საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია
“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია

რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ომ­სკის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის №1 სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მკურ­ნა­ლობ­და, 55 წლის ასაკ­ში, ომ­სკში გარ­და­იც­ვა­ლა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სერ­გეი მაქ­სი­მი­ში­ნი, რო­მე­ლიც ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ხრით სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეც იყო, “სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად", სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას, სა­ა­ვად­მყო­ფოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. “დი­აგ­ნო­ზი - გუ­ლის შე­ტე­ვაა", - ნათ­ქვა­მია ოფი­ცი­ა­ლურ დას­კვნა­ში და "გვე­უბ­ნე­ბი­ან და­ი­ჯე­რე­თო", - წერს მე­დია, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას არ იზი­ა­რებს.

ნა­ვალ­ნი, გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში, აღ­ნიშ­ნულ კლი­ნი­კა­ში ომ­სკის აე­რო­პორ­ტი­დან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით მი­იყ­ვა­ნეს. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი, თვიმფრი­ნავ­ში ცუ­დად გახ­და, პი­ლო­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ომ­სკში დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო. ომ­სკის სა­ა­ად­მყო­ფო­ში თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ პო­ლი­ტი­კო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა, მო­წამ­ვლით ყო­ფი­ლი­ყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით უარ­ყვეს, რა­საც ცხა­დია, ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ფიქ­სირ­დნენ რუ­სე­თის, "ეფეს­ბე"-ს მა­ღალჩნოს­ნე­ბიც, რომ­ლებ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ვალ­ნის ევ­რო­პა­ში წაყ­ვა­ნა შე­ა­ფერ­ხეს.

“ახლა ვნა­ხავთ, სად გა­დის თეთრხა­ლა­თი­ა­ნის ზღვა­რი გამ­ბე­და­ო­ბა­სა და მო­ნო­ბას შო­რის.." - წერ­დნენ მა­შინ ნა­ვალ­ნის მომ­ხრე­ე­ბი. ომ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბამ­დე სა­ჭი­რო იყო ნა­ვალ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზე­ბა.

"ნო­ემ­ბერ­ში №1 სა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი ალექ­სან­დრ მუ­რა­ხოვ­სკი ომ­სკის ოლ­ქის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, ოღონდ მას შემ­დეგ, რაც ყო­ვე­ლი­ვე კრემლთან შე­თან­ხმდა. ადრე კი, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა მოს­კოვ­თან არ თან­ხმდე­ბო­და... გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე იღებ­დნენ. რო­გორც ჩანს, კრემლს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სან­დო კად­რი სჭირ­დე­ბო­და, ისე­თი, ვინც ვი­თა­რე­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და", - წერს novayagazeta.ru.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის შე­ტე­ვას სწო­რედ მუ­რა­ხოვ­სკი უმკლავ­დე­ბო­და, ის ჯი­უ­ტად აცხა­დებ­და, რომ ნა­ვალ­ნის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ზე­ზი "ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ში დარ­ღვე­ვე­ბი“ იყო. სა­ა­ვად­მყო­ფოს მა­შინ­დელ­მა მთა­ვარ­მა ექიმ­მა, პა­ცი­ენ­ტის სა­ნა­ხა­ვად არ შე­უ­ვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მე­უღ­ლე, იუ­ლია და მი­ზე­ზად ის და­ა­სა­ხე­ლა. რომ ნა­ვალ­ნი მას­თან ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იყო.

რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის პრეს-სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, გა­ლი­ნა ნა­ზა­რო­ვის ცნო­ბით, ნა­ვალ­ნის ექი­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­ში სა­ეჭ­ვო და უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია.

“55 წლის მაქ­სი­მი­შინ­მა გა­სულ წელს ყვე­ლა თა­ვი­სი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ეტა­პობ­რი­ვად და­კარ­გა, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ამის გამო ის ავად­მყო­ფობ­და - რო­გო­რია, ერთ წელ­ში და­მარ­ხო მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რი. ის გარ­და­იც­ვა­ლა რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, იმა­ვე კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და, მკურ­ნა­ლობ­და, მაგ­რამ ვერ გა­უძ­ლო", - გა­ნა­ცხა­და ნა­ზა­რო­ვამ.

  • მაქ­სი­მი­ში­ნის სიკ­ვდილს ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა:

“კი­დევ რაღა უნდა მოხ­დეს, ზარ­ბაზ­ნი­დან ცე­ცხლს ხომ არ გახ­სნის პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი?!. აქ მე ვარ ურო­სი და რა­საც გე­ტყვით, ის და­ი­ჯე­რე­თო, გვე­უბ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლილ ექიმ­თან, სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე, ახ­ლო­ბე­ლი ყო­ფი­ლა, სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა ჰქონ­დაო, მერე კი, უცებ მოკ­ვდა. ანუ სა­ეჭ­ვო არა­ფე­რია ხომ?!" - კი­თხუ­ლობს ად­გი­ლო­ბირ­ვი დი­ა­ნა კუ­ზე­ცო­ვა.

“ესეც გა­დავყლა­პოთ ხალ­ხო, ამას შე­ვე­გუ­ოთ და ერთ დღე­საც კა­დი­რო­ვის მო­დელს და­ნარ­ჩენ რუ­სეთ­ში მი­ვი­ღებთ - ზოგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­ვიც­ვლე­ბით, ზოგი ცი­ხე­ში, ზო­გიც გუ­ლის შე­ტე­ვით, ან ყავა-ჩაით... პუ­ტი­ნი კი, დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რებს მორ­ჩილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში”, წერს ინ­ტერნ­ტე­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლი­ა­ნა კრა­ვე­ცი.

“ქვე­ე­ყა­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი უნდა გახ­დეს, რათა რუ­სე­თის მე­ფეს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ასე ად­ვი­ლად ვერ მოგ­ვე­რე­ვა, თო­რემ ასე გაგ­რძელ­დე­ბა წლე­ბი, მუხ­ტი და­ი­კარ­გე­ბა და კი­დევ ოცი წელი პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბა, შე­დე­გად მი­ვი­ღებთ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, ან უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ირანს. თა­ვად გა­და­წყვე­ტენ რო­მე­ლი ჯო­ბია, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბი­ან კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან არ გა­მო­ვიდ­ნენ. ახლა ნა­ვალ­ნის სი­ტყვა­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მან უნდა მი­მარ­თოს თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ მეტი აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო, და­სა­კარ­გი მა­ინც არა­ფე­რი აქვს", - მი­აჩ­ნია ოლეგ გრიზ­ლოვს.

ცნო­ბის­თვის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვა­ზეც იმ­სჯე­ლა, რომ­ლე­ბიც კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რუსი კა­ნონ­მდებ­ლე­ბის აზ­რით, მო­ქა­ლა­ქე­ებს კო­ვიდ-პან­დე­მი­ის დროს "უკა­ნო­ნო აქ­ცი­ებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
4

საერთოდ ნათქვამია, არაფერი დაიჯეროთ კრემლის შესახებ, სანამ ამას კრემლი საჯაროდ არ უარყოფსო.

ფასკუნჯვი
116

ენას ძვალი არა აქვს. ახლა ყველაფერს ვლადიმერ ვლადიმერის ძეს დააბრალებენ. უბრალო კაცია, მართალი და შურთ მისი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია

“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია

რუსეთში, ქალაქ ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს ექიმი, რომელიც გასულ წელს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, ომსკში გარდაიცვალა.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განხრით საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოადგილეც იყო, “სრულიად მოულოდნელად", სამსახურში ყოფნისას, საავადმყოფოს განყოფილებაში გარდაიცვალა. “დიაგნოზი - გულის შეტევაა", - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში და "გვეუბნებიან დაიჯერეთო", - წერს მედია, რომელიც პუტინის პოლიტიკას არ იზიარებს.

ნავალნი, გასული წლის აგვისტოში, აღნიშნულ კლინიკაში ომსკის აეროპორტიდან სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ოპოზიციონერი ლიდერი, თვიმფრინავში ცუდად გახდა, პილოტი იძულებული იყო, ომსკში დაშვებულიყო. ომსკის სააადმყოფოში თავდაპირველად განაცხადეს, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა შესაძლოა, მოწამვლით ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ მოგვიანებით უარყვეს, რასაც ცხადია, ადგილობრივ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

"საავადმყოფოში დაფიქსირდნენ რუსეთის, "ეფესბე"-ს მაღალჩნოსნებიც, რომლებმაც სავარაუდოდ, ნავალნის ევროპაში წაყვანა შეაფერხეს.

“ახლა ვნახავთ, სად გადის თეთრხალათიანის ზღვარი გამბედაობასა და მონობას შორის.." - წერდნენ მაშინ ნავალნის მომხრეები. ომსკის საავადმყოფოს ექიმები ამბობდნენ, რომ ტრანსპორტირებამდე საჭირო იყო ნავალნის მდგომარეობის სტაბილიზება.

"ნოემბერში №1 სავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ყოველივე კრემლთან შეთანხმდა. ადრე კი, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მოსკოვთან არ თანხმდებოდა... გადაწყვეტილებას ადგილობრივ დონეზე იღებდნენ. როგორც ჩანს, კრემლს საავადმყოფოში სანდო კადრი სჭირდებოდა, ისეთი, ვინც ვითარებას გააკონტროლებდა", - წერს novayagazeta.ru.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მედიის შეტევას სწორედ მურახოვსკი უმკლავდებოდა, ის ჯიუტად აცხადებდა, რომ ნავალნის მძიმე მდგომარეობის მიზეზი "ნივთიერებათა ცვლაში დარღვევები“ იყო. საავადმყოფოს მაშინდელმა მთავარმა ექიმმა, პაციენტის სანახავად არ შეუვა ოპოზიციონერის მეუღლე, იულია და მიზეზად ის დაასახელა. რომ ნავალნი მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იყო.

რეგიონალური ჯანდაცვის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, გალინა ნაზაროვის ცნობით, ნავალნის ექიმის გარდაცვალების ამბავში საეჭვო და უცნაური არაფერია.

“55 წლის მაქსიმიშინმა გასულ წელს ყველა თავისი ახლობელი ადამიანი ეტაპობრივად დაკარგა, რასაც ძალიან განიცდიდა. ამის გამო ის ავადმყოფობდა - როგორია, ერთ წელში დამარხო მშობლები, ოჯახის წევრი. ის გარდაიცვალა რეანიმაციის განყოფილებაში, იმავე კლინიკაში, სადაც მუშაობდა, მკურნალობდა, მაგრამ ვერ გაუძლო", - განაცხადა ნაზაროვამ.

  • მაქსიმიშინის სიკვდილს ადგილობრივ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა:

“კიდევ რაღა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინის რეჟიმი?!. აქ მე ვარ უროსი და რასაც გეტყვით, ის დაიჯერეთო, გვეუბნება. გარდაცვლილ ექიმთან, სიკვდილამდე ერთი საათით ადრე, ახლობელი ყოფილა, სტაბილური ვითარება ჰქონდაო, მერე კი, უცებ მოკვდა. ანუ საეჭვო არაფერია ხომ?!" - კითხულობს ადგილობირვი დიანა კუზეცოვა.

“ესეც გადავყლაპოთ ხალხო, ამას შევეგუოთ და ერთ დღესაც კადიროვის მოდელს დანარჩენ რუსეთში მივიღებთ - ზოგი საავადმყოფოში გარდავიცვლებით, ზოგი ციხეში, ზოგიც გულის შეტევით, ან ყავა-ჩაით... პუტინი კი, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს მორჩილ საზოგადოებაში”, წერს ინტერნტემომხმარებელი ლიანა კრავეცი.

“ქვეეყანაში დაწყებული საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს, რათა რუსეთის მეფეს დავანახოთ, რომ ასე ადვილად ვერ მოგვერევა, თორემ ასე გაგრძელდება წლები, მუხტი დაიკარგება და კიდევ ოცი წელი პუტინის მმართველობაში მოგვიწევს ცხოვრება, შედეგად მივიღებთ, ჩრდილოეთ კორეას, ან უკეთეს შემთხვევაში ირანს. თავად გადაწყვეტენ რომელი ჯობია, ყველანაირად შეეცდებიან კომფორტის ზონიდან არ გამოვიდნენ. ახლა ნავალნის სიტყვაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მან უნდა მიმართოს თავის მხარდამჭერებს, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო, დასაკარგი მაინც არაფერი აქვს", - მიაჩნია ოლეგ გრიზლოვს.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პრევენციისთვის, იმ სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვაზეც იმსჯელა, რომლებიც კრემლთან დაახლოებული რუსი კანონმდებლების აზრით, მოქალაქეებს კოვიდ-პანდემიის დროს "უკანონო აქციებში" მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად

გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი