მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი აცხა­დებს, რომ ჩი­ნე­თი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის­თვის, გან­სა­კუ­რე­ბით სინ­ძი­ან­ში, ტი­ბეტ­სა და ჰონგ-კონ­გში, პა­სუხს აგებს.

ბლინ­კე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნელ დიპ­ლო­მატ­თან, იან ჯიჩ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მან გარ­კვე­ვით გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ და­ი­ცავს სა­კუ­თარ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

„გარ­კვე­ვით გან­ვა­ცხა­დე, რომ აშშ და­ი­ცავს სა­კუ­თარ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, მხარს და­უ­ჭერს სა­კუ­თარ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და პა­სუხს აგე­ბი­ნებს პე­კინს სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო. პე­კი­ნი პა­სუხს აგებს ინდო-წყნა­რი რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის საფრ­თხის შექ­მნის­კენ მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი­სა და წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის ძი­რის გა­მო­თხრის გამო”, - გა­ნა­ცხა­და ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ პე­კინ­ში, აშშ-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ონ­ლა­ინ ფო­რუმ­ზე, ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­სი­ის დი­რექ­ტორ­მა იან ჯიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ჩი­ნე­თის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა უნდა შე­წყვი­ტოს, მათ შო­რის ჰონგ-კონ­გის, ტი­ბე­ტის და სინ­ძი­ა­ნის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

"ჩინეთი მზადაა, საფრანგეთთან ერთად მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას მოწოდებით, მშვიდად და რაციონალურად შეხედონ მიმდინარე მოვლენებს", - აი, ასე თქვა ჩინეთის ლიდერმა პეკინის დიდ სახალხო დარბაზში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. "რა თქმა უნდა, სამშვიდობო მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს. მხარეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ მსოფლიოს შეშფოთება უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგრეთვე, გაეროს წესდების მოთხოვნები...", - დაამატაო - სი ძინპინმაო )))))).

აბა, ოპა ოპა ოპა ამერიკა ევროპა, გაგიშვათ სამ . . . -ზე ჩინეთმაც.

aleko
4

პეკინს დაანებეთ რუსეთს მიხედეთ ღუსეთს.

ავტორი:

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, განსაკურებით სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში, პასუხს აგებს.

ბლინკენის ინფორმაციით, მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატთან, იან ჯიჩთან გამართულ შეხვედრაზე მან გარკვევით განაცხადა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

„გარკვევით განვაცხადე, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, მხარს დაუჭერს საკუთარ დემოკრატიულ ღირებულებებს და პასუხს აგებინებს პეკინს საერთაშორისო სისტემის შეურაცხყოფის გამო. პეკინი პასუხს აგებს ინდო-წყნარი რეგიონის სტაბილურობის საფრთხის შექმნისკენ მიმართული მცდელობებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პეკინში, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორმა იან ჯიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, მათ შორის ჰონგ-კონგის, ტიბეტის და სინძიანის საკითხებთან დაკავშირებით.