კალაძე

კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?