ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩინეთის 50 წლის მოქალაქე სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
“შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს გზა როგორი ოქნება არ ვიცი, მაგრამ ქუთაისის შემოვლითი გზა რომ კოშმარია, ეს ახლახანს ვნახე. გოფრეზე დადიხარ. კინათამ ჭანჭყარში ტვინი შემერყა. ვინ ჩაიბარა...