სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეორე ნახევარიც მყოლოდა" - როგორ შეცვალა პანდემიამ კრისტი ყიფშიძე და რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობს?
"სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეორე ნახევარიც მყოლოდა" - როგორ შეცვალა პანდემიამ კრისტი ყიფშიძე და რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობს?

მომ­ხიბ­ვლე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე წყე­ნას მა­ლე­ვე ივი­წყებს - ცუდ, უსარ­გებ­ლო ამ­ბებს გო­ნე­ბი­დან შლის. სურს, სამ­ყა­როს­თვის სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნი იყოს. მოს­წონს ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბა...

- კრის­ტი, პო­პუ­ლა­რო­ბის გან­ცდა პირ­ვე­ლად რო­დის და­გე­უფ­ლათ?

- ეს ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და: სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან­ვე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვი­ყა­ვი. თბი­ლი­სი მა­ინც პა­ტა­რა ქა­ლა­ქია - ყვე­ლას ვიც­ნობ­დი, მიც­ნობ­დნენ... შემ­დეგ უკვე სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ხში­რად მქონ­და ინ­ტერ­ვიუ, ჩვე­ნე­ბა, გა­და­ღე­ბა... ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კის მქო­ნე უნდა იყო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მი­ი­ღო. ზოგს "ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა" ემარ­თე­ბა... პი­რა­დად მე, მივ­ხვდი, რომ "თავ­ში არ უნდა აგი­ვარ­დეს"... სხვა­თა შო­რის, ტაქ­სი­ში რომ ვჯდე­ბი, ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მძღოლს უთ­ქვამს, - უი, იცით, თქვენ კრის­ტის ჰგავ­ხარ­თო. - კი-მეთ­ქი, - ვპა­სუ­ხობ ხოლ­მე. არც ვე­უბ­ნე­ბი, რომ მე ვარ, რად­გან ზოგ­ჯერ მე­ზა­რე­ბა (იღი­მის)... ერთხელ შინ რე­მონტს ვა­კე­თებ­დით. მუ­შე­ბი დე­და­ჩემს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - ვა­ი­მე, თქვე­ნი შვი­ლი იმ გო­გოს ძა­ლი­ან ჰგავს, მო­დე­ლი კრის­ტი რომ არი­სო.

დე­და­ჩე­მი პა­სუ­ხობ­და, - რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ჰგავს? კრის­ტი არი­სო. - უი, მარ­თლა?! ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ ახლა მას­თან მო­ვი­დო­დი­თო, - უკ­ვირ­დათ (იცი­ნის)... კი­დევ ერთს და­ვა­მა­ტებ: გა­აჩ­ნია, პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­გორ გახ­დი, - რა გა­ა­კე­თე იმის­თვის, რომ ხალ­ხი გიც­ნობს, პა­ტივს გცემს და უყ­ვარ­ხარ. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, ჩემ მი­მართ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ. ეს ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია, რად­გან ბავ­შვე­ბი მო­დას კარ­გად არ იც­ნო­ბენ, მაგ­რამ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ვარ. "ინ­სტაგ­რამ­ზეც" ბევ­რი გო­გო­ნა მწერს, რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბა... ჩემი (თუნ­დაც მცი­რე) გა­მოც­დი­ლე­ბის მათ­თვის გა­ზი­ა­რე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს.

- ადა­მი­ა­ნის პი­რა­დად გაც­ნო­ბი­სას, თქვენს ყუ­რა­დღე­ბას პირ­ვე­ლად რა იქ­ცევს?

- თვა­ლე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტყვე­ლი და მთა­ვა­რი თვა­ლე­ბია. თვა­ლე­ბი­დან ბევ­რი რა­მის ამო­კი­თხვა შე­მიძ­ლია - ამის ნიჭი მაქვს (იცი­ნის). როცა ადა­მი­ანს ვუ­ყუ­რებ, უკვე ვხვდე­ბი, ის ჩემ მი­მართ რო­გორ არის გან­წყო­ბი­ლი, მა­ტყუ­ებს თუ არა... სხვა­თა შო­რის, და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ უკვე შე­მიძ­ლია ამო­ვი­კი­თხო, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ის "ჩატ­ში" მწერს.

- ეს რო­გორ?

- თუ კარ­გად ვიც­ნობ და მას­თან ხში­რი მი­მო­წე­რა მაქვს, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის, "სმა­ი­ლე­ბის", შე­ტყო­ბი­ნე­ბებს შო­რის პა­უ­ზე­ბის და მსგავ­სი პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვხვდე­ბი, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა. არას­დროს ვცდე­ბი. მი­კი­თხავს კი­დეც, - ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხარ-მეთ­ქი? - უი, სა­ი­დან იციო? - გა­ო­ცე­ბუ­ლა... 21-ე სა­უ­კუ­ნეა, თან - პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, როცა ამ­დე­ნი თვეა, ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბა და­ვი­წყეთ. მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე და ეს მომ­წონს, რად­გან რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­ფა­სე... ცხა­დია, ყვე­ლა მე­გო­ბარს ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ და­ვუ­რე­კავ, ვერ ვნა­ხავ, მაგ­რამ თუ ვგრძნობ, ახლო მე­გო­ბა­რი კარ­გად ვერ არის, ვუ­რე­კავ. ამ მხრივ არას­დროს შევ­მცდარ­ვარ... ხომ ამ­ბო­ბენ, - ახლა მე­ხუ­თე გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­ვე­დი­თო? მგო­ნია, ნელ-ნელა კი­დევ რა­ღა­ცებს ვგრძნობ - ეს ში­ნა­გა­ნი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბია... ზუს­ტად ის უნა­რია, რომ­ლი­თაც შე­მიძ­ლია, ადა­მი­ა­ნის თვა­ლე­ბი­დან მივ­ხვდე, მას ჩემ­გან რა უნდა. უკვე 43 წლის ვარ. კი­დევ მო­მე­მა­ტე­ბა წლე­ბი და უფრო მეტ რა­მეს გა­ვარ­კვევ (იღი­მის)...

- სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა რო­მელ ასაკ­ში გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა... რა თქმა უნდა, ვგრძნობ, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი ვარ, მაგ­რამ ეს პირ­და­პირ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, - სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა. სი­ტყვა "ლა­მა­ზი" არ მომ­წონს. მირ­ჩევ­ნია, ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად ლა­მა­ზი იყოს, გა­რეგ­ნუ­ლად - სიმ­პა­თი­უ­რი, შარ­მი­ა­ნი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი. ვერ ვი­ტყვი, ლა­მა­ზი ვარ-მეთ­ქი, უფრო - ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, შარ­მი­ა­ნი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ვარ. ზოგს "სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის" და "ვულ­გა­რუ­ლო­ბის" მნიშ­ვნე­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვა.

მთა­ვა­რია, ვულ­გა­რუ­ლი არ იყო, - მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად კი არა, ქცე­ვი­თაც. როცა ადა­მი­ა­ნი ლა­მა­ზად იქ­ცე­ვა, ეტყო­ბა, რომ კარ­გად აღ­ზრდი­ლია, კარ­გი ტი­პია (იღი­მის). ჩემი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბაც ალ­ბათ ბავ­შვო­ბი­დან "მო­დის" - თან­და­ყო­ლი­ლია, ამას ვერ მო­ი­პო­ვებ. ყვე­ლა ასაკს თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს. ადა­მი­ა­ნი იზ­რდე­ბა, სხვა ხიბ­ლი ემა­ტე­ბა... რო­გორც ალ­მა­სის ქვას თლი, თლი და ბო­ლოს ბრი­ლი­ან­ტად იქ­ცე­ვა, ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც და­ახ­ლო­ე­ბით ასეა: სულ სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იმუ­შაო. მა­გა­ლი­თად, თუ რა­ღა­ცის მოს­მე­ნა, წა­კი­თხვა მინ­და, ამას ვა­კე­თებ, სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხს გა­ვიც­ნობ, სა­უბ­რის თე­მებს, ენერ­გი­ას ვცვლით... ამ დროს თან­და­ყო­ლი­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა იხ­ვე­წე­ბა, რად­გან იცი, რო­გორ გა­ა­კონ­ტრო­ლო, შენი ენერ­გე­ტი­კა არ გა­ა­ფუ­ჭო...

- სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის შემ­დეგ რას აკე­თებთ ხოლ­მე?

- მაქ­სი­მუმ, სა­კუ­თარ ეზო­ში თუ ჩა­ვალ, ისიც - სა­რე­ცხის ამო­სა­ტა­ნად (იცი­ნის). ამ­ჟა­მად სხვას ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, სამ­წუ­ხა­როდ... 9 სა­ა­თის შემ­დეგ თა­ვის მოვ­ლის სა­ღა­მოს რუ­ტი­ნას ვი­წყებ: შხა­პის მი­ღე­ბა, სა­ცხის წას­მა ტან­ზე, სა­ხე­ზე... შე­იძ­ლე­ბა, ჩაი ან მუ­რა­ბა მი­ვირ­თვა - ღა­მით "მძი­მე" საკ­ვებს არ გე­ახ­ლე­ბით... ასე­ვე, ფილ­მს ვუ­ყუ­რებ, "ფე­ის­ბუკ­ზე" შევ­დი­ვარ ან მე­გო­ბარს ტე­ლე­ფო­ნით ვე­ჭო­რა­ვე­ბი (იცი­ნის). ვცდი­ლობ, 11 სა­ათ­ზე უკვე ლო­გინ­ში ვიწ­ვე და თუ მა­შინ­ვე არ და­ვი­ძი­ნებ, და­ვის­ვე­ნო მა­ინც.

- რო­გორ ფიქ­რობთ - შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე ნა­ხევ­რის გა­რე­შე სრულ­ყო­ფი­ლად ბედ­ნი­ე­რი იყოს?

- მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არ მყავს. მაქვს დიდი ოჯა­ხი: დედ-მამა, შვი­ლი... ჩემი დის ოჯა­ხი ჩვენს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს. ჩემს 2 დის­შვილ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, თით­ქოს 3 შვი­ლი მყავს... ამ­ჟა­მად მარ­ტო ვარ და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა მაქვს, მაგ­რამ ალ­ბათ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც მყო­ლო­და. ისე, ხომ გა­გი­გო­ნია - ადა­მი­ა­ნი მა­ინც მარ­ტო მო­დის ამ­ქვეყ­ნად და მარ­ტო მი­დი­სო?.....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვარგუს
20

ოხ რა შხვერთიაა....

go-go
14

ძროხა დაგეჯახა თუ ძროხას დაეჯახე??))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეორე ნახევარიც მყოლოდა" - როგორ შეცვალა პანდემიამ კრისტი ყიფშიძე და რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობს?

"სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეორე ნახევარიც მყოლოდა" - როგორ შეცვალა პანდემიამ კრისტი ყიფშიძე და რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობს?

მომხიბვლელი კრისტი ყიფშიძე წყენას მალევე ივიწყებს - ცუდ, უსარგებლო ამბებს გონებიდან შლის. სურს, სამყაროსთვის სასარგებლო ადამიანი იყოს. მოსწონს ახალგაზრდების დახმარება...

- კრისტი, პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- ეს ბუნებრივად მოხდა: საერთოდ, ბავშვობიდანვე კომუნიკაბელური ვიყავი. თბილისი მაინც პატარა ქალაქია - ყველას ვიცნობდი, მიცნობდნენ... შემდეგ უკვე სამოდელო სფეროში მუშაობა დავიწყე. ხშირად მქონდა ინტერვიუ, ჩვენება, გადაღება... ჯანსაღი ფსიქიკის მქონე უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი სწორად მიიღო. ზოგს "ვარსკვლავური დაავადება" ემართება... პირადად მე, მივხვდი, რომ "თავში არ უნდა აგივარდეს"... სხვათა შორის, ტაქსიში რომ ვჯდები, ხშირად ყოფილა შემთხვევა, მძღოლს უთქვამს, - უი, იცით, თქვენ კრისტის ჰგავხართო. - კი-მეთქი, - ვპასუხობ ხოლმე. არც ვეუბნები, რომ მე ვარ, რადგან ზოგჯერ მეზარება (იღიმის)... ერთხელ შინ რემონტს ვაკეთებდით. მუშები დედაჩემს ეუბნებოდნენ, - ვაიმე, თქვენი შვილი იმ გოგოს ძალიან ჰგავს, მოდელი კრისტი რომ არისო.

დედაჩემი პასუხობდა, - რატომ გგონიათ, რომ ჰგავს? კრისტი არისო. - უი, მართლა?! ვერ წარმოვიდგენდით, თუ ახლა მასთან მოვიდოდითო, - უკვირდათ (იცინის)... კიდევ ერთს დავამატებ: გააჩნია, პოპულარული როგორ გახდი, - რა გააკეთე იმისთვის, რომ ხალხი გიცნობს, პატივს გცემს და უყვარხარ. ჩემთვის სასიამოვნოა, როცა მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვები მოდიან, ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ. ეს ჩემთვის უცნაურია, რადგან ბავშვები მოდას კარგად არ იცნობენ, მაგრამ მათთვის საინტერესო ვარ. "ინსტაგრამზეც" ბევრი გოგონა მწერს, რჩევებს მეკითხება... ჩემი (თუნდაც მცირე) გამოცდილების მათთვის გაზიარება მსიამოვნებს.

- ადამიანის პირადად გაცნობისას, თქვენს ყურადღებას პირველად რა იქცევს?

- თვალები. მიმაჩნია, რომ ადამიანის გარეგნობიდან ყველაზე მეტყველი და მთავარი თვალებია. თვალებიდან ბევრი რამის ამოკითხვა შემიძლია - ამის ნიჭი მაქვს (იცინის). როცა ადამიანს ვუყურებ, უკვე ვხვდები, ის ჩემ მიმართ როგორ არის განწყობილი, მატყუებს თუ არა... სხვათა შორის, დავაფიქსირე, რომ უკვე შემიძლია ამოვიკითხო, როგორ ხასიათზეა ადამიანი, როდესაც ის "ჩატში" მწერს.

- ეს როგორ?

- თუ კარგად ვიცნობ და მასთან ხშირი მიმოწერა მაქვს, სასვენი ნიშნების, "სმაილების", შეტყობინებებს შორის პაუზების და მსგავსი პატარა დეტალების მიხედვით ვხვდები, როგორ ხასიათზეა. არასდროს ვცდები. მიკითხავს კიდეც, - ცუდ ხასიათზე ხარ-მეთქი? - უი, საიდან იციო? - გაოცებულა... 21-ე საუკუნეა, თან - პანდემიის პერიოდი, როცა ამდენი თვეა, ჩაკეტილები ვართ. შესაბამისად, სხვანაირად აზროვნება დავიწყეთ. მაგალითად, პირადად მე, ძალიან შევიცვალე და ეს მომწონს, რადგან რაღაცები გადავაფასე... ცხადია, ყველა მეგობარს ყოველდღიურად ვერ დავურეკავ, ვერ ვნახავ, მაგრამ თუ ვგრძნობ, ახლო მეგობარი კარგად ვერ არის, ვურეკავ. ამ მხრივ არასდროს შევმცდარვარ... ხომ ამბობენ, - ახლა მეხუთე განზომილებაში გადავედითო? მგონია, ნელ-ნელა კიდევ რაღაცებს ვგრძნობ - ეს შინაგანი, განსხვავებული ემოციებია... ზუსტად ის უნარია, რომლითაც შემიძლია, ადამიანის თვალებიდან მივხვდე, მას ჩემგან რა უნდა. უკვე 43 წლის ვარ. კიდევ მომემატება წლები და უფრო მეტ რამეს გავარკვევ (იღიმის)...

- საკუთარი მომხიბვლელობა რომელ ასაკში გააცნობიერეთ?

- ძალიან რთული კითხვაა... რა თქმა უნდა, ვგრძნობ, რომ მომხიბვლელი ვარ, მაგრამ ეს პირდაპირ ჩემს საქმიანობას უკავშირდება, - სხვაგვარად არ გამოვა. სიტყვა "ლამაზი" არ მომწონს. მირჩევნია, ადამიანი შინაგანად ლამაზი იყოს, გარეგნულად - სიმპათიური, შარმიანი, ქარიზმატული. ვერ ვიტყვი, ლამაზი ვარ-მეთქი, უფრო - ქარიზმატული, შარმიანი და სექსუალური ვარ. ზოგს "სექსუალურობის" და "ვულგარულობის" მნიშვნელობა ერთმანეთში ერევა.

მთავარია, ვულგარული არ იყო, - მხოლოდ გარეგნულად კი არა, ქცევითაც. როცა ადამიანი ლამაზად იქცევა, ეტყობა, რომ კარგად აღზრდილია, კარგი ტიპია (იღიმის). ჩემი მომხიბვლელობაც ალბათ ბავშვობიდან "მოდის" - თანდაყოლილია, ამას ვერ მოიპოვებ. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ადამიანი იზრდება, სხვა ხიბლი ემატება... როგორც ალმასის ქვას თლი, თლი და ბოლოს ბრილიანტად იქცევა, ადამიანის შემთხვევაშიც დაახლოებით ასეა: სულ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. მაგალითად, თუ რაღაცის მოსმენა, წაკითხვა მინდა, ამას ვაკეთებ, საინტერესო ხალხს გავიცნობ, საუბრის თემებს, ენერგიას ვცვლით... ამ დროს თანდაყოლილი მომხიბვლელობა იხვეწება, რადგან იცი, როგორ გააკონტროლო, შენი ენერგეტიკა არ გააფუჭო...

- საღამოს 9 საათის შემდეგ რას აკეთებთ ხოლმე?

- მაქსიმუმ, საკუთარ ეზოში თუ ჩავალ, ისიც - სარეცხის ამოსატანად (იცინის). ამჟამად სხვას ვერაფერს ვაკეთებ, სამწუხაროდ... 9 საათის შემდეგ თავის მოვლის საღამოს რუტინას ვიწყებ: შხაპის მიღება, საცხის წასმა ტანზე, სახეზე... შეიძლება, ჩაი ან მურაბა მივირთვა - ღამით "მძიმე" საკვებს არ გეახლებით... ასევე, ფილმს ვუყურებ, "ფეისბუკზე" შევდივარ ან მეგობარს ტელეფონით ვეჭორავები (იცინის). ვცდილობ, 11 საათზე უკვე ლოგინში ვიწვე და თუ მაშინვე არ დავიძინებ, დავისვენო მაინც.

- როგორ ფიქრობთ - შესაძლებელია, ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილად ბედნიერი იყოს?

- მეორე ნახევარი არ მყავს. მაქვს დიდი ოჯახი: დედ-მამა, შვილი... ჩემი დის ოჯახი ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. ჩემს 2 დისშვილთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, თითქოს 3 შვილი მყავს... ამჟამად მარტო ვარ და სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ალბათ კარგი იქნებოდა, რომ მეორე ნახევარიც მყოლოდა. ისე, ხომ გაგიგონია - ადამიანი მაინც მარტო მოდის ამქვეყნად და მარტო მიდისო?.....წაიკითხეთ სრულად