მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი, რომლის წარსულის დამალვასაც ცდილობენ - ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი, "ამხანაგი რი სოლ-ჯუ"
ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი, რომლის წარსულის დამალვასაც ცდილობენ - ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი, "ამხანაგი რი სოლ-ჯუ"

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჩა­კე­ტი­ლი ქვე­ყა­ნაა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ეს ქვე­ყა­ნა და იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვე­ვენ.

ამ­ჯე­რად დიქ­ტა­ტორ კიმ ჩენ ინის ცოლს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პირ­ველ ლე­დის, რი სოლ ჯუს გა­გაც­ნობთ. თავ­და­პირ­ვე­ლად, მას ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მე­დი­ა­ში "ამ­ხა­ნაგს" უწო­დებ­დნენ, ხოლო 2018 წლი­დან ტი­ტუ­ლი უფრო სო­ლი­დუ­რი გახ­და და ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე მას წა­რად­გენ­დნენ რო­გორც "პა­ტივ­ცე­მულ პირ­ველ ქალ­ბა­ტონს", გარ­და ამი­სა, მან 2018 წლი­დან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც კი და­ი­წყო.

რი სოლ ჯუს შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც მო­ი­პო­ვა. ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რის შე­ფა­სე­ბით, მისი სა­ხე­ლი ფსევ­დო­ნი­მია. უც­ნო­ბია მისი და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი, სა­ვა­რა­უ­დოდ 1985-1989 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში უნდა და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რის ოჯა­ხი პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას წარ­მო­ად­გენს.

ამ­ბო­ბენ, რომ მან და­ამ­თავ­რა ფხე­ნი­ა­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, ხოლო შემ­დეგ სწავ­ლობ­და ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ვო­კა­ლუ­რი მუ­სი­კის გან­ხრით მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი კიმ ჩენ ინზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო ორ­კესტრში მომ­ღე­რა­ლი იყო. ახლა კი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მისი წარ­სუ­ლის წაშ­ლას ცდი­ლო­ბენ, რად­გა­ნაც შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის ცო­ლად შერ­თვა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

ცნო­ბი­ლია, რომ 2005 წელს რი სამ­ხრეთ კო­რე­ას ეწ­ვია აზი­ის მძლე­ოს­ნო­ბის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში და ის იყო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გუნ­დის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ წა­სულ 90 მომ­ღე­რალს შო­რის.

BBC-ის თა­ნახ­მად, კიმ ჩენ ინის მა­მამ ვა­ჟის ქორ­წი­ნე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვად მო­ა­წყო მას შემ­დეგ, რაც 2008 წელს ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა. კიმი და რი სოლ ჯუ 2009 წელს და­ქორ­წინ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი წყვილს 2010 წელს შე­ე­ძი­ნა. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, რომ რი ორ­სუ­ლად იყო, თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­მენ­ტა­რი არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია.

2013 წლის მარ­ტში NBA-ის ყო­ფი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, დე­ნის როდ­მა­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კიმ ჩენ ინს სტუმ­რობ­და და რო­დე­საც დაბ­რუნ­და, ბრი­ტა­ნულ ტაბ­ლო­იდს The Sun-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და თქვა, რომ რისა და კიმს ჯან­მრთე­ლი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გო­გო­ნას კიმ ჯუ აე და­არ­ქვეს. როდ­მა­ნის თქმით, კიმ ჩენ ინს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხი აქვს და ის კარ­გი მა­მაა.

სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პირ­ველ პირს 2017 წელს მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ბავ­შვის სქე­სი ცნო­ბი­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2012 წლამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კიმ ჩენ ინის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. 2012 წელს კი, რი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა სა­ჯა­როდ კიმ ჩენ ინის გვერ­დით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის. 2012 წლის 25 ივ­ლისს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეს ქალი სი­ნამ­დვი­ლე­ში კი­მის ცოლი იყო. "ის არის ჩვე­ნი ლი­დე­რის კიმ ჩენ ინის ცოლი, ამ­ხა­ნა­გი რი სოლ ჯუ“, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ამ.

2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კიმ ჩენ ინის ყო­ფილ­მა პი­რად­მა შეფ მზა­რე­ულ­მა კენ­ჯი ფუ­ჯი­მო­ტომ თქვა, რომ ის შეხ­ვდა რის და ქალი ასე აღ­წე­რა: "ის უბ­რა­ლოდ ისე­თი მომ­ხიბ­ვლე­ლია, არ შე­მიძ­ლია სი­ტყვე­ბით გად­მოვ­ცე. მისი ხმა ისე­თი ხა­ვერ­დო­ვა­ნია“, - ამ­ბობ­და ფუ­ჯი­მო­ტო.

2012-2014 წლებ­ში რი პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბო­და სა­ჯა­როდ თა­ვი­სი ქმრის გვერ­დით, თუმ­ცა ამის შემ­დეგ, 2018 წლამ­დე ის აღა­რა­ვის უნა­ხავს. 2018 წელს მან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი როლი მო­ირ­გო, რო­დე­საც ქმარ­თან ერ­თად ჩი­ნეთს ეწ­ვია. ასე­ვე 2018 წელს კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მიტს და­ეს­წრო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ პე­რი­ო­დი­დან მას უკვე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში "ამ­ხა­ნაგს" აღარ უწო­დე­ბენ და მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც "ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პა­ტივ­ცე­მულ პირ­ველ ლე­დის".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

არაა ასე. ეტყობა კიმირსენმა ჩინელებს მიბაძა, მათ უშუალო მრჩევლებსა და კურატორებს. ჩინეთის პოლიტბიუროს წევრებსაც განთქმული ჩინელი მომღერლები ყავთ(დათ) მეუღლეებად.

mamuli
15

კარგით რა,კორეის დიქტატორის ცოლზე აქტუალური არაფერია? ტვინის საჭყლეტად ჩვენი ცოლებიც კმარა.მე ის უფრო მაინტერესებს მეტრო რომელი საათიდან,რომელ საათამდე იმუშავებს.რაღაც არ აცხადებენ.კობახიძის ფარული არჩევნებივით-ფარულად აპირებს მუშაობას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი, რომლის წარსულის დამალვასაც ცდილობენ - ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი, "ამხანაგი რი სოლ-ჯუ"

ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი, რომლის წარსულის დამალვასაც ცდილობენ - ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი, "ამხანაგი რი სოლ-ჯუ"

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი. სწორედ ამიტომ, ეს ქვეყანა და იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.

ამჯერად დიქტატორ კიმ ჩენ ინის ცოლს, ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის, რი სოლ ჯუს გაგაცნობთ. თავდაპირველად, მას ჩრდილოეთ კორეის მედიაში "ამხანაგს" უწოდებდნენ, ხოლო 2018 წლიდან ტიტული უფრო სოლიდური გახდა და ოფიციალურ შეხვედრებზე მას წარადგენდნენ როგორც "პატივცემულ პირველ ქალბატონს", გარდა ამისა, მან 2018 წლიდან დიპლომატიური მოვალეობების შესრულებაც კი დაიწყო.

რი სოლ ჯუს შესახებ ოფიციალური წყაროებიდან ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა დასავლურმა მედიამ გარკვეული ინფორმაცია მაინც მოიპოვა. ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით, მისი სახელი ფსევდონიმია. უცნობია მისი დაბადების ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ 1985-1989 წლების პერიოდში უნდა დაბადებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, რის ოჯახი პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენს.

ამბობენ, რომ მან დაამთავრა ფხენიანის საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ჩინეთში, სადაც ვოკალური მუსიკის განხრით მიიღო განათლება. არსებული ინფორმაციით, რი კიმ ჩენ ინზე დაქორწინებამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ორკესტრში მომღერალი იყო. ახლა კი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები მისი წარსულის წაშლას ცდილობენ, რადგანაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ცოლად შერთვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის შეუფერებლად მიიჩნევა.

ცნობილია, რომ 2005 წელს რი სამხრეთ კორეას ეწვია აზიის მძლეოსნობის ჩემპიონატის ფარგლებში და ის იყო ჩრდილოეთ კორეის გუნდის საგულშემატკივროდ წასულ 90 მომღერალს შორის.

BBC-ის თანახმად, კიმ ჩენ ინის მამამ ვაჟის ქორწინება ნაჩქარევად მოაწყო მას შემდეგ, რაც 2008 წელს ინსულტი გადაიტანა. კიმი და რი სოლ ჯუ 2009 წელს დაქორწინდნენ. სავარაუდოდ, პირველი შვილი, ვაჟი წყვილს 2010 წელს შეეძინა. 2012 წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობები, რომ რი ორსულად იყო, თუმცა ამ საკითხზე ჩრდილოეთ კორეაში კომენტარი არავის გაუკეთებია.

2013 წლის მარტში NBA-ის ყოფილი კალათბურთელი, დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს სტუმრობდა და როდესაც დაბრუნდა, ბრიტანულ ტაბლოიდს The Sun-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ რისა და კიმს ჯანმრთელი გოგონა შეეძინათ. მანვე აღნიშნა, რომ გოგონას კიმ ჯუ აე დაარქვეს. როდმანის თქმით, კიმ ჩენ ინს შესანიშნავი ოჯახი აქვს და ის კარგი მამაა.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის პირველ პირს 2017 წელს მესამე შვილი შეეძინა, თუმცა ბავშვის სქესი ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე საზოგადოებისთვის კიმ ჩენ ინის ქორწინების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. 2012 წელს კი, რი რამდენჯერმე გამოჩნდა საჯაროდ კიმ ჩენ ინის გვერდით, რამაც გამოიწვია სპეკულაციები, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის. 2012 წლის 25 ივლისს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ეს ქალი სინამდვილეში კიმის ცოლი იყო. "ის არის ჩვენი ლიდერის კიმ ჩენ ინის ცოლი, ამხანაგი რი სოლ ჯუ“, - განაცხადა მედიამ.

2012 წლის სექტემბერში კიმ ჩენ ინის ყოფილმა პირადმა შეფ მზარეულმა კენჯი ფუჯიმოტომ თქვა, რომ ის შეხვდა რის და ქალი ასე აღწერა: "ის უბრალოდ ისეთი მომხიბვლელია, არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე. მისი ხმა ისეთი ხავერდოვანია“, - ამბობდა ფუჯიმოტო.

2012-2014 წლებში რი პერიოდულად ჩნდებოდა საჯაროდ თავისი ქმრის გვერდით, თუმცა ამის შემდეგ, 2018 წლამდე ის აღარავის უნახავს. 2018 წელს მან დიპლომატიური როლი მოირგო, როდესაც ქმართან ერთად ჩინეთს ეწვია. ასევე 2018 წელს კორეის გაერთიანებულ სამიტს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მას უკვე ჩრდილოეთ კორეაში "ამხანაგს" აღარ უწოდებენ და მოიხსენიებენ როგორც "ჩრდილოეთ კორეის პატივცემულ პირველ ლედის".

უეფა-მ მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათებაზე უარი განაცხადა

"სომხეთის მოსახლეობას ძველი რეჟიმების დაბრუნება არ სურს" - რა გახდა ომწაგებული ფაშინიანის გამარჯვების მიზეზი?

დუბაის გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას მოულოდნელი გამოჩენა - რა ფოტო ვრცელდება ინტერნეტში და რას წერს გოგონას მეგობარი