პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ზაზა გა­ხე­ლა­ძის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი თა­ვი­ან­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში დგა­მენ, რათა ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ოჯახს დრო­უ­ლად და უვ­ნებ­ლად და­უბ­რუნ­დეს.

“შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს. აღი­ნიშ­ნა, რომ ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი და სა­კი­თხი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და­ის­მე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატ­ში, მათ შო­რის ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რათა შე­წყდეს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე ადა­მი­ან­თა უკა­ნო­ნო გა­ტა­ცე­ბე­ბი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის უხე­ში შე­ლახ­ვის ფაქ­ტე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას და მი­მარ­თავს პარტნი­ო­რებს, სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცენ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მო­რიგ პრო­ვო­კა­ცი­ას და ქმე­დი­თი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თეა ახვლე­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ჟე­ნე­ვის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ ზაზა გა­ხე­ლა­ძი და­კა­ვე­ბა „ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის უკა­ნო­ნო და ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი“.

„ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ ზაზა გა­ხე­ლა­ძის­თვის 12,5 წლით გა­ხან­გრძლი­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლი უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ი­მარ­თა სიღ­რმი­სე­უ­ლი მსჯე­ლო­ბა. შეხ­ვედ­რა­ზე ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით წარ­მო­ვად­გი­ნეთ დღემ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­გორც ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. ასე­ვე, ვიმ­სჯე­ლეთ სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებ­ზე. ეს შემ­თხვე­ვა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის უკა­ნო­ნო და ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფონ­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც რუ­სეთს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ძა­ლას ეკის­რე­ბა სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენს რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ და­რრ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჟე­ნე­ვის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან, ისე­ვე, რო­გორც სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ჩვენ უწყვეტ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ იმ მიზ­ნით, რომ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც დღეს არის პა­ტიმ­რო­ბა­ში, რო­გორც აფხა­ზე­თის, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ“, - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა უწყე­ბა ჩარ­თუ­ლია იმა­ში, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის კონ­სო­ლი­და­ცია ზაზა გა­ხე­ლა­ძის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

" დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა ამ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის პრო­ცესს და იქ­ნე­ბა ისე, რო­გორც წინა უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ამ მო­თხოვ­ნა­ში. ჩვენ ამას შევ­ძლებთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, ეს პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად დაჩ­ქარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
23

ვწუხვარ, რომ: საერთაშორისო თანამეგობრობას, მარტო საქრთველოზე აქვს,ზეწოლის ბერკეტები, დანარჩენებთან კი, მხოლოდ შეშფოთებით გამოირჩევა.

დ გ
16

ვწუხვარ მაგრამ გეგმები ვერ გაამართლებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

რა გეგმა აქვს მთავრობას ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით - პრემიერი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს.

“შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს. აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და საკითხი უმაღლეს დონეზე დაისმება ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები.

საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძი დაკავება „ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული“.

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12,5 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამოტანილი უკანონო განაჩენის თაობაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების შემადგენლობით გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა. შეხვედრაზე ჩვენი კომპეტენციების მიხედვით წარმოვადგინეთ დღემდე განხორციელებული საქმიანობა, ინტენსიური ნაბიჯები, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე. ეს შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომლის საფუძველზეც რუსეთს ერთმნიშვნელოვნად, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ჩვენს რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარრვევებთან დაკავშირებით. ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმ მიზნით, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველა უწყება ჩართულია იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.

" დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში. ჩვენ ამას შევძლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

"სპეციალური სამსახურიდან გაფრთხილება მივიღე, რომ თუ არ შევავსებ დეკლარაციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით მემუქრებიან" - დეკანოიძე

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია