საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე
"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დათო ევ­გე­ნი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბილ და საყ­ვა­რელ კომ­პო­ზი­ტორ დათო ევ­გე­ნი­ძეს­თან ნი­ნო­ო­ბას და­ემ­თხვა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას­თან ერ­თად შე­ვი­ძი­ნეთ სა­ჩუ­ქა­რი მისი მე­უღ­ლის­თვის, მერე კი მას­თან ერ­თად გა­და­ვე­ცით.

დათო ევ­გე­ნი­ძე:

- დღე­ვან­დე­ლი დღე ეძღვნე­ბა ჩემს ნი­ნოს და ყვე­ლა ნი­ნოს. ასე­თი ლექ­სიც მაქვს და­წე­რი­ლი:,

,არ მა­პა­ტი­ეს, მე რომ ხან­და­ხან ღა­მეს ვუ­თევ­დი პი­ა­ნი­ნო­ებს. მე კი მე­გო­ნა, რომ ყო­ველ დი­ლით ცა მიგ­ზავ­ნი­და წმინ­და ნი­ნო­ებს".

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვამ­ჩნევ­დი, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა და­დის ქუ­ჩებ­ში. ალ­ბათ, ყვე­ლა ჯან­მრთე­ლი მა­მა­კა­ცის თვი­სე­ბაა, რო­დე­საც ლა­მაზ გო­გოს და­ი­ნა­ხავს, ფიქ­რობს, რა­ტომ არ არის ჩე­მიო. ბო­ლოს გახ­და ჩემი. უკვე 16 წე­ლია, ერ­თად ვართ.

- რო­გორ შე­მო­იჭ­რა ნინო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- 16 წლის წინ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვე­დი, ვმუ­შა­ობ­დი ბონ­დარ­ჩუ­კის ფილმზე "მე­ცხრე როტა". ამ დროს კი­დევ ერთხელ გარ­თულ­და რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და რუ­სუ­ლი სა­კონ­სუ­ლო არ მუ­შა­ობ­და. მე ერთი კვი­რით ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ზის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მაგ­რამ ექ­ვსი თვე მო­მი­წია აქ ყოფ­ნამ. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში "აჭა­რა ჰოლ­ში" შევ­დი­ო­დი და შემ­ხვდა ნინო, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის უნა­ხა­ვი მყავ­და. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მისი ნახ­ვა. გა­დავ­კოც­ნეთ ერ­თმა­ნე­თი და მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი, მოს­კოვ­ში უნდა წა­გიყ­ვა­ნო-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნა, და­იბ­ნა, ამ დღი­დან ერთ კვი­რა­ში ჩემი ცოლი გახ­და.

- ვინ იყო ამ ამ­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლი?

- მთე­ლი თბი­ლი­სი. ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე თა­ვი­სი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ვა­ცი­ლებ­დი და სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი, ვკი­თხე. ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზეო... მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი ჩემი ძვე­ლი მე­გო­ბა­რია, დიდი ხნის გა­ცი­ლე­ბუ­ლი არი­ან. მისი ყო­ფი­ლი ქმრის დე­დაც ჩემი ახ­ლო­ბე­ლია... შევ­ყე­ვი და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თან ხელი მქონ­და გა­დახ­ვე­უ­ლი. სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, ყვე­ლა და­იბ­ნა, ერ­თად რომ დაგ­ვი­ნა­ხეს. მე მი­ვე­დი მის ყო­ფილ ქმარ­თან, მო­ვი­კი­თხე და ვუ­თხა­რი, პირ­ველს შენ უნდა გი­თხრა, შენი ყო­ფი­ლი ცოლი ცო­ლად მომ­ყავს-მეთ­ქი. ჯერ ნი­ნო­მაც არ იცო­და, რომ ცო­ლად მომ­ყავ­და... და­ბა­დე­ბის დღი­დან რომ წა­მო­ვე­დით, ნი­ნოს დედა სახ­ლამ­დე მი­ვა­ცი­ლეთ და ვუ­თხა­რი, მა­პა­ტი­ეთ, სახ­ლში ვერ გა­გა­ტანთ, ნინო ჩემ­თან მიმ­ყავს-მეთ­ქი. და­იბ­ნა... დავ­ტო­ვეთ და ჩემ­თან წა­მო­ვე­დით. ჩემ­თა­ნაც არა­ვინ იცო­და ეს ამ­ბა­ვი. რომ შე­ვე­დით, ვუ­თხა­რი, გა­ი­ცა­ნით, ნინო ჩემი ცო­ლია-მეთ­ქი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
41

ერთი კვირა რად უნდა, ფული დაანახე ნებისმიერ ქალს და მყისიერად გამოგყვება

ხა
0

ნამეტანუ ყვარებია მოსკოვი

 

ავტორი:

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

გთავაზობთ ფრაგმენტს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული დათო ევგენიძის ინტერვიუდან:

ჩვენი ინტერვიუ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ კომპოზიტორ დათო ევგენიძესთან ნინოობას დაემთხვა და, ფაქტობრივად, მასთან ერთად შევიძინეთ საჩუქარი მისი მეუღლისთვის, მერე კი მასთან ერთად გადავეცით.

დათო ევგენიძე:

- დღევანდელი დღე ეძღვნება ჩემს ნინოს და ყველა ნინოს. ასეთი ლექსიც მაქვს დაწერილი:,

,არ მაპატიეს, მე რომ ხანდახან ღამეს ვუთევდი პიანინოებს. მე კი მეგონა, რომ ყოველ დილით ცა მიგზავნიდა წმინდა ნინოებს".

მთელი ცხოვრება ვამჩნევდი, რომ ძალიან ლამაზი გოგონა დადის ქუჩებში. ალბათ, ყველა ჯანმრთელი მამაკაცის თვისებაა, როდესაც ლამაზ გოგოს დაინახავს, ფიქრობს, რატომ არ არის ჩემიო. ბოლოს გახდა ჩემი. უკვე 16 წელია, ერთად ვართ.

- როგორ შემოიჭრა ნინო თქვენს ცხოვრებაში?

- 16 წლის წინ მოსკოვიდან ჩამოვედი, ვმუშაობდი ბონდარჩუკის ფილმზე "მეცხრე როტა". ამ დროს კიდევ ერთხელ გართულდა რუსულ-ქართული ურთიერთობები და რუსული საკონსულო არ მუშაობდა. მე ერთი კვირით ვიყავი ჩამოსული ვიზის გასაგრძელებლად, მაგრამ ექვსი თვე მომიწია აქ ყოფნამ. სწორედ ამ პერიოდში "აჭარა ჰოლში" შევდიოდი და შემხვდა ნინო, რომელიც დაახლოებით 10 წლის უნახავი მყავდა. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. გადავკოცნეთ ერთმანეთი და მაშინვე ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. გაეცინა, დაიბნა, ამ დღიდან ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა.

- ვინ იყო ამ ამბით გაოცებული?

- მთელი თბილისი. ცოლად მოვიყვანე თავისი შვილის დაბადების დღეზე. ვაცილებდი და სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. ჩემი შვილის დაბადების დღეზეო... მისი პირველი ქმარი ჩემი ძველი მეგობარია, დიდი ხნის გაცილებული არიან. მისი ყოფილი ქმრის დედაც ჩემი ახლობელია... შევყევი დაბადების დღეზე, თან ხელი მქონდა გადახვეული. სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა დაიბნა, ერთად რომ დაგვინახეს. მე მივედი მის ყოფილ ქმართან, მოვიკითხე და ვუთხარი, პირველს შენ უნდა გითხრა, შენი ყოფილი ცოლი ცოლად მომყავს-მეთქი. ჯერ ნინომაც არ იცოდა, რომ ცოლად მომყავდა... დაბადების დღიდან რომ წამოვედით, ნინოს დედა სახლამდე მივაცილეთ და ვუთხარი, მაპატიეთ, სახლში ვერ გაგატანთ, ნინო ჩემთან მიმყავს-მეთქი. დაიბნა... დავტოვეთ და ჩემთან წამოვედით. ჩემთანაც არავინ იცოდა ეს ამბავი. რომ შევედით, ვუთხარი, გაიცანით, ნინო ჩემი ცოლია-მეთქი. გააგრძელეთ კითხვა

"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ

"პოლონეთისა და ისლანდიის დელეგაციების წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ" - რა განცხადებას ავრცელებენ "ევროვიზიის" ორგანიზატორები

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა 2021 წლის ულამაზესი ქალის ტიტული