მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლა­ში, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ზაზა გა­ხე­ლა­ძის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. 5 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ზაზა გა­ხე­ლა­ძის ოჯახს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ყვე­ლა ბერ­კე­ტის ამოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ა­ზე აქვთ ტრანსფა­რან­ტე­ბი წარ­წე­რით : "რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზაზა გა­ხე­ლა­ძეს!“.

"პირ­ველ რიგ­ში, სო­ლი­და­რუ­ლე­ბი ვართ ზაზა გა­ხე­ლა­ძის მი­მართ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად რუ­სე­თის ტყვეა, მას 12 წელი მი­უ­სა­ჯეს. 5 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ვიკ­რი­ბეთ და ვაპ­რო­ტეს­ტებთ ამ უკა­ნო­ნო ფაქტს. ასე­ვე, მო­ვი­თხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ ეს სა­კი­თხი უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. ზაზა გა­ხე­ლა­ძის სა­კი­თხი უნდა მოგ­ვარ­დეს. „რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!“,- გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­კი­თხის მი­მართ მეტი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საპ­რო­ტეს­ტო ნოტა უნდა გა­მოს­ცეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მართ.

"ეს აქ­ცია ეძღვნე­ბა ზაზა გა­ხე­ლა­ძის უკა­ნო­ნო გა­ტა­ცე­ბას. ეს არის 21-ე სა­უ­კუ­ნის ლე­კი­ა­ნო­ბა. ეს მა­ნამ­დე არ დამ­თავ­რდე­ბა, სა­ნამ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლია ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა. ჩვენ­მა მე­გობ­რებ­მა, ევ­რო­კავ­შირ­მა, აშშ-მ გა­ა­კე­თეს სა­თა­ნა­დო გან­ცხა­დე­ბა. აშშ-ის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სეთ­მა უკან უნდა წა­ი­ღოს სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბა, რის პირ­და­პირ შე­დე­გებ­საც ვიმ­კით. ამა­ვე დროს, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 2008 წლის შე­თან­ხმე­ბა რუ­სეთს რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ახლა ეს არ მოხ­დე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მხო­ლოდ შეშ­ფო­თე­ბით და პრო­ტეს­ტე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რაც საკ­მა­რი­სი არ არის, უნდა გა­ვი­დეს ეს ამ­ბა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ,სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უნდა ჩა­ერ­თონ, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საპ­რო­ტეს­ტო ნოტა უნდა გა­მოს­ცეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მართ. ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ მეტი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო“,-გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლა­ში მცხოვ­რებ ზაზა გა­ხე­ლა­ძეს 12 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. გა­ხე­ლა­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნეს რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე მუხ­ლით (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა) და 322-ე მუხ­ლით (სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა).

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
19

ღმერთმა ქნას და გაანთავისუფლონ.მარტო მისი თოფი დააპატიმრონ..ამ მიტინგზე მოიყვანეთ ჯაფარიძე და უკანალით შეაშინებს რუსებს და ოსებს, მესაზღვრეებს.

დ გ
0

ყველაფერი კარგად იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ზაზა გახელაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები ასევე მიიჩნევენ, რომ საკითხის გადასაჭრელად საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობის აქციაზე აქვთ ტრანსფარანტები წარწერით : "რუსეთი ოკუპანტია, თავისუფლება ზაზა გახელაძეს!“.

"პირველ რიგში, სოლიდარულები ვართ ზაზა გახელაძის მიმართ, რომელიც რეალურად რუსეთის ტყვეა, მას 12 წელი მიუსაჯეს. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ ამ უკანონო ფაქტს. ასევე, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი უფრო აქტიური გახდეს საერთაშორისო დონეზე. ზაზა გახელაძის საკითხი უნდა მოგვარდეს. „რუსეთი ოკუპანტია!“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო და საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უნდა გამოსცეს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

"ეს აქცია ეძღვნება ზაზა გახელაძის უკანონო გატაცებას. ეს არის 21-ე საუკუნის ლეკიანობა. ეს მანამდე არ დამთავრდება, სანამ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მხარდაჭერილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. ჩვენმა მეგობრებმა, ევროკავშირმა, აშშ-მ გააკეთეს სათანადო განცხადება. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება, რის პირდაპირ შედეგებსაც ვიმკით. ამავე დროს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება რუსეთს რომ შეესრულებინა, ახლა ეს არ მოხდებოდა. საქართველოს მთავრობა მხოლოდ შეშფოთებით და პროტესტებით შემოიფარგლება, რაც საკმარისი არ არის, უნდა გავიდეს ეს ამბავი საქართველოს ფარგლებს გარეთ,საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უნდა გამოსცეს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამ საკითხის ირგვლივ მეტი ყურადღებაა საჭირო“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

"AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით,  უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობას ვარაუდობენ" - ნანა გეგეჭკორი

"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს