სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება
როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, რუს­თავ­სა და ქუ­თა­ის­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნამ­დე სკო­ლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა და ამავდრო­უ­ლად, მათ­თვის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მთავ­რო­ბი­სა და სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის მი­ღე­ბუ­ლი.

“იმ სკო­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 15 თე­ბერ­ვლი­დან დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მით სწავ­ლე­ბა­ზე გა­დავ­ლენ, არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ნახ­ლდა. აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე თი­თო­ე­ულ სკო­ლას უკვე ეც­ნო­ბა. სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, სკო­ლე­ბი­დან რე­კო­მენ­და­ცი­ებს ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბიც, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი მათი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. ხაზ­გა­სას­მე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ასე­ვე მშობ­ლე­ბი.

ძა­ლა­ში რჩე­ბა 2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, სკო­ლას შე­უძ­ლია თა­ვად გან­სა­ზღვროს: გაკ­ვე­თი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა; სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბის დრო სა­ფე­ხუ­რე­ბის/კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით; მოქ­ნი­ლად და­გეგ­მოს ცვლე­ბი; მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­გეგ­მოს შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი მო­დე­ლი; შე­რე­უ­ლი მო­დე­ლის და­გეგ­მვი­სას I-IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გან­სა­ზღვროს ფი­ზი­კუ­რად სას­კო­ლო სივ­რცე­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, დას­წრე­ბით სწავ­ლე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე უზ­რუნ­ველ­ყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ან ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა იმ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც არ, ან ვერ ერ­თვე­ბოდ­ნენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც სთა­ვა­ზობს. კერ­ძოდ, მშო­ბელს, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის I სე­მესტრში უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დის მსგავ­სად, კვლავ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი დას­წრე­ბით სწავ­ლე­ბა­სა და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მას შო­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, ზუგ­დიდ­ში, თე­ლავ­ში, ზეს­ტა­ფონ­ში, გარ­და­ბან­ში, ფოთ­ში, მარ­ნე­ულ­ში, ბა­თუმ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში და გორ­ში მდე­ბა­რე სა­ჯა­რო სკო­ლებს.

თუკი მას­წავ­ლებ­ლებს მო­უ­წევთ და­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რონ დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ისი­ნი შე­სა­ბა­მის და­ნა­მატს მი­ი­ღე­ბენ.

უწყე­ბის ცნო­ბით, მშო­ბელ­მა, რო­მელ­საც სურს, რომ მის­მა შვილ­მა სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გა­აგ­რძე­ლოს, ამის შე­სა­ხებ უნდა მი­მარ­თოს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მიერ შექ­მნილ ვებგ­ვერ­დზე - https://online.emis.ge

“სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სკო­ლა­ში მოხ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის მი­ნი­მუმ 20%-ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სის­ტე­მა­ტუ­რი ტეს­ტი­რე­ბა 2 კვი­რა­ში ერთხელ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, უნდა მოხ­დეს სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რის რე­გის­ტრა­ცია ბმულ­ზე: https://labour.moh.gov.ge/, რა­საც სკო­ლე­ბი თა­ვად უწე­ვენ ორ­გა­ნი­ზე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 15 თე­ბერ­ვლი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა ქა­ლა­ქებ­ში: თბი­ლის­ში, რუს­თავ­სა და ქუ­თა­ის­ში, შე­სა­ბა­მი­სად, უკვე მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სკო­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გაგ­რძელ­დე­ბა მიდ­გო­მა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც 1 თე­ბერ­ვალს გა­ნაგ­რძეს დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მით სწავ­ლა, მოქ­მე­დე­ბენ სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხებს, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კოლს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სით აღი­ჭურ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად სკო­ლებს სრუ­ლი მზა­ო­ბა აქვთ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დაც­ვის პრო­ცესს სა­მი­ნის­ტრო სის­ტე­მა­ტუ­რად და­აკ­ვირ­დე­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს.

“სა­მი­ნის­ტრომ სკო­ლებ­ში სწავ­ლის დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მით გა­საგ­რძე­ლებ­ლად მზა­დე­ბა ჯერ კი­დევ 2020 წლის ზა­ფხულ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის და­ი­წყო. ჰი­გი­ე­ნი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვის მიზ­ნით, გა­ნი­სა­ზღვრა სკო­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა, ასე­ვე, სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის 800-მდე სკო­ლა­ში სრუ­ლად მო­წეს­რიგ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი; გარ­და ამი­სა, შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და მო­ნი­ტო­რინგს. უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ სკო­ლებ­მა სწავ­ლე­ბის შე­რე­უ­ლი ფორ­მით წარ­მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა ჯერ კი­დევ შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღეს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი მო­დე­ლის და­ნერგვის გა­მოც­დი­ლე­ბა.

2020 წელს, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: აშენ­და 30 სკო­ლა; 60 სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წელს დას­რულ­დე­ბა; სრუ­ლად გა­ნახ­ლდა 9 სა­ჯა­რო სკო­ლა ხოლო ნა­წი­ლობ­რივ – 150-ზე მეტი; და­ი­წყო 100-ზე მეტი სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი“, - ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთავრობისა და სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

“იმ სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად რეკომენდაციები განახლდა. აღნიშნულის თაობაზე თითოეულ სკოლას უკვე ეცნობა. სმს შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სკოლებიდან რეკომენდაციებს ასევე მიიღებენ მოსწავლეთა მშობლებიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მათი შვილების უსაფრთხოება. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულნი იქნება როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მშობლები.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ვალდებულია, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური, ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ, ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, მშობელს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

უწყების ცნობით, მშობელმა, რომელსაც სურს, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

“საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ქალაქებში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლები, რომლებმაც 1 თებერვალს განაგრძეს დასწრებული ფორმით სწავლა, მოქმედებენ სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, ასევე სამედიცინო პროტოკოლს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

“სამინისტრომ სკოლებში სწავლის დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად მზადება ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში ახალი სასწავლო წლისთვის დაიწყო. ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვის მიზნით, განისაზღვრა სკოლების ვალდებულებები სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით და სამინისტრომ უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ახალი სასწავლო წლისთვის 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები; გარდა ამისა, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური სკოლებში სისტემატურად ახორციელებდა მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკოლებმა სწავლების შერეული ფორმით წარმართვის გამოცდილება ჯერ კიდევ შემოდგომაზე მიიღეს. შესაბამისად, მათ აქვთ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შერეული სწავლების საკუთარი მოდელის დანერგვის გამოცდილება.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება" - როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას

ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება - რა რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ მგზავრებს

კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს