პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა
სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) „იდუ­მა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის“ კვლე­ვის მო­რი­გი შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში შე­მოწ­მდა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სე­მე­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნი­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ვლინ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტი­პის გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მელ­თა აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მათ 1- თვი­ა­ნი ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში შე­მოწ­მდა 11 კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის - სს „თე­ლა­სის“, სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“, შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“, შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გა­ზის“, სს „სა­ქორგგა­ზის“, შპს „ინ­ტერ­გა­ზის“, შპს „თე­ლავ­გა­ზის“, შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“, შპს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“, შპს „რუს­თა­ვის წყლის“ და შპს „ბა­თუ­მის წყლის“ მიერ მომ­ხმა­რე­ბელ­თათ­ვის გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ცე­სი, კერ­ძოდ, დაკ­ვირ­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსე­ლებ­ზე ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მი­ერ­თე­ბის, სიმ­ძლავ­რის გაზ­რდის, აბო­ნენ­ტის მიერ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნის, მო­მა­რა­გე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბის, ელექტრო­ნუ­ლი ქვით­რის, ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის, გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო მო­მა­რა­გე­ბის შე­წყვე­ტი­სა და აღ­დგე­ნის, გეგ­მუ­რი წყვე­ტი­სა და ქოლ­ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე.

კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ აღ­მო­ი­ფხვრა მომ­სა­ხუ­რე­ბის ვა­დებ­თან, ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში ასახ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან, ელექტრო­ნუ­ლი ქვით­რის წარ­დგე­ნის ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლინ­და რო­გორც სა­ერ­თო, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის, რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, ასე­ვე გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბა­ზე უარს.

კომ­პა­ნი­ის სერ­ვის ცენ­ტრებ­ში სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და 2020 წლის აგ­ვის­ტო­დან ოქ­ტომ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ჩათ­ვლით, ხოლო ქოლ ცენ­ტრსა და დის­ტან­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე - 2020 წლის აგ­ვის­ტო­დან ნო­ემ­ბრამ­დე. სე­მე­კის დაკ­ვე­თით, კველ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შპს „სერ­ვის კონ­სალ­ტინგ ანა­ლი­ტი­კუ­რი ჯგუფ­მა“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
6

ვინაა ეგ "იდუმალი მომხმარებელი"? რატომ არ არის ნახსენები? ნამდვილად ივანიშვილია. ეგაა ყველაზე იდუმალი პიროვნება, ჯერ ფულს იპარავს და მერე თეატრებს აშენებს და ეკლესიებს რესტავრაციას უკეთებს.რუსული ფილმი რომაა მანქანებს რომ იპარავს და ფულს საბავშვო ბაღებს ურიცხავს, იმისი მსგავსი საქციელია "იდუმალი მომხმარებლის".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიებში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოსწორებულია, თუმცა, ვლინდება გარკვეული ტიპის განმეორებითი დარღვევები, რომელთა აღმოსაფხვრელად მათ 1- თვიანი ვადა განესაზღვრათ.

კვლევის ფარგლებში შემოწმდა 11 კომუნალური კომპანიის - სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „თელავგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლის“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურების პროცესი, კერძოდ, დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებებზე.

კომპანიების მიერ აღმოიფხვრა მომსახურების ვადებთან, ელექტრონულ ჟურნალში ასახვის ვალდებულებასთან, ელექტრონული ქვითრის წარდგენის ვადებთან დაკავშირებული დარღვევები. ამასთანავე, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური ხასიათის დარღვევები, რომლებიც მოიცავს კომპანიების მხრიდან განცხადების მიღების, რეგისტრაციისა და მათზე რეაგირების პირობების დარღვევას, ასევე განაცხადის მიღებაზე უარს.

კომპანიის სერვის ცენტრებში სხვადასხვა მომსახურებებზე კვლევა განხორციელდა 2020 წლის აგვისტოდან ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით, ხოლო ქოლ ცენტრსა და დისტანციურ მომსახურებებზე - 2020 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე. სემეკის დაკვეთით, კველვა განახორციელა შპს „სერვის კონსალტინგ ანალიტიკური ჯგუფმა“.

"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო

"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები