სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა
"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა

მა­რი­ამ ტა­ლა­ხა­ძეს წლე­ბია, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "უბა­ტო­ნო ხევ­სუ­რის“ სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. სწო­რედ ამ სა­ხე­ლით აქვს მას "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და. მა­რი­ა­მი 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მან გა­და­წყვი­ტა "ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვის" დროს გა­ე­კე­თე­ბი­ნა ვაქ­ცი­ნა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

უფალს ება­რე­ბო­დე. იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ ალ­ბათ, თო­რემ არ უნდა გა­ი­კე­თო, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში.

ღმერ­თმა ჯან­მრთე­ლად გამ­ყო­ფოს, მაგ­რამ ნუ აპი­ა­რებ იმას, რაც შენ თვი­თო­ნაც არ იცი რას მო­გი­ტანს...

მარ­თლა და­ჩიპ­ვაა, ნემ­სი რი­თაც ჩა­არ­ჭო, შიგ კუნთში და­ტო­ვა!

თვი­თონ ექი­მე­ბი არ ენ­დო­ბი­ან და თქვენ რო­გორ ენ­დო­ბით?!

აუ, მეც რამ­დენ­ჯერ და­ვატ­რი­ა­ლე ეგ მო­მენ­ტი და ნემ­სი სად გა­აქ­რო? - წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

"ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვის" ყუ­რე­ბის შემ­დეგ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდ ნა­წილს კი­თხვა გა­უჩ­ნდა, თუ სად გაქ­რა ნემ­სი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ. ნემ­სის ეს სა­ხე­ო­ბა უკვე დიდი ხა­ნია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში. ის სპე­ცი­ა­ლუ­რად ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის და­სა­ცა­ვად არის შექ­მნი­ლი, რომ გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მისი უნებ­ლიე ჩხვლე­ტა თა­ვი­დან აი­რი­დონ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

მა­რი­ა­მის ლა­ივ­ზე 600-ზე მეტ კო­მენ­ტარს ნა­ხავთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია:

"თქვენ ჯვა­რი გწე­რი­ათ და მე თით­ქმის მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნე კო­მენ­ტა­რე­ბის კი­თხვა­ში, ახლა ვი­ძი­ნებ, მაგ­რამ მა­ნამ­დე მინ­დო­და მე­კი­თხა:

კაი, ჩი­პის ხე­ლო­სა­ნი ხომ არ იცით ვინ­მემ?! ახა­ლია და გა­და­მოწ­მე­ბა მინ­და, რამე არ გა­მე­პა­როს

თა­ვი­დან ცოტა ვი­ცი­ნე, მერე დავ­ფიქ­რდი რომ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ათას სა­ში­ნე­ლე­ბას მი­წერ­და (უფრო სიბ­ნე­ლეს ავ­ლენ­და, ვიდ­რე შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­და), ხმის უფ­ლე­ბა აქვთ, ნა­წი­ლობ­რივ შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის მარ­თვა­ში ჩა­ერ­თონ და ამან ცოტა და­მა­სევ­დი­ა­ნა, საით მი­ვე­ქა­ნე­ბით?!

მერე მივ­ხვდი რომ არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა და უფრო ვი­ცი­ნე და ამა­სო­ბა­ში ქე გა­თენ­და...მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რა მა­ინ­ტე­რე­სებს იცით?!

5 ათა­სი მე­გო­ბა­რი მყავ­ხართ, ყო­ველ დღე გი­ზი­ა­რებთ რო­გორ ვარ, სად ვცხოვ­რობ, ხელ­ფა­სი რამ­დე­ნი მაქვს, ბი­ნის ვალი რამ­დე­ნი დამ­რჩა, ლა­ტა­რი­ას რამ­დენს ვთა­მა­შობ, რო­დის ვამ­თავ­რებ, რო­მელ მო­ხუცს ვუვ­ლი და რო­გორ. იცით ჩემი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, სა­ნა­თე­საო, ჩემი წარ­სუ­ლი. იც­ნობთ ჩემს მთა­ვარ და და­უ­მარ­ცხე­ლებ მტერს #ბაძ­ვი­ას

რავი, ვინ რა უნდა გა­მი­კონ­ტრო­ლოს, გა­თხო­ვი­ლი და დე­დამ­თი­ლის­გან გა­მოგ­დე­ბუ­ლი მე არ ვყო­ფილ­ვარ, საყ­ვა­რე­ლი მე არ მყო­ლია, თა­მა­შით მე არ ვთა­მა­შობ, სი­გა­რეტს მე არ ვე­წე­ვი, სას­მელს მე არ ვსამ (ერთხელ დავ­ლიე ამ ორ წელ­ში და მთე­ლი დე­და­მი­წა ტრი­ა­ლებ­და 1 კვი­რა) ტრე­ფი­კინ­გში ჩარ­თუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ია­რა­ღით მე არ ვვაჭ­რობ და ჯა­შუ­შურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან მე არ ვთა­ნამ­შრომ­ლობ (ისე, მცდე­ლო­ბა იყო, რაღა და­გი­მა­ლოთ).

ხოდა, ახლა თუ ვინ­მე ზის მარსზე და მა­კონ­ტრო­ლებს, დი­ლით რომ ან­ჯე­ლო და­მი­ძა­ხებს მში­აო, ავა­ყე­ნებ და უშაქ­რო ყა­ვას გა­ვუ­კე­თებ, თან მო­ვა­ტყუ­ებ შაქ­რი­ა­ნი­ა­თქო, თქვენ კარ­ქათ იყა­ვით და ეგი ღმერ­თმა შე­არ­გოს ვი­საც აინ­ტე­რე­სებს.

პ.ს სად იყო ვაქ­ცი­ნა და და­ჩიპ­ვა თუ ღმერ­თი გწამთ, მე რომ დე­ი­და­ჩე­მი მა­კონ­ტრო­ლებ­და, მაგ­რამ ქე მო­ვე­დი აქამ­დე და აწი რაღა კონ­ტრო­ლი შე­მა­ში­ნებს?!“ - წერს მა­რი­ა­მი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
51

ესპანეთში გადაცრილი 70 მოხუციდან 70 დაინფიცირდა და 6 მოკვდა,იქნებ აგვიხსნა შენი თვითდაჯერება.

Თეო
52

Მგონი Კანადაში ახალგაზრდა,საკმაოდ ცნობილი და ჯანმრთელი ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა ვაქცინაციის მერე. იმდენად დიდი რეზონანსი მოყვა ამ ამბავს,რომ ფაიზერის ერეთერთ წარმომადგენელი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა,მაგრამ გააცოცხლებს ამ უპასუხისმგებლო კომპანიის ბოდიში ახალგაზრდა ადამიანს?თანაც საშინელი ტანჯვით გარდაცვლილა. Დარწმუნებულია ვინმე,რომ შემდეგი თვითონ არ იქნება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა

მარიამ ტალახაძეს წლებია, რაც სოციალურ ქსელში "უბატონო ხევსურის“ სახელით იცნობენ. სწორედ ამ სახელით აქვს მას "ფეისბუქზე" საკუთარი ანგარიში. პროფესიით იურისტი წლების განმავლობაში ბევრს მოგზაურობდა. მარიამი 2020 წლის თებერვლიდან ამერიკაში ცხოვრობს. მან გადაწყვიტა "ფეისბუქ ლაივის" დროს გაეკეთებინა ვაქცინა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

უფალს ებარებოდე. იძულებული ხარ ალბათ, თორემ არ უნდა გაიკეთო, არავითარ შემთხვევაში.

ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს, მაგრამ ნუ აპიარებ იმას, რაც შენ თვითონაც არ იცი რას მოგიტანს...

მართლა დაჩიპვაა, ნემსი რითაც ჩაარჭო, შიგ კუნთში დატოვა!

თვითონ ექიმები არ ენდობიან და თქვენ როგორ ენდობით?!

აუ, მეც რამდენჯერ დავატრიალე ეგ მომენტი და ნემსი სად გააქრო? - წერდნენ კომენტარებში.

"ფეისბუქ ლაივის" ყურების შემდეგ გულშემატკივრების დიდ ნაწილს კითხვა გაუჩნდა, თუ სად გაქრა ნემსი, ვაქცინაციის შემდეგ. ნემსის ეს სახეობა უკვე დიდი ხანია გამოიყენება მედიცინაში. ის სპეციალურად ექიმებისა და ექთნების დასაცავად არის შექმნილი, რომ გამოყენების შემდეგ მისი უნებლიე ჩხვლეტა თავიდან აირიდონ.

ნახეთ ვიდეო:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/3a91i3EjWAc" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მარიამის ლაივზე 600-ზე მეტ კომენტარს ნახავთ. საბოლოო ჯამში, მას ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია:

"თქვენ ჯვარი გწერიათ და მე თითქმის მთელი ღამე გავათენე კომენტარების კითხვაში, ახლა ვიძინებ, მაგრამ მანამდე მინდოდა მეკითხა:

კაი, ჩიპის ხელოსანი ხომ არ იცით ვინმემ?! ახალია და გადამოწმება მინდა, რამე არ გამეპაროს

თავიდან ცოტა ვიცინე, მერე დავფიქრდი რომ ხალხს, რომელიც ათას საშინელებას მიწერდა (უფრო სიბნელეს ავლენდა, ვიდრე შეურაცხყოფას მაყენებდა), ხმის უფლება აქვთ, ნაწილობრივ შეუძლიათ ქვეყნის მართვაში ჩაერთონ და ამან ცოტა დამასევდიანა, საით მივექანებით?!

მერე მივხვდი რომ არაფერი გვეშველება და უფრო ვიცინე და ამასობაში ქე გათენდა...მაგრამ ყველაზე ძალიან რა მაინტერესებს იცით?!

5 ათასი მეგობარი მყავხართ, ყოველ დღე გიზიარებთ როგორ ვარ, სად ვცხოვრობ, ხელფასი რამდენი მაქვს, ბინის ვალი რამდენი დამრჩა, ლატარიას რამდენს ვთამაშობ, როდის ვამთავრებ, რომელ მოხუცს ვუვლი და როგორ. იცით ჩემი ოჯახი, მეგობრები, სანათესაო, ჩემი წარსული. იცნობთ ჩემს მთავარ და დაუმარცხელებ მტერს #ბაძვიას

რავი, ვინ რა უნდა გამიკონტროლოს, გათხოვილი და დედამთილისგან გამოგდებული მე არ ვყოფილვარ, საყვარელი მე არ მყოლია, თამაშით მე არ ვთამაშობ, სიგარეტს მე არ ვეწევი, სასმელს მე არ ვსამ (ერთხელ დავლიე ამ ორ წელში და მთელი დედამიწა ტრიალებდა 1 კვირა) ტრეფიკინგში ჩართული არასდროს ვყოფილვარ, იარაღით მე არ ვვაჭრობ და ჯაშუშურ ინსტიტუტებთან მე არ ვთანამშრომლობ (ისე, მცდელობა იყო, რაღა დაგიმალოთ).

ხოდა, ახლა თუ ვინმე ზის მარსზე და მაკონტროლებს, დილით რომ ანჯელო დამიძახებს მშიაო, ავაყენებ და უშაქრო ყავას გავუკეთებ, თან მოვატყუებ შაქრიანიათქო, თქვენ კარქათ იყავით და ეგი ღმერთმა შეარგოს ვისაც აინტერესებს.

პ.ს სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა თუ ღმერთი გწამთ, მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა, მაგრამ ქე მოვედი აქამდე და აწი რაღა კონტროლი შემაშინებს?!“ - წერს მარიამი.

"იქნებ გონს მოეგონ ეს ქვეყნები და გადახედონ ვაქცინაციის სტრატეგიებს..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქში"

"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"