სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ
ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ

ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლის სერ­ვი­სი აქ­ვეყ­ნებს ან­გა­რიშს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის (Pfizer-BioNTech) გვერ­დით ეფექ­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ-19-ის ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, ყო­ვე­ლი სა­მი­დან ერთს აღე­ნიშ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნის შემ­დგო­მი ეფექ­ტი.

ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სერ­ვი­სის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, არც ერთი გვერ­დი­თი ეფექ­ტი არ ყო­ფი­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ძი­რი­თა­დად ეს იყო ინექ­ცი­ის ად­გი­ლის გარ­შე­მო ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. ექ­სპერ­ტებ­მა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს 40 000 აც­რილ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

მკვლე­ვარ­თა გან­მარ­ტე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ზო­გი­ერ­თი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა, მაგ­რამ არც ერთი მათ­გა­ნი არაა სა­ში­ში და აცხა­დე­ბენ, რომ ეს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი არ ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზ­მი რა­ი­მით და­ა­ვად­და, ეს უბ­რა­ლოდ არის ორ­გა­ნიზ­მის პა­სუ­ხი ვაქ­ცი­ნა­ზე. ექი­მე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ვაქ­ცი­ნა ერ­თგვა­რად ას­წავ­ლის ორ­გა­ნიზმს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლას.

მკვლე­ვა­რებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით Pfizer-BioNTech-ის ვაქ­ცი­ნით აც­რილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მისი 1 დოზა მა­ინც ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი, სთხო­ვეს, რომ აღე­წე­რათ ყვე­ლა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც ვაქ­ცი­ნა გა­მო­იწ­ვევ­და. კვლე­ვა 2021 წლის იან­ვრის და­სა­წყი­სი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და ორი მთა­ვა­რი რამ, რაც გა­ირ­კვა:

  • იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს ვაქ­ცი­ნის 1 დოზა, 37%-ს ჰქონ­და ე.წ. ად­გი­ლობ­რი­ვი, ვაქ­ცი­ნის შემ­დგო­მი ეფექ­ტი, რო­გო­რი­ცაა ვაქ­ცი­ნის ად­გი­ლის ტკი­ვი­ლი, ან შე­შუ­პე­ბა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და 45%-მდე იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დოზა მი­ი­ღეს.
  • იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს ვაქ­ცი­ნის 1 დოზა, 14%-ს გა­მო­უვ­ლინ­და მთლი­ა­ნი სხე­უ­ლის, სის­ტე­მუ­რი ეფექ­ტი, რო­გო­რი­ცაა ცხე­ლე­ბა, ტკი­ვი­ლი, ან შემ­ცივ­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნულ­მა გვერ­დით­მა ეფექ­ტმა კი გას­ტა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 7 დღე. ამას­თან, იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­მაც ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დოზა მი­ი­ღეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი 22%-ს გა­მო­უვ­ლინ­და.

რო­გორც BBC მე­დი­კო­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა და ასე­ვე რე­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ დრო­ის­თვის აჩ­ვე­ნებს, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია. ექი­მე­ბი კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა­ვენ, რომ არც ერთი ეს ეფექ­ტი სა­ში­ში არ არის და რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქრე­ბა.

ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სერ­ვი­სის ან­გა­რი­ში იძ­ლე­ვა გაფრ­თხი­ლე­ბა­საც:

ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ანამ­ნეზ­ში აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი და არა ზო­გა­დი ალერ­გია, არ უნდა მი­ი­ღონ Pfizer-BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა და ასე­ვე არც Moderna-ს ვაქ­ცი­ნა, რად­გა­ნაც ეს ორი ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სია.

ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი შე­მოწ­მე­ბა და კვლე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კვლავ გრძელ­დე­ბა.

Bloomberg-ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 104.6 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. მათ შო­რის, აშშ-ში 33.7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 10.2%-ს შე­ად­გენს. აშშ-ს ჩი­ნე­თი მოჰ­ყვე­ბა 24 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტით, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 1.7%-ს შე­ად­გენს. ევ­რო­კავ­შირ­ში კი, სა­ერ­თო ჯამ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 13.4 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 3-3.5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც უკვე 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 55.8%-ს შე­ად­გენს. ის­რა­ე­ლის გარ­და, ვაქ­ცი­ნა­ცია სწრა­ფი ტემ­პით არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის 33% და 15%-ს ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ ეტაპ­ზე, თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე Pfizer-BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა შე­მო­ი­ტა­ნენ, ვაქ­ცი­ნის მე­ო­რე პარ­ტი­ის შე­მო­ტა­ნა მარ­ტის­თვი­საა და­გეგმლი და წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში Asrazeneca-ს ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
17

სითხის სახით შეყავთ ადამიანის ორგანიზმში ჩ ი პ ი ეგრეთწოდებული ვაქცინა. (რათქმაუნდა არ ავიცრები). 

კულუმბეგოვო უსმინე
1

ალერგიულზე ვისაც მწვავე რეაქცია ჰქონია აცრა არ გამოვაო და შენ რა გამწარებული იგლიჯავ კისერს და თავს დებ შეიძლება ასეთის აცრა,რა უფლება გაქვს სიკვდილს მაყურებინო თვალებში?რამდენს იღებთ თავზე,ვიღა გენდობათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ

ცხელება, შემცივნება, შეშუპება - რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულის სერვისი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer-BioNTech) გვერდით ეფექტებზეა საუბარი. კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან, ყოველი სამიდან ერთს აღენიშნება ვაქცინის შემდგომი ეფექტი.

ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ანგარიშის მიხედვით, არც ერთი გვერდითი ეფექტი არ ყოფილა სერიოზული. მათივე განმარტებით, ძირითადად ეს იყო ინექციის ადგილის გარშემო ტკივილის შეგრძნება. ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს 40 000 აცრილ ადამიანზე, რომელთა უმეტესობაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო.

მკვლევართა განმარტებით, მოსალოდნელია ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა საშიში და აცხადებენ, რომ ეს გვერდითი ეფექტები არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი რაიმით დაავადდა, ეს უბრალოდ არის ორგანიზმის პასუხი ვაქცინაზე. ექიმები განმარტავენ, რომ ვაქცინა ერთგვარად ასწავლის ორგანიზმს კორონავირუსთან ბრძოლას.

მკვლევარებმა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებს, რომლებსაც მისი 1 დოზა მაინც ჰქონდათ გაკეთებული, სთხოვეს, რომ აღეწერათ ყველა გვერდითი მოვლენა, რომელსაც ვაქცინა გამოიწვევდა. კვლევა 2021 წლის იანვრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

და ორი მთავარი რამ, რაც გაირკვა:

  • იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის 1 დოზა, 37%-ს ჰქონდა ე.წ. ადგილობრივი, ვაქცინის შემდგომი ეფექტი, როგორიცაა ვაქცინის ადგილის ტკივილი, ან შეშუპება, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 45%-მდე იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს.
  • იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის 1 დოზა, 14%-ს გამოუვლინდა მთლიანი სხეულის, სისტემური ეფექტი, როგორიცაა ცხელება, ტკივილი, ან შემცივნება, აღნიშნულმა გვერდითმა ეფექტმა კი გასტანა დაახლოებით 7 დღე. ამასთან, იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, აღნიშნული სიმპტომები 22%-ს გამოუვლინდა.

როგორც BBC მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, ყველა სამედიცინო გამოკვლევა და ასევე რეალური გამოცდილება ამ დროისთვის აჩვენებს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ექიმები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ არც ერთი ეს ეფექტი საშიში არ არის და რომ რამდენიმე დღეში ქრება.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ანგარიში იძლევა გაფრთხილებასაც:

ექიმები ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები და არა ზოგადი ალერგია, არ უნდა მიიღონ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა და ასევე არც Moderna-ს ვაქცინა, რადგანაც ეს ორი ერთმანეთის მსგავსია.

ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მისი შემოწმება და კვლევა ვაქცინაციის პარალელურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავ გრძელდება.

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 33% და 15%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველ ეტაპზე, თებერვლის ბოლომდე Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა შემოიტანენ, ვაქცინის მეორე პარტიის შემოტანა მარტისთვისაა დაგეგმლი და წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში Asrazeneca-ს ვაქცინა შემოვა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა