საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის დრო­საც, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის სა­კი­თხიც წა­მო­წია, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა ისა­უბ­რეს New START-ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­კი­თხზე და ხაზი გა­უს­ვეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე ახა­ლი კონ­ტრო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის სრუ­ლი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი­სა და ჩი­ნე­თი­დან მზარ­დი საფრ­თხის­კენ.

"სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ხაზი გა­უს­ვა პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, და­იც­ვას ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მტკი­ცედ დად­გეს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხად, რო­მე­ლიც ჩვენ ან ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს გვა­ზი­ა­ნებს. ეს გუ­ლის­ხმობს პოლ უე­ლა­ნის და ტრე­ვორ რი­დის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რათა მათ მი­ე­ცეთ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ოჯახ­თან შინ დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, წა­მო­წია შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე რუ­სე­თის ჩა­რე­ვის, უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მო­წამ­ვლის და SolarWinds-ის ინ­დი­ცენ­ტის სა­კი­თხე­ბი" - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათა თუთაშხია
0

მიკვირს ოპოზიციონერების უმოქმედობის, ნუთუ ვერავინ ვერ მოიფიქრა ოპოზიციაში, რომ რისთვისაც განაწყენდნენ საქართველოზე ევროკავშირი და ამერიკა, სულ მარტივად შეიძლებოდა სიტუაციის განმუხტვა. რუსული კანონის მაგივრად, ოპოზიციონერებმა ამერიკული კანონი ფარა თარგმნონ და ალტერნატივის სახით წარადგინონ პარლამენტში დასამტკიცებლად. ქართულ ოცნებასაც მოუჯოკრავდნენ და ამერიკა და ევროპაც დამშვიდდებოდა. პარლამენტი გააუქმებდა რუსულ კანონს და მიიღებდა ამერიკულ კანონს. ნუთუ ამის მოფიქრება ოპოზიციაში ვერავინ ვერ შეძლო?

mdivani
0

და რუსეთიც რომ ნატოში გაწევრიანდეს ?)))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც, სახელმწიფო მდივანმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოწია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს New START-ის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე და ხაზი გაუსვეს შეიარაღებაზე ახალი კონტროლის აუცილებლობას, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის სრული ბირთვული იარაღისა და ჩინეთიდან მზარდი საფრთხისკენ.

"სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ დადგეს შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებებზე პასუხად, რომელიც ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს გვაზიანებს. ეს გულისხმობს პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ მიეცეთ შეერთებულ შტატებში, ოჯახთან შინ დაბრუნების საშუალება. სახელმწიფო მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად, წამოწია შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის, უკრაინასა და საქართველოში მისი სამხედრო აგრესიის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და SolarWinds-ის ინდიცენტის საკითხები" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.