ცხვარიჭამიაში მამაკაცი მოკლეს. 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლული საკუთარ სახლში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განხზრახ მკვლელობას გულისხმობს.