საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები
"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, თუ გვინ­და, რომ სკო­ლის პან­დე­მია არ მი­ვი­ღოთ და რო­გორც ბავ­შვე­ბი, ასე­ვე პე­და­გო­გე­ბი არ და­ინ­ფი­ცირ­დნენ, ყვე­ლა მოს­წავ­ლემ უნდა შეძ­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის სკო­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა.

რო­გორც ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია იმი­სა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი ისევ არ ჩა­ი­შა­ლოს და ეპიდ­ვი­თა­რე­ბა არ გა­უ­ა­რეს­დეს.

„რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­მა პირ­ბა­დე ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ, თუმ­ცა, 6 წლის შემ­დგომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ამ­ბობს, რომ 2 წლის ასა­კის შემ­დეგ, ბავ­შვი პირ­ბა­დეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვი­მუ­შა­ვოთ, წა­ვა­ხა­ლი­სოთ, ვე­სა­უბ­როთ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვმა, თუ ეს არ არის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ატა­როს პირ­ბა­დე. თუ გვინ­და, რომ სკო­ლის პან­დე­მია არ მი­ვი­ღოთ, ბავ­შვე­ბი და პე­და­გო­გე­ბი არ და­ინ­ფი­ცირ­დნენ, ხოლო შემ­დგომ მათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ და­ა­ინ­ფი­ცი­რონ, ყვე­ლა ბავ­შვმა უნდა შეძ­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის სკო­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია იმი­სა, რომ ჩვენ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ან თვე­ში გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი ისევ არ ჩაგ­ვე­შა­ლოს და ძველ სი­ტუ­ა­ცი­ას არ და­ვუბ­რუნ­დეთ. ამი­ტომ, ჩემ­თვის სკო­ლის სივ­რცე­ში პირ­ბა­დის არ­ტა­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. რო­გორც სპე­ცი­ა­ლისტს და ექიმს სწო­რად მი­მაჩ­ნია, რომ საკ­ლა­სო ოთახ­ში ბავ­შვებს უნდა ვთხო­ვოთ პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა მშობ­ლებ­მაც და პე­და­გო­გებ­მაც, ყვე­ლამ ერ­თად. ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­კე­თებს.

თუ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქვე­ყა­ნამ აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ გა­ამ­კაც­რა, თუნ­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ან დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, 6-8 კვი­რა­ში ისევ შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­მო­ღე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა. ეს ინ­ფექ­ცია, რო­გორც ცე­ცხლი ისე ვრცელ­დე­ბა, თუ მი­უშ­ვებ და კონ­ტროლს მო­ა­დუ­ნებ“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ექიმ ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, ბავ­შვე­ბის­თვის პირ­ბა­დის ტა­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა, რის შე­სა­ბა­მი­სა­დაც, ის მშობ­ლებს ურ­ჩევს, მათ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად მის­ცენ. მისი თქმით, საკ­ლა­სო ოთახ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ზო­მაა.

„რაც შე­ე­ხე­ბა შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდს, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ამ პირ­ბა­დის მოხ­სნა გარე სივ­რცე­ში, სკო­ლის სტა­დი­ო­ნებ­ზე, ბაღ­ში და ეს იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თი. არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი, თუ პირ­ბა­დეს სწო­რად ვი­ყე­ნებთ, ვცვლით პე­რი­ო­დუ­ლად, არ არის ბავ­შვე­ბის­თვის და მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ხაზს ვუს­ვამ, რომ ყვე­ლა ბავ­შვს უნდა ჰყავ­დეს მეთ­ვალ­ყუ­რე ექი­მი და თუ მას აქვს პრობ­ლე­მე­ბი ფილ­ტვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სუნ­თქვის ორ­გა­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა, პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა ან მოხ­სნა უნდა მოხ­დეს ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით. მაგ­რამ თუ ბავ­შვი ჯან­მრთე­ლია და არა­ნა­ი­რი თან­მხლე­ბი პრობ­ლე­მა არ აქვს, პირ­ბა­დე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

ამას­თან, კა­ლო­ი­ა­ნის თქმით, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბავ­შვებ­ში პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თავი, მათ შო­რის გა­მო­იკ­ვე­თა რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

„რა თქმა უნდა, ჩა­კე­ტი­ლი ყოფ­ნა ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს და ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვა მო­დის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რჩე­ვე­ბი ყო­ფით დო­ნე­ზე არის, რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად, სა­დაც კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, ბავ­შვე­ბი გა­ვიყ­ვა­ნოთ გა­რეთ, რის­კე­ბის დაც­ვით. ასე­ვე, ვა­ი­ძუ­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გახ­სნას არა სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი, რაც სა­რი­კო­სოა, არა­მედ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის და­კეტ­ვა­საც დიდი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, თუ შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლი მი­დის იქ. მშობ­ლე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ბავ­შვი რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს იყოს გა­რეთ აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში. ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ეს მძი­მე ვი­თა­რე­ბა და წო­ნის პრობ­ლე­მა აგ­ვა­ცი­ლოს თა­ვი­დან. სა­ნამ ბო­ლომ­დე არ აღ­დგე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის თე­ატ­რებ­ში, კი­ნო­ში, პარ­კებ­ში, გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში წაყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს იდე­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცია და ეს პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად იარ­სე­ბებს. იქ­ნე­ბა 15 წუთი, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი თუ მეტი, ბავ­შვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გვყავ­დეს გა­რეთ და მივ­ცეთ მათ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა მო­წყდნენ ეკ­რანს, მო­წყდნენ ერ­თფე­რო­ვან გა­რე­მოს და და­ხარ­ჯონ ფი­ზი­კუ­რი ენერ­გია, რაც მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ სკო­ლის სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბავ­შვებს ნიღ­ბის ტა­რე­ბა სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შე­ეძ­ლე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მათ შო­რის რუს­თავ­ში, თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში სკო­ლე­ბი 15 თე­ბერ­ვლი­დან მუ­შა­ო­ბას საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნა­ახ­ლე­ბენ. თუმ­ცა ასე­ვე მშობ­ლებ­სა და ბავ­შვებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ონ­ლა­ინ-სწავ­ლე­ბა აირ­ჩი­ონ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kato
3

Სასწაული ქვეყანა ვართ, ვერაფერიც ვერ ვისწავლეთ, პირიქით ვდეგრადირდით! Მსოფლიო მესამე ტალღას ელოდება აპრილში და ყველამ გაამკაცრა წესები . Ჩვენ ვხსნით ყველაფერს, ეს რაღაც სასწაული ფენომენია, არაადეკვატურობის პიკი. Აიძულონ ყველა რომ პირბადით იარონ, დეზინფექცია ჩაუტარდეს მუდმივ რეჟიმში საზ ტრანსპორტს და არ იყოს ჭეჭყვა, ტუალეტები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს, დღეში სამჯერ, თორემ მესამე ტალღა უბრალოდ წაგვლეკავს. Დაგავიწყდათ ნოემბერი?

------
2

ბავშვი პირბადეს როგორ იგუებს 4*5 საათი ოტახში???

ავტორი:

"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები

"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ უახლოეს პერიოდში განათლების პროცესი ისევ არ ჩაიშალოს და ეპიდვითარება არ გაუარესდეს.

„რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოთ, ფსიქოლოგიურად ვიმუშავოთ, წავახალისოთ, ვესაუბროთ, რა მნიშვნელობისაა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ბავშვმა, თუ ეს არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სპორტის გაკვეთილი, ყველა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, ბავშვები და პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ხოლო შემდგომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში ან თვეში განათლების პროცესი ისევ არ ჩაგვეშალოს და ძველ სიტუაციას არ დავუბრუნდეთ. ამიტომ, ჩემთვის სკოლის სივრცეში პირბადის არტარება მიუღებელია. როგორც სპეციალისტს და ექიმს სწორად მიმაჩნია, რომ საკლასო ოთახში ბავშვებს უნდა ვთხოვოთ პირბადის გაკეთება მშობლებმაც და პედაგოგებმაც, ყველამ ერთად. ბავშვების უმრავლესობა მას აუცილებლად გაიკეთებს.

თუ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ აღსრულების მექანიზმი არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება. ეს ინფექცია, როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება, თუ მიუშვებ და კონტროლს მოადუნებ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით კი, ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა, რის შესაბამისადაც, ის მშობლებს ურჩევს, მათ საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მისცენ. მისი თქმით, საკლასო ოთახში პირბადის ტარება აუცილებელია, რადგან ეს უსაფრთხოების მინიმალური ზომაა.

„რაც შეეხება შესვენების პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ამ პირბადის მოხსნა გარე სივრცეში, სკოლის სტადიონებზე, ბაღში და ეს იქნება გარკვეული შეღავათი. არანაირი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი, თუ პირბადეს სწორად ვიყენებთ, ვცვლით პერიოდულად, არ არის ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე ექიმი და თუ მას აქვს პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირბადის გაკეთება ან მოხსნა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. მაგრამ თუ ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი თანმხლები პრობლემა არ აქვს, პირბადე აბსოლუტურად უსაფრთხოა“, - განაცხადა კალოიანმა.

ამასთან, კალოიანის თქმით, პანდემიის პერიოდში ბავშვებში პრობლემებმა იჩინა თავი, მათ შორის გამოიკვეთა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური პრობლემები.

„რა თქმა უნდა, ჩაკეტილი ყოფნა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს და ძალიან ბევრი კვლევა მოდის ამასთან დაკავშირებით. რჩევები ყოფით დონეზე არის, რაც შეიძლება ხშირად, სადაც კი ამის საშუალება გვაქვს, ბავშვები გავიყვანოთ გარეთ, რისკების დაცვით. ასევე, ვაიძულოთ ხელისუფლება, გახსნას არა სარესტორნო ბიზნესი, რაც სარიკოსოა, არამედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სასწავლო დაწესებულებები, რომლის დაკეტვასაც დიდი ეპიდემიოლოგიური ღირებულება არ აქვს, თუ შესაბამისი კონტროლი მიდის იქ. მშობლებისთვის რეკომენდაციაა, რომ ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს იყოს გარეთ აქტიურ მდგომარეობაში, ფიზიკური დისტანცირების პირობებში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რამაც შეიძლება ეს მძიმე ვითარება და წონის პრობლემა აგვაცილოს თავიდან. სანამ ბოლომდე არ აღდგება სოციალური ცხოვრება, სანამ არ გვექნება ბავშვების თეატრებში, კინოში, პარკებში, გასართობ ცენტრებში წაყვანის საშუალება, სამწუხაროდ, არ არსებობს იდეალური რეკომენდაცია და ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს. იქნება 15 წუთი, ნახევარი საათი თუ მეტი, ბავშვები მაქსიმალურად გვყავდეს გარეთ და მივცეთ მათ ფიზიკური დატვირთვის საშუალება, რათა მოწყდნენ ეკრანს, მოწყდნენ ერთფეროვან გარემოს და დახარჯონ ფიზიკური ენერგია, რაც მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ-სწავლება აირჩიონ.

"ფაიზერის" ვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, "ასტრაზენეკას" ვაქცინა - 16 წლის ზემოთ" - გაბუნია

სკოლაში მე-5-12 კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

დაშვებულია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?