საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს" - ზაზა გახელაძის დედა
"მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს" - ზაზა გახელაძის დედა

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ზაზა გა­ხე­ლა­ძის დე­დის, ნანა ბუნ­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მი­ი­ღეს და­პი­რე­ბა, რომ ზაზა გა­ხე­ლა­ძის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

“12 წელი და 6 თვე მის­ცეს ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო შვილს. უკვე 7 თვე ხდე­ბა ისე­დაც იქ ზის. კაცი არ მო­უკ­ლავს, არა­ნა­ი­რი სა­ზღვა­რი არ არ­სე­ბობს იქ, რომ გა­და­ეკ­ვე­თა. თა­ვი­სი გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღი ჰქონ­და, არა­ვინ და­უჭ­რია და არა­ვინ მო­უკ­ლავს. რას ედა­ვე­ბი­ან არ ვიცი. გვა­ი­მე­დე­ბენ, რომ ყვე­ლა ბერ­კეტს ავა­მუ­შა­ვებთ იმის­თვის, რომ ზაზა მალე და­უბ­რუნ­დეს ოჯახ­სო, მაგ­რამ არ ვიცი რამ­დე­ნად მალე იქ­ნე­ბა ეს დრო. ჩვენ­თვის უკვე 7 თვე ხდე­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი "მალე" იქ­ნე­ბა არ ვიცი.

მა­მა­მისს წამ­ლე­ბით ვა­სუ­ლი­ე­რებთ. ბავ­შვე­ბი უკვე აღარც დღეს ით­ვლი­ან, აღარც რი­ცხვებს, ყვე­ლა­ფერ­მა იმე­დი გაგ­ვიც­რუა, ამათ­თვის არც ახა­ლი წე­ლია, არ და­ბა­დე­ბის დღე, არც გა­ზა­ფხუ­ლი მოვა, არც ზა­ფხუ­ლი მოვა. არ ვიცი ჩვენ­თვის რო­დის რა იქ­ნე­ბა, რო­დის გა­თენ­დე­ბა, სულ ღა­მეა 7 თვეა. აღარც ძილი გვაქვს. არ ვიცი რა ხდე­ბა ჩვენს თავს. თვი­თონ ჩემი შვი­ლი იქ რო­გორ იქ­ნე­ბა არ ვიცი. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და ნანა ბუნ­ტურ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლა­ში მცხოვ­რებ ზაზა გა­ხე­ლა­ძეს 12 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა „ეხო -კავ­კა­ზა“ ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ხე­ლა­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნეს რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე მუხ­ლით (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა) და 322-ე მუხ­ლით (სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა).

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
12

იმის მაგივრად რომ ევროპამ და ამერიკამ ასეთ საშინელებებზე ამოიღოს ხმა, მხოლოდ იმაზე მოსთქვამენ და გოდებენ გაბუნიას ტელეფონის ნომერი რათ გამოაცხადეთო.

sos
11

გვარამიამ და გაბუნიამ ლანძღონ და 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს" - ზაზა გახელაძის დედა

"მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს" - ზაზა გახელაძის დედა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის განცხადებით, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, მიიღეს დაპირება, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

“12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. უკვე 7 თვე ხდება ისედაც იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდევ რამდენი "მალე" იქნება არ ვიცი.

მამამისს წამლებით ვასულიერებთ. ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ამათთვის არც ახალი წელია, არ დაბადების დღე, არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება, სულ ღამეა 7 თვეა. აღარც ძილი გვაქვს. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს. თვითონ ჩემი შვილი იქ როგორ იქნება არ ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცი", - განაცხადა ნანა ბუნტურმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

"გაუქმდეს "კომენდანტის საათი" - ამ მოთხოვნით "დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები მსვლელობას მართავენ

"კომენდანტის საათი" ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვაა, ვაპირებთ, რომ ეს რეგულაცია დემონსტრაციულად დავარღვიოთ" - ჯაფარიძე

განათლების სამინისტრო დახურული ჯგუფიდან გავრცელებული მიმოწერის შემდეგ 24-ე სკოლის დირექციას მიმართავს