სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესების დაცვა მოგიწევთ 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობისას - "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
რა წესების დაცვა მოგიწევთ 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობისას - "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. კომ­პა­ნია მო­უ­წო­დებს მგზავ­რებს, 8 თე­ბერ­ვლი­დან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან.

"კომ­პა­ნია „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" გაც­ნო­ბებთ, რომ ორ­შა­ბა­თი­დან, 8 თე­ბერ­ვლი­დან, სრუ­ლად აღ­დგე­ბა კომ­პა­ნი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ დად­გე­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

კერ­ძოდ, აკ­რძა­ლუ­ლია მგზავ­რის დაშ­ვე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში დამ­ცა­ვი პირ­ბა­დის გა­რე­შე; აიკ­რძა­ლა გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მის ჩარ­თვა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში; სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ღია ფან­ჯრე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამას­თან ერ­თად მო­გახ­სე­ნებთ რომ COVID19 -ის გავ­რცე­ლე­ბის­გან თა­ვის და­ზღვე­ვის მი­ზე­ნით კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი" სატ­რან­სპორ­ტო ხაზ­ზე გა­სულ ყვე­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს ავ­ტო­ფა­რეხ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ყო­ველ დღე ჩა­უ­ტა­რებს დე­ზინ­ფექ­ცი­ას.

კომ­პა­ნია თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი უმორ­ჩი­ლე­სად სთხოვს ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს, კომ­პა­ნი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს პირ­ბა­დე და და­იც­ვას ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია მძღოლს უტო­ვებს უფ­ლე­ბას არ დაძ­რას მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და სთხო­ვოს მგზავრს, რო­მე­ლიც არ გა­მო­ი­ყე­ნებს პირ­ბა­დეს, და­ტო­ვოს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა. “თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი” გაც­ნო­ბებთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში კო­ვიდ 19 -ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო ყვე­ლა ის სა­ჭი­რო ზომა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას.

“თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი” კი­დევ ერთხელ სთხოვს ყვე­ლა მგზავრს და­იც­ვას მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leqtori
5

ჯობია მძღოლებს მიხედოთ: არ გააღებენ ფანჯრებს, ეწევიან ,უშვებენ პირბადის გარეშე . . .

kato
13

უფ, ძალიან მაგარია ამ სიცივეში ღია ფანჯრებით მგზავრობა. ზაფხულში კეტავს ბევრი ფანჯარას და ამ სიცივეში, რანირად უნდა დაჯდე ღია ფანჯარასთან წარმოუგდენელია. არ იქნება გაღებული ფანჯარა და ისე იმგზავრებენ, აი როგორც შემოდგომაზე იყო, ყველა მარშუტკის და ავტობუსის ფანჯარა საგულდაგულოდ იყო დაკეტილი და განმკითხავი არც არავინ იყო, თან მძღოლებს ხშირად გათბობის სიტემა ჰქონდათ ჩართული. ეჰ, ამ წესს არავინ დაიცავს და ვისთვის წერთ ნეტა ვიცოდე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა წესების დაცვა მოგიწევთ 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობისას - "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რა წესების დაცვა მოგიწევთ 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობისას - "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოუწოდებს მგზავრებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან.

"კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" გაცნობებთ, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

კერძოდ, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე; აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში; სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. ამასთან ერთად მოგახსენებთ რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას.

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება. “თბილისის მიკროავტობუსი” გაცნობებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას.

“თბილისის მიკროავტობუსი” კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება

"კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება" - როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას

ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება - რა რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ მგზავრებს