პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის
"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის

რუ­სუ­ლი და და­სავ­ლურ პრე­სა ფარ­თოდ გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტია "იაბ­ლო­კოს" ლი­დე­რის გრი­გო­რი იავ­ლინ­სკის სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "პუ­ტი­ნიზ­მი­სა და პო­პუ­ლიზ­მის გა­რე­შე“, რო­მელ­შიც ალექ­სი ნა­ვალ­ნი და მისი საპ­რო­ტეს­ტო მე­თო­დე­ბია გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლი. პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა გრი­გო­რი იავ­ლინ­სკის ვებ-სა­იტ­ზე «Григорий Явлинский – политик, экономист», რომ­ლი­და­ნაც შემ­დეგ სხვა გა­მო­ცე­მებ­მაც გა­ავ­რცე­ლეს, მათ შო­რის "მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც­მა“, "ნო­ვა­ია გა­ზე­ტამ“ და სხვებ­მა.

ვრცელ სტა­ტი­ა­ში გრი­გო­რი იავ­ლინ­სკი მი­იჩ­ნევს, რომ ალექ­სი ნა­ვალ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა - "პო­პუ­ლიზმს და ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს“ წარ­მო­ად­გენს.

ავ­ტო­რი იმოწ­მებს რუ­სეთ­ში ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­მა­არ­სებ­ლის ვა­ლე­რია ნო­ვოდ­ვორსკა­ი­ას სი­ტყვებს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2011 წელს მი­იჩ­ნევ­და, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს "გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი და ჭკუ­ა­და­კარ­გუ­ლი ბრბოს მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რი, თა­ნაც ნა­ცის­ტუ­რი გა­დახ­რე­ბით“. იგი მი­იჩ­ნევ­და, რომ თუ ნა­ვალ­ნის ხალ­ხი გაჰ­ყვე­ბა, მა­შინ რუ­სეთს ფა­შიზ­მი ემუქ­რე­ბა.

რო­გორც გრი­გო­რი იავ­ლინ­სკი წერს, 2009 წელს, როცა რუ­სეთ­ში ნე­ო­ნა­ცის­ტებ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სტა­ნის­ლავ მერ­კე­ლო­ვი და ჟურ­ნა­ლის­ტი ანას­ტა­სია ბა­ბუ­რო­ვა მოკ­ლეს, ალექ­სი ნა­ვალ­ნიმ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი "რუ­სუ­ლი მარ­შის“ ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. "იგი მხარს უჭერ­და აგ­რეთ­ვე რუ­სე­თის მიერ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ ომს და დონ­ბას­ში რუსი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბას:, - წერს ის.

"იაბ­ლო­კოს“ ლი­დე­რის აზ­რით, ალექ­სი ნა­ვალ­ნის ჯგუ­ფის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბებს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის არა­ნა­ი­რი პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გი არ მო­აქვს, მათ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვთ - "პრი­მი­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მტრო­ბის გა­ჩა­ღე­ბა“.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის აზ­რით, ბოლო ფილ­მი-გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ე.წ. "პუ­ტი­ნის სა­სახ­ლეს“ ეხე­ბა, წარ­მო­ად­გენს "ემო­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვას, სა­მომ­ხმა­რებ­ლო რეკ­ლა­მის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“. პო­ლი­ტი­კო­სი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ თე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ალექ­სი ნა­ვალ­ნი ირ­ჩევს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ე.წ. "მხი­ლე­ბის“ მიზ­ნით, იმის თქმის ნე­ბას იძ­ლე­ვა, რომ რუ­სულ ელი­ტა­ში "ჩუმი და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“. მაგ­რამ რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში პა­რაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია გი­გან­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ში, ნა­ვალ­ნის "მხი­ლე­ბე­ბი“ პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­მე­ბა. გარ­და ამი­სა. ნა­ვალ­ნი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის დო­ნის და­ცე­მით: იგი აჩ­ვე­ნებს მდიდ­რულ სახ­ლებს იმ დროს, როცა რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ჭირ­ვე­ბა­ში არი­ან (ლო­ზუნ­გით "მშვი­დო­ბა ქო­ხებს“, "ომი სა­სახ­ლე­ებს!“). მოკ­ლედ, სა­ხე­ზეა წმინ­და წყლის პო­პუ­ლის­ტუ­რი მე­თო­დე­ბი", - წერს გრი­გო­რი იავ­ლინ­სკი.

იმავდრო­უ­ლად, "იაბ­ლო­კოს“ ლი­დე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ველ­მხრი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ალექ­სი ნა­ვალ­ნის მო­წამ­ვლის თა­ო­ბა­ზე: გა­მო­დის, რომ რუ­სეთ­ში არ­სე­ბობს "სიკ­ვდი­ლის ეს­კად­რო­ნი“, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბით პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს ტე­რორს უწყობს.

"მოკ­ლედ, და­უ­ჭი­როს თუ არ და­უ­ჭი­როს მხა­რი ვინ­მემ ალექ­სი ნა­ვალ­ნის, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, თი­თო­ე­ულ­მა თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს, მაგ­რამ ასე­ვე თი­თო­ე­ულ­მა უნდა იცო­დეს: დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რუ­სე­თი, ადა­მი­ა­ნი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა ში­ში­სა და რეპ­რე­სი­ე­ბის გა­რე­შე ალექ­სი ნა­ვალ­ნის პო­ლი­ტი­კას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. ისი­ნი პრინ­ცი­პუ­ლად სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გე­ნენ“, - ხაზ­გას­მუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

გრი­გო­რი იავ­ლინ­სკის სტა­ტი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რუ­სულ სეგ­მენ­ტში საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თი შსე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. "ნა­ვალ­ნის­ტე­ბი“ თვლი­ან, რომ მან ოპო­ზი­ცი­ის იდე­ა­ლებს "უღა­ლა­ტა“, სხვე­ბი კი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ "იაბ­ლო­კოს“ ლი­დერს სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კრემ­ლმა და­უკ­ვე­თა.

სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ექს-მერ­მა და სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა ევ­გე­ნი რო­იზ­მან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იგი უარს ამ­ბობს პარ­ტია "იაბ­ლო­კოს“ სა­ხე­ლით კვლავ კენ­ჭი იყა­როს სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს წევ­რო­ბა­ზე. "ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ სტა­ტი­ის გამო ძა­ლი­ან შე­ი­ზღუ­და. ახლა იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ სხვა ვა­რი­ან­ტებ­ზე ვი­ფიქ­რო“, - თქვა მან.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
34

საკმაოდ ნათელი და ობიექტური ანალიზია რუსეთში მიმდინარე პროცესების.... ნავალნი არის გამოძახილი "მშვიდობა და სოლიდარობის" სახელით მოტანილი ომების და ნგრევის

e
94

ნავალნი ქოცების მოკავშირეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის

"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის

რუსული და დასავლურ პრესა ფართოდ გამოეხმაურა პარტია "იაბლოკოს" ლიდერის გრიგორი იავლინსკის სტატიას, სათაურით: "პუტინიზმისა და პოპულიზმის გარეშე“, რომელშიც ალექსი ნავალნი და მისი საპროტესტო მეთოდებია გაკრიტიკებული. პუბლიკაცია გამოქვეყნდა გრიგორი იავლინსკის ვებ-საიტზე «Григорий Явлинский – политик, экономист», რომლიდანაც შემდეგ სხვა გამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის "მოსკოვსკი კომსომოლეცმა“, "ნოვაია გაზეტამ“ და სხვებმა.

ვრცელ სტატიაში გრიგორი იავლინსკი მიიჩნევს, რომ ალექსი ნავალნის პოლიტიკური მიმართულება - "პოპულიზმს და ნაციონალიზმს“ წარმოადგენს.

ავტორი იმოწმებს რუსეთში ნეოლიბერალური მოძრაობის დამაარსებლის ვალერია ნოვოდვორსკაიას სიტყვებს, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს მიიჩნევდა, რომ ალექსეი ნავალნი შეიძლება გახდეს "გაბოროტებული და ჭკუადაკარგული ბრბოს მომავალი ლიდერი, თანაც ნაცისტური გადახრებით“. იგი მიიჩნევდა, რომ თუ ნავალნის ხალხი გაჰყვება, მაშინ რუსეთს ფაშიზმი ემუქრება.

როგორც გრიგორი იავლინსკი წერს, 2009 წელს, როცა რუსეთში ნეონაცისტებმა უფლებადამცველი სტანისლავ მერკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა მოკლეს, ალექსი ნავალნიმ ნაციონალისტური "რუსული მარშის“ ორგანიზება განახორციელა. "იგი მხარს უჭერდა აგრეთვე რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას:, - წერს ის.

"იაბლოკოს“ ლიდერის აზრით, ალექსი ნავალნის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ "ჟურნალისტურ გამოძიებებს“ საზოგადოებისათვის არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - "პრიმიტიული სოციალური მტრობის გაჩაღება“.

სტატიის ავტორის აზრით, ბოლო ფილმი-გამოძიება, რომელიც ე.წ. "პუტინის სასახლეს“ ეხება, წარმოადგენს "ემოციების გაყიდვას, სამომხმარებლო რეკლამის ტექნოლოგიების შესაბამისად“. პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ თემები, რომლებსაც ალექსი ნავალნი ირჩევს რუსეთის ხელისუფლების ე.წ. "მხილების“ მიზნით, იმის თქმის ნებას იძლევა, რომ რუსულ ელიტაში "ჩუმი დაპირისპირება მიმდინარეობს“. მაგრამ რადგანაც რუსეთში პარაქტიკულად ყველა დარწმუნებულია გიგანტური კორუფციის არსებობაში, ნავალნის "მხილებები“ პოზიტიურად აღიქმება. გარდა ამისა. ნავალნი წარმატებით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობის დონის დაცემით: იგი აჩვენებს მდიდრულ სახლებს იმ დროს, როცა რიგითი მოქალაქეები გაჭირვებაში არიან (ლოზუნგით "მშვიდობა ქოხებს“, "ომი სასახლეებს!“). მოკლედ, სახეზეა წმინდა წყლის პოპულისტური მეთოდები", - წერს გრიგორი იავლინსკი.

იმავდროულად, "იაბლოკოს“ ლიდერი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ყოველმხრივი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ალექსი ნავალნის მოწამვლის თაობაზე: გამოდის, რომ რუსეთში არსებობს "სიკვდილის ესკადრონი“, რომელიც ხელისუფლების დავალებით პოლიტიკურ ოპონენტებს ტერორს უწყობს.

"მოკლედ, დაუჭიროს თუ არ დაუჭიროს მხარი ვინმემ ალექსი ნავალნის, როგორც პოლიტიკოსს, თითოეულმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ასევე თითოეულმა უნდა იცოდეს: დემოკრატიული რუსეთი, ადამიანისადმი პატივისცემა, თავისუფლება, ცხოვრება შიშისა და რეპრესიების გარეშე ალექსი ნავალნის პოლიტიკასთან შეუთავსებელია. ისინი პრინციპულად სხვადასხვა მიმართულებებს წარმოადგენენ“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

გრიგორი იავლინსკის სტატიამ სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში საკმაოდ უარყოფითი შსეფასება დაიმსახურა. "ნავალნისტები“ თვლიან, რომ მან ოპოზიციის იდეალებს "უღალატა“, სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ "იაბლოკოს“ ლიდერს სტატიის გამოქვეყნება კრემლმა დაუკვეთა.

სანკტ-პეტერბურგის ექს-მერმა და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ევგენი როიზმანმა განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს პარტია "იაბლოკოს“ სახელით კვლავ კენჭი იყაროს სახელმწიფო სათათბიროს წევრობაზე. "ჩემი შესაძლებლობები ამ სტატიის გამო ძალიან შეიზღუდა. ახლა იძულებული ვარ სხვა ვარიანტებზე ვიფიქრო“, - თქვა მან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

ექიმი ალექსეი ნავალნის შესახებ: "პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს"

ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

მიმდინარე წელს აშშ-ი უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს - რას აცხადებს ჯო ბაიდენი