მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი
"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი

ფოთ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ბა­ჩა­ნა შა­ლი­კაშ­ვილს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ნუგ­ზარ ტყე­ბუ­ჩა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს არ აღი­ა­რებს.

მი­სი­ვე თქმით, ხვალ გა­ირ­კვე­ვა თუ რო­დის იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე .

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრა­ლი სსკ-ის 108-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჯერ არ ვიცი, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, ხვალ გად­მო­მე­ცე­მა. იგი ბრალს არ აღი­ა­რებს. გა­მო­კი­თხვის ოქმი შედ­გე­ნი­ლია, რო­მელ­საც პი­რა­დად ვეს­წრე­ბო­დი.

ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ია­რა­ღი ამო­ღე­ბუ­ლი არ არის, ეს ზუს­ტად ვიცი. თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნობს. ეპი­ლეფ­სია ჰქო­ნია და წამ­ლე­ბი შე­უ­ტა­ნეს. მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ აქვს. ის, რომ თით­ქოს მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა, მან გან­მარ­ტა, რომ არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია მოკ­ლუ­ლის მი­მართ არ გა­აჩ­ნდა.

15 წლის წინ მათ ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­ში სა­უ­ბა­რი, ახ­სნეს ყვე­ლა დე­ტა­ლი, თით­ქოს, იყო რა­ღაც სა­და­ვო და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა თქვა, რომ გუ­რამ ახა­ლა­ი­ამ და­არ­წმუ­ნა იმა­ში, რომ მისი ძმის გია შა­ლი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რამ ახა­ლა­ი­ას მკვლე­ლო­ბას, ამ­ბობს , რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი მას არ ჩა­უ­დე­ნია , არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა ამ საქ­მეს­თან არა აქვს და სხვი­სი გუ­ლის­თვის ცი­ხე­ში არ ჩაჯ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ფოთ­ში, გუ­შინ შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, შვი­ლის თვალ­წინ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც , გუ­რამ ახა­ლა­ია ჩა­ცხრი­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი გუ­რამ ახა­ლა­ია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი

"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი

ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბაჩანა შალიკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

მისივე თქმით, ხვალ გაირკვევა თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე .

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერ არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ხვალ გადმომეცემა. იგი ბრალს არ აღიარებს. გამოკითხვის ოქმი შედგენილია, რომელსაც პირადად ვესწრებოდი.

ნივთმტკიცების სახით იარაღი ამოღებული არ არის, ეს ზუსტად ვიცი. თავს ნორმალურად გრძნობს. ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს. მის მიმართ ძალადობას ადგილი არ აქვს. ის, რომ თითქოს მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, მან განმარტა, რომ არავითარი პრეტენზია მოკლულის მიმართ არ გააჩნდა.

15 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთმანეთში საუბარი, ახსნეს ყველა დეტალი, თითქოს, იყო რაღაც სადავო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ გურამ ახალაიამ დაარწმუნა იმაში, რომ მისი ძმის გია შალიკაშვილის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა. რაც შეეხება გურამ ახალაიას მკვლელობას, ამბობს , რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია , არავითარი შეხება ამ საქმესთან არა აქვს და სხვისი გულისთვის ციხეში არ ჩაჯდება", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ფოთში, გუშინ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაც , გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.

მთავარ ფოტოზე: მოკლული გურამ ახალაია

შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

"გია შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - რას ყვებიან წლების წინ და ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები