ავტორი:

"სინოდის სხდომაზე პატრიარქის ტახტიდან გადაყენება იგეგმება" - რელიგიის ექსპერტთა განცხადებას ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს

"სინოდის სხდომაზე პატრიარქის ტახტიდან გადაყენება იგეგმება" - რელიგიის ექსპერტთა განცხადებას ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ.

ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება.

„ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,-წერს ჯაღმაიძე.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ:

"გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველი ერარქის არჩევნების დანიშვნას".

ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.

"შევთხოვოთ უფალს, გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ" - ილია მეორე

"დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია" - თენგიზ ცერცვაძე

"არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული" - ცერცვაძე