მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაპკაზე" დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!" - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა
"პაპკაზე" დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!" - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა

მომ­ღე­რალ­მა აჩი­კო მე­ფა­რი­ძემ "მთა­ვარ არხზე" ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დახ­დე­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე მხო­ლოდ მის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს სმე­ნია.

მე­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მად მუ­შა­ო­ბი­სას 21-22 წლის ასა­კის იყო, იხ­სე­ნებს, რო­გორ ნახა ცი­ხე­ში "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი" და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერთ-ერთი ბოლო ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც დახ­ვრე­ტამ­დე გეგა კო­ბა­ხი­ძე გა­ამ­ხნე­ვა.

"არ არ­სე­ბობს, არა­სო­დეს სად­მე ეს ამ­ბე­ბი გა­მეჟ­ღე­რე­ბი­ნოს... ერთ-ერთი ჩემი მო­რი­გე­ო­ბის დროს, გამ­თე­ნი­ი­სას, მოჰ­ყავთ პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ყე­ლის არე­შია ტყვი­ით დაჭ­რი­ლი, სა­დაც ტრა­ქე­აა იქ. მოყ­ვე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი - უშიშ­რო­ე­ბა და ა.შ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო სოსო წე­რე­თე­ლი.

მო­იყ­ვა­ნეს აე­რო­პორ­ტი­დან "თვითმფრი­ნა­ვის ხალ­ხი" - გეგა კო­ბა­ხი­ძე, ზუს­ტად იმ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, როცა მოხ­და გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი. მე მახ­სოვს, რომ გეგა ფეხ­შიშ­ვე­ლი იყო, ფეხ­საც­მლის გა­რე­შე. მას არა­ფე­რი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი...

შემ­დეგ შე­მო­იყ­ვა­ნეს უფ­რო­სი ივე­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც გულ-მკერ­დის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი, მას დას­ჭირ­და ოპე­რა­ცია. სწო­რედ ამ დროს მო­ვი­და ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სიც და გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია, გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. თუმ­ცა, წე­რეთ­ლის შემ­თხვე­ვა­ში არ მოგ­ვცეს ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან ის სა­უბ­რობ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყო, ტყვია ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი ხერ­ხე­მალ­თან.

გეგა კო­ბა­ხი­ძე პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში, შემ­დეგ წე­რე­თე­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს, კახა ივე­რი­ელს გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია და ისიც წა­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში. სხვას არა­ვის აკა­რებ­დნენ, მარ­ტო მე და ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეს გვქონ­და ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის, გა­დახ­ვე­ვის და ა.შ უფ­ლე­ბა.

ერთი რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, ეს არც ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ არ იცის: მე მქონ­და პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც იდო "პა­პ­კა­ში". შევ­დი­ო­დი ცი­ხის კა­მე­რა­ში თვითმფრი­ნა­ვის გამ­ტა­ცე­ბელ­თან და ვი­ცო­დი, რომ არის მიკრო­ფო­ნე­ბი, მის­მე­ნენ, ვერც თვა­ლით, ვერც ხე­ლით ვე­რა­ფერს მა­ნიშ­ნებ... მაგ­რამ, ბავ­შვი ვი­ყა­ვი მა­ინც, 21 წლის, ამ "პა­პ­კა­ზე" დავ­წე­რე უკ­ნი­დან: არ შე­გე­შინ­დეს, შენ კარ­გად იქ­ნე­ბი! და ეს და­ვა­ნა­ხე... მო­სა­ყო­ლად იო­ლია, მაგ­რამ ამის შემ­დეგ რა მოვ­ლე­ნე­ბიც გან­ვი­თარ­და და რი­თიც დას­რულ­და... ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა ამ­დე­ნი რა­მით ცხოვ­რობ ადა­მი­ა­ნი..." - ისა­უბ­რა აჩი­კო მე­ფა­რი­ძემ, რომ­ლის­თვი­საც ამ ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე აღ­მოჩ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
15

კარგად მახსოვს თვითმფრინავის გატაცების ისტორია ............. სამართთლიანადაც დაისაჯნენ. თუ რატომ სამართლიანად ამის ახსნას არ დავიწყებ, გამგები გაიგებს ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

taso
20

მაფარიძეეეეეე,ვის აბოლეეეებ,კომუნისტების დროს 20-21 წლის ექიმი სად გინახავს?ციხეში სანიტრად თუ მუშაობდი არ ვიცი,ისე ვინ დაგნიშნავდა ექიმად,ჯერ სამედიცინოც არ გექნებოდა დამთავრებული,აუუუუუუ რააა რა მატრაკვეცა კაცი ხარ რააა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პაპკაზე" დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!" - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა

"პაპკაზე" დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!" - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა

მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ "მთავარ არხზე" ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას ციხის საავადმყოფოში გადახდენილი ისტორიების შესახებ ისაუბრა, რომელთა შესახებაც აქამდე მხოლოდ მის რამდენიმე მეგობარს სმენია.

მეფარიძე, რომელიც ციხის საავადმყოფოში ექიმად მუშაობისას 21-22 წლის ასაკის იყო, იხსენებს, როგორ ნახა ციხეში "თვითმფრინავის ბიჭები" და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ბოლო ადამიანი იყო, ვინც დახვრეტამდე გეგა კობახიძე გაამხნევა.

"არ არსებობს, არასოდეს სადმე ეს ამბები გამეჟღერებინოს... ერთ-ერთი ჩემი მორიგეობის დროს, გამთენიისას, მოჰყავთ პაციენტი, რომელიც ყელის არეშია ტყვიით დაჭრილი, სადაც ტრაქეაა იქ. მოყვება ძალიან ბევრი თანამშრომელი - უშიშროება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სოსო წერეთელი.

მოიყვანეს აეროპორტიდან "თვითმფრინავის ხალხი" - გეგა კობახიძე, ზუსტად იმ მოვლენების შემდეგ, როცა მოხდა გატაცების ამბავი. მე მახსოვს, რომ გეგა ფეხშიშველი იყო, ფეხსაცმლის გარეშე. მას არაფერი ჰქონდა დაზიანებული...

შემდეგ შემოიყვანეს უფროსი ივერიელი, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, მას დასჭირდა ოპერაცია. სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემი განყოფილების უფროსიც და გავუკეთეთ ოპერაცია, გადავარჩინეთ. თუმცა, წერეთლის შემთხვევაში არ მოგვცეს ტრაქეოსტომიის ჩატარების უფლება, რადგან ის საუბრობდა, ჩვეულებრივად იყო, ტყვია ჰქონდა გაჩხერილი ხერხემალთან.

გეგა კობახიძე პირდაპირ გადაიყვანეს ციხეში, შემდეგ წერეთელი გადაიყვანეს, კახა ივერიელს გავუკეთეთ ოპერაცია და ისიც წაიყვანეს ციხეში. სხვას არავის აკარებდნენ, მარტო მე და ჩემი განყოფილების გამგეს გვქონდა ამ პაციენტების მონახულების, გადახვევის და ა.შ უფლება.

ერთი რამ უნდა ვაღიარო, ეს არც ჩემი განყოფილების გამგემ არ იცის: მე მქონდა პაციენტის ისტორია, რომელიც იდო "პაპკაში". შევდიოდი ციხის კამერაში თვითმფრინავის გამტაცებელთან და ვიცოდი, რომ არის მიკროფონები, მისმენენ, ვერც თვალით, ვერც ხელით ვერაფერს მანიშნებ... მაგრამ, ბავშვი ვიყავი მაინც, 21 წლის, ამ "პაპკაზე" დავწერე უკნიდან: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები! და ეს დავანახე... მოსაყოლად იოლია, მაგრამ ამის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა და რითიც დასრულდა... ძალიან რთულია, როცა ამდენი რამით ცხოვრობ ადამიანი..." - ისაუბრა აჩიკო მეფარიძემ, რომლისთვისაც ამ ისტორიის გახსენება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.