სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)
რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას. დღეს უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გქონ­დეს სა­ოც­ნე­ბო გა­რეგ­ნო­ბა, თუმ­ცა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ვი­ზი­ტი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცია სა­ნა­ნებ­ლად გა­გიხ­დეთ.

სწო­რედ ამის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჩაო ლუ და აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­ზეც ის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ცხვი­რი­თაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

ჩაო ლუ მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ფილ­მსა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს უწო­დე­ბენ. ბოლო თვე­ებ­ში ის სრუ­ლი­ად გაქ­რა ეკ­რა­ნი­დან და მი­ზე­ზი ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და. ჩი­ნეთ­ში პო­პუ­ლა­რულ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პლატ­ფორ­მა­ზე, Weibo-ზე მან გან­მარ­ტა, რომ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­წო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გამო ვერ ჩნდე­ბო­და. მისი თქმით, ოპე­რა­ცი­ის გამო მას ცხვი­რის ნეკ­რო­ზი გა­უ­ჩი­ნა - ცხვი­რის წვერ­ზე კა­ნის ქსო­ვი­ლი მოკ­ვდა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი მსა­ხი­ობ­მა თავი 5-მი­ლი­ონ­ზე მეტს გა­მომ­წერს გა­უ­ზი­ა­რა, რის შემ­დე­გაც, კი­დევ უფრო მკვეთ­რად გაძ­ლი­ერ­და დის­კუ­სია პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ოქ­ტომ­ბერ­ში მე­გო­ბარ­მა გა­აც­ნო პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, რო­მე­ლიც გუ­ან­ჯო­უს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და და მა­ნაც ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა. ოპე­რა­ცია ცხვი­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო კო­რექ­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. გო­გო­ნა თვლი­და, რომ ყო­ვე­ლი­ვე მისი კა­რი­ე­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

"პრო­ცე­დუ­რა 4 სა­ათს გაგ­რძელ­და. ვფიქ­რობ­დი, რომ ამ 4 სა­ა­თის შემ­დეგ მე უფრო ლა­მა­ზი გავ­ხდე­ბო­დი. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს ოთხი სა­ა­თი კოშ­მა­რად მექ­ცე­ო­და“, - ამ­ბობს ლუ და ყვე­ბა, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მისი ცხვი­რის არე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო - "ცხვი­რის წვერ­ზე კანი გახ­და უფრო შავი, მუქი, ცხვი­რი კი - ნეკ­რო­ზუ­ლი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ამ­ბობს, რომ და­ზი­ა­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჯერ­ჯე­რო­ბით რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა 1 წლის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა.

ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო The Paper-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კლი­ნი­კას, სა­დაც მსა­ხი­ობ­მა ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, 2020 წლის მარ­ტი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში 5 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა დარ­ღვე­ვე­ბის­თვის, უც­ნო­ბია.

რო­გორც BBC წერს, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩი­ნეთ­ში, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მი­მარ­თავს და თვლი­ან, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უფრო გა­იზ­რდე­ბა მათი წარ­მა­ტე­ბის შან­სი რო­გორც კა­რი­ე­რა­ში, ასე­ვე სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ჩი­ნე­თი სავ­სეა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კლი­ნი­კე­ბით.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
go-go
1

მედ. ჩინა

ბატონი 420
6

ბატონებო, გგონიათ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამი სიტყვა ,,I LOVE YOU,,-ა? ნურას უკაცრავად... ეს სამი სიტყვაა ,,MADE IN CHINA,,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას. დღეს უკვე შესაძლებელია გქონდეს საოცნებო გარეგნობა, თუმცა უმნიშვნელოვანესია პროფესიონალთან ვიზიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ოპერაცია სანანებლად გაგიხდეთ.

სწორედ ამის შესახებ აფრთხილებს საზოგადოებას ჩინელი მსახიობი ჩაო ლუ და აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც ის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, დაზიანებული ცხვირითაა აღბეჭდილი.

ჩაო ლუ მომღერალი და მსახიობია, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფილმსა და სატელევიზიო შოუში და თავის ქვეყანაში ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. ბოლო თვეებში ის სრულიად გაქრა ეკრანიდან და მიზეზი ყველას აინტერესებდა. ჩინეთში პოპულარულ სოციალური ქსელის პლატფორმაზე, Weibo-ზე მან განმარტა, რომ თვეების განმავლობაში არასწორად გაკეთებული ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გამო ვერ ჩნდებოდა. მისი თქმით, ოპერაციის გამო მას ცხვირის ნეკროზი გაუჩინა - ცხვირის წვერზე კანის ქსოვილი მოკვდა.

აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოები მსახიობმა თავი 5-მილიონზე მეტს გამომწერს გაუზიარა, რის შემდეგაც, კიდევ უფრო მკვეთრად გაძლიერდა დისკუსია პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით.

მსახიობის თქმით, ოქტომბერში მეგობარმა გააცნო პლასტიკური ქირურგი, რომელიც გუანჯოუს ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა და მანაც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ოპერაცია ცხვირის უმნიშვნელო კორექციას ითვალისწინებდა. გოგონა თვლიდა, რომ ყოველივე მისი კარიერისთვის აუცილებელი იყო.

"პროცედურა 4 საათს გაგრძელდა. ვფიქრობდი, რომ ამ 4 საათის შემდეგ მე უფრო ლამაზი გავხდებოდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ოთხი საათი კოშმარად მექცეოდა“, - ამბობს ლუ და ყვება, რომ ოპერაციის შემდეგ მისი ცხვირის არე თვეების განმავლობაში მუდმივად გაღიზიანებული იყო - "ცხვირის წვერზე კანი გახდა უფრო შავი, მუქი, ცხვირი კი - ნეკროზული", - ამბობს მსახიობი.

ამბობს, რომ დაზიანების მოცულობიდან გამომდინარე ჯერჯერობით რეკონსტრუქციის ჩატარება შეუძლებელია და სავარაუდოდ, ახალი ოპერაციის გაკეთება 1 წლის შემდეგ შეეძლება.

ახალი ამბების სააგენტო The Paper-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც კლინიკას, სადაც მსახიობმა ოპერაცია გაიკეთა, 2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში 5 ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა კონკრეტულად რა დარღვევებისთვის, უცნობია.

როგორც BBC წერს, პლასტიკური ქირურგია იმდენად პოპულარულია ჩინეთში, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მას სკოლის დამთავრებისთანავე მიმართავს და თვლიან, რომ ოპერაციის შემდეგ უფრო გაიზრდება მათი წარმატების შანსი როგორც კარიერაში, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ჩინეთი სავსეა პლასტიკური ქირურგიის არაკვალიფიციური კლინიკებით.

წყარო: BBC.com

დღის ფოტო - "მფრინავი" ვასილ ლობჟანიძე რუს მორაგბეებთან დაპირისპირებისას

ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები კვლავ დაამარცხეს

"სათივედან ხმა რომ შემომესმა, შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს" -  8 წლის ილიკოს ამბავი, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა