მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფოთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ შალ­ვა შა­ლი­კაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ირაკ­ლი აფ­ში­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ი­ღო. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­უ­რად გა­ი­მარ­თა.

ად­ვო­კა­ტებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­სა­მარ­თლეს 30 000 - ლა­რი­ა­ნი გი­რაო შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

ად­ვო­კა­ტე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკა­ნო­ნოს უწო­დე­ბენ.

„უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო. სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ერ­თოდ გა­სუ­ლე­ბი არი­ან სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­დან, აბუ­ჩად იგ­დე­ბენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიღ­წე­უ­ლი არ არის, არა თუ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, არა­მედ სა­ერ­თოდ რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბაც მო­პო­ვე­ბუ­ლი არა აქვთ. სენ­სა­ცი­უ­რი იყო რო­დე­საც დავ­სვით კი­თხვა პრო­კუ­რო­რის მი­მართ, რო­დე­საც ვთხო­ვეთ , რომ ბა­ტო­ნი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა თუნ­დაც ერთი პირ­და­პი­რი ნივთმტკი­ცე­ბა, პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასეთ ნივთმტკი­ცე­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ მო­მა­ვალ­ში. ანუ, მო­მავ­ლის იმედ­ზე მო­სა­მარ­თლე უფარ­დებს პა­ტიმ­რო­ბას. სა­სა­მარ­თლო ვერ აღ­მოჩ­ნდა სა­თა­ნა­დო სი­მაღ­ლე­ზე. სა­სა­მარ­თლო და­კა­ვე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ით. სხვა­თა­შო­რის, და­კა­ვე­ბუ­ლი ად­რეც იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. 9 წელი მო­ი­ხა­და სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცი­ხე­ში. შემ­დეგ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ იქნა გა­მარ­თლე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა მარ­ლენ კა­ზან­ჩიმ.

შა­ლი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მა­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, 4 თე­ბერ­ვალს ფოთ­ში, შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, შვი­ლის თვალ­წინ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, გუ­რამ ახა­ლა­ია ჩა­ცხრი­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე შსს-მ შალ­ვა შა­ლი­კაშ­ვი­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. მას ბრა­ლი სსკ-ის 108-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლია, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა.

ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000 - ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.

„უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სასამართლო და პროკურატურა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ გასულები არიან სამართლებრივ ჩარჩოდან, აბუჩად იგდებენ ადამიანის უფლებებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღწეული არ არის, არა თუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას, არამედ საერთოდ რაიმე ღირებული ნივთმტკიცებაც მოპოვებული არა აქვთ. სენსაციური იყო როდესაც დავსვით კითხვა პროკურორის მიმართ, როდესაც ვთხოვეთ , რომ ბატონი მოსამართლის წინაშე დაესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირი ნივთმტკიცება, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთ ნივთმტკიცებას მოიპოვებენ მომავალში. ანუ, მომავლის იმედზე მოსამართლე უფარდებს პატიმრობას. სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. სხვათაშორის, დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულოდ ციხეში. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული“, - განაცხადა ადვოკატმა მარლენ კაზანჩიმ.

შალიკაშვილის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმის საქალაქო  სასამართლომ აქციაზე დაკავებულების ნაწილს ჯარიმა დააკისრა

"აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული" - საპატრულო პოლიციის უფროსი

ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს