მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გია შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - რას ყვებიან წლების წინ და ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები
"გია შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - რას ყვებიან წლების წინ და ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები

ფოთ­ში მოკ­ლუ­ლი გუ­რამ ახა­ლა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტრა­გე­დი­ას, წარ­სულ­ში მომ­ხდარ გია შა­ლი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას არ უკავ­ში­რე­ბენ. მათ მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

"არა­ფე­რი ვიცი. ჩემი მე­უღ­ლე დამ­ნა­შა­ვის ძმის მკვლე­ლო­ბა­ში წლე­ბის წინ იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მაგ ფაქტთან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. ჩემი მე­უღ­ლე წლე­ბია, რაც ევ­რო­პა­ში იმ­ყო­ფე­ბა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ნა­ი­რი დავა არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლემ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა წარ­სულ­ში მომ­ხდარ და­ნა­შა­ულს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც 2006 წელს მოხ­და. მა­შინ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, გია შა­ლი­კაშ­ვი­ლი პა­ლი­ას­ტო­მის ტბა­ზე მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ამ მკვლე­ლო­ბა­ში გუ­რამ ახა­ლა­ი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­და.

ფოთ­ში დღეს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი შალ­ვა (ბაჩო) შა­ლი­კაშ­ვი­ლია. მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცოტა ხნის წინ პო­ლი­ცია იმ­ყო­ფე­ბო­და. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

"პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. აქე­დან არა­ფე­რი არ ამო­უ­ღი­ათ. რა აკავ­ში­რებს ბი­ძა­ჩემს ამ მკვლე­ლო­ბას­თან, არ ვიცი. უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ეს წლე­ბის წინ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას, არც ეს ვიცი", - აცხა­დებს და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­ზობ­ლე­ბი, წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნე­ბენ.

"გია შა­ლი­კაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წლე­ბის წინ ტბა­ში იპო­ვეს. ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი ჰქონ­და მობ­მუ­ლი. ის ტყვი­ით იყო მოკ­ლუ­ლი, ფრჩხი­ლე­ბი დამძვრა­ლი ჰქო­ნია. მა­შინ წა­მე­ბით მოკ­ლეს და ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის არა­ვინ არ დას­ჯი­ლა. დღეს მომ­ხდა­რი ფაქ­ტი უკავ­შირ­დე­ბა თუ არა შუ­რის­ძი­ე­ბას, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვი­ცით არა­ფე­რი", - აცხა­დებს და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პი­რის მე­ზო­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ფოთ­ში 45 წლამ­დე მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოხ­და. დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. შსს-მ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
33

ზურგი უნახეთ, უკვე პატარა ფრთები ექნება და სამოთხეში შეუძლია ბაც! და შეფრინდეს.

... ჩემი უდანაშაულოა, ისინი კი დამნაშავეენი, რატომ? რისთვის? აზრზე არა ვართ! აი ეს გახლავთ ტრაფარეტული კომენტარი, ქვეყანაში მომხდარი ყველა მკვლელობის შემდეგ.

?////
11

თუ მკვლელი იყო კარგადაც უქნია როცა სასამართლო შერჩევიტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"გია შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - რას ყვებიან წლების წინ და ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები

"გია შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - რას ყვებიან წლების წინ და ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები

ფოთში მოკლული გურამ ახალაიას ოჯახის წევრები ტრაგედიას, წარსულში მომხდარ გია შალიკაშვილის მკვლელობას არ უკავშირებენ. მათ მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

"არაფერი ვიცი. ჩემი მეუღლე დამნაშავის ძმის მკვლელობაში წლების წინ იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მაგ ფაქტთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ჩემი მეუღლე წლებია, რაც ევროპაში იმყოფება და რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. არანაირი დავა არ ყოფილა", - განაცხადა მოკლული მამაკაცის მეუღლემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მომხდარი მკვლელობა წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, რომელიც 2006 წელს მოხდა. მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი, გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს. ამ მკვლელობაში გურამ ახალაიას ადანაშაულებდნენ, რომელიც მას შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

ფოთში დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შალვა (ბაჩო) შალიკაშვილია. მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ პოლიცია იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

"პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. აქედან არაფერი არ ამოუღიათ. რა აკავშირებს ბიძაჩემს ამ მკვლელობასთან, არ ვიცი. უკავშირდება თუ არა ეს წლების წინ მომხდარ მკვლელობას, არც ეს ვიცი", - აცხადებს დაკავებულის ოჯახის ახლობელი.

დაკავებული მამაკაცის მეზობლები, წარსულში მომხდარი მკვლელობის დეტალებს იხსენებენ.

"გია შალიკაშვილის ცხედარი წლების წინ ტბაში იპოვეს. ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული. ის ტყვიით იყო მოკლული, ფრჩხილები დამძვრალი ჰქონია. მაშინ წამებით მოკლეს და ამ დანაშაულისთვის არავინ არ დასჯილა. დღეს მომხდარი ფაქტი უკავშირდება თუ არა შურისძიებას, ვერაფერს გეტყვით, არ ვიცით არაფერი", - აცხადებს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის მეზობელი.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.