ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მათი თქმით, მოსამართლემ გუშინ აქცია-მსვლელობის დროს დაკავებულები უსამართლოდ დააჯარიმა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ გუშინ აქციისას პოლიციამ ძალა გადაამეტა.
გუშინ აქცია-მსვლელობაზე დაკავებული 7 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1000-1000 ლარით დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, ბათუმში, გმირთა ხეივანში გუშინ ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს. მათ გამოძიება პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.