მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს
"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ველ­მა არ­ხმა" მთაწ­მინ­დის პარკში ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის, ლია მი­ქა­ძის, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის, ჟა­ნე­ტა არჩვა­ძის, ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი­სა და თენ­გიზ ნა­თა­ძის შემ­დეგ, დღეს ლე­გენ­და­რულ და­ვით სო­კო­ლოვს ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნა.

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­სა­ხე­ე­ბის­თვის სა­ხე­ლო­ბი­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის გახ­სნის ტრა­დი­ცია 2013 წელს დამ­კვიდ­რდა და სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რის თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

ბოლო წლე­ბია და­ვით სო­კო­ლო­ვი მძი­მე სენს ებ­რძვის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წერს ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი დიქ­ტო­რის ახლო მე­გო­ბა­რია.

რო­გორც Ambebi.ge-ს მაკა რაზ­მა­ძე უყ­ვე­ბა, მას შემ­დეგ, რაც დიქ­ტორ­მა სა­კუ­თა­რი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მწო­ლი­ა­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლად უკე­თე­სად გახ­და...

- და­ვით სო­კო­ლო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბა ბოლო დროს არა­ერ­თხელ დამ­ძიმ­და. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დრო­უ­ლად მო­ხერ­ხდა მის­თვის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა. ორ კვი­რა­ში მოხ­და ორ­გა­ნი­ზე­ბა მისი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის. „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ დი­რექ­ტორ­მა თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, რუ­სუ­დან მან­ჯგა­ლა­ძემ, ბონ­დო მძი­ნა­რიშ­ვილ­მა და და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა მოკ­ლე დრო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ კარ­გად ჩა­ევ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბას.

- რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ვარ­სკვლავს უხ­სნიდ­ნენ, რო­გო­რი იყო მისი რე­აქ­ცია?

- ბა­ტო­ნი და­ვი­თი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მისი ვარ­სკვლა­ვი უნდა გახ­სნი­ლი­ყო. სა­ოც­რე­ბა მოხ­და, მა­შინ­ვე მომ­ჯო­ბინ­და და მო­ი­თხო­ვა, რომ დას­წრე­ბო­და ღო­ნის­ძი­ე­ბას. მარ­თა­ლია, ეტ­ლით მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ფეხ­ზე იდგა და ისე იღებ­და მი­ლოც­ვებს, სას­წა­უ­ლი მოხ­და.

- რა სი­ტყვე­ბი წარ­მოს­თქვა გახ­სნის დროს?

- ცრემ­ლის გა­რე­შე ამ დღეს არ ჩა­უვ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის არ არის გულ­ჩვი­ლი ადა­მი­ა­ნი. იტი­რა იმ და­ფა­სე­ბის­თვის, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა, გული აუ­ჩუყ­და. მად­ლო­ბე­ბის გარ­და, წა­ი­კი­თხა თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ლექ­სი, „თავს არ მო­იკ­ლავს ქარ­თვე­ლი არა...“

- ახლა ვინ ზრუ­ნავს მას­ზე, გვახ­სოვს, ცოტა ხნის წინ სა­კუ­თა­რი ბინა მი­ი­ღო, რის­თვი­საც კახი კა­ლა­ძეს უხ­დი­დით მად­ლო­ბას...

- გახ­სოვთ ალ­ბათ, რომ ბა­ტონ და­ვითს თბი­ლი­სის ომის დროს და­ეწ­ვა ბინა და მას შემ­დეგ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და კუთ­ვნილ სახ­ლს. და­ვით სო­კო­ლო­ვი არ არის უბ­რა­ლოდ დიქ­ტო­რი, ის ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის წინა ხაზ­ზე იყო ყო­ველ­თვის. ბი­ნაც შე­წი­რა ამ ყვე­ლა­ფერს და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კახი კა­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით რამ­დე­ნი­მე თვე­ში მო­უგ­ვარ­და ეს პრობ­ლე­მა და ახლა თა­ვის რძალ­თან, შვილ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ისი­ნი უვ­ლი­ან, სას­წა­უ­ლი რძა­ლი ჰყავს, მაგ­და ბურ­დი­ლა­ძე, ისე­თი მა­გა­რი გო­გოა, რომ ზოგს შვი­ლი არ ეყო­ლე­ბა ასე­თი, ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი იბ­რძვის მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

- რო­გო­რია ახლა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- რო­გორც იცით, ბა­ტო­ნი და­ვი­თი მძი­მე სენს ებ­რძვის და პე­რი­ო­დუ­ლად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ხოლ­მე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. დღეს ისე ბრწყი­ნავ­და, მას რა მო­ე­რე­ვა ამის შემ­დეგ, არ ვიცი. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო და ისე­თი მუხ­ტი მი­ი­ღო, რომ იმე­დი მაქვს, დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კი­დევ ჯან­მრთე­ლად.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
1

ბატონი დავითი არის ლეგენდა! ვულოცავ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!

მანო
0

მომილოცავს ბატონო დავით,ღირსეული ადამიანი ბრძანდებით. ეს დიდი ზეიმია მთელი საქართველოსთვის.ჯანმრთელობას გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნეს

საქართველოს "პირველმა არხმა" მთაწმინდის პარკში ალექსანდრა მაჭავარიანის, ლია მიქაძის, ჯულიეტა ვაშაყმაძის, ჟანეტა არჩვაძის, ნუგზარ ჯუღელისა და თენგიზ ნათაძის შემდეგ, დღეს ლეგენდარულ დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნა.

ცნობილი ტელესახეებისთვის სახელობითი ვარსკვლავების გახსნის ტრადიცია 2013 წელს დამკვიდრდა და სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლო წლებია დავით სოკოლოვი მძიმე სენს ებრძვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელიც გასული საუკუნის ცნობილი დიქტორის ახლო მეგობარია.

როგორც Ambebi.ge-ს მაკა რაზმაძე უყვება, მას შემდეგ, რაც დიქტორმა საკუთარი ვარსკვლავის გახსნის შესახებ შეიტყო, რეანიმაციაში მწოლიარე მოულოდნელად უკეთესად გახდა...

- დავით სოკოლოვის ჯანმრთელობა ბოლო დროს არაერთხელ დამძიმდა. ძალიან მიხარია, რომ დროულად მოხერხდა მისთვის ვარსკვლავის გახსნა. ორ კვირაში მოხდა ორგანიზება მისი ვარსკვლავის გახსნის. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორმა თიკო ბერძენიშვილმა, რუსუდან მანჯგალაძემ, ბონდო მძინარიშვილმა და დავით ოქიტაშვილმა მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეს, რომ კარგად ჩაევლო ღონისძიებას.

- როდესაც გაიგო, რომ ვარსკვლავს უხსნიდნენ, როგორი იყო მისი რეაქცია?

- ბატონი დავითი რეანიმაციაში იწვა, როდესაც გაიგო, რომ მისი ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო. საოცრება მოხდა, მაშინვე მომჯობინდა და მოითხოვა, რომ დასწრებოდა ღონისძიებას. მართალია, ეტლით მოიყვანეს, მაგრამ ფეხზე იდგა და ისე იღებდა მილოცვებს, სასწაული მოხდა.

- რა სიტყვები წარმოსთქვა გახსნის დროს?

- ცრემლის გარეშე ამ დღეს არ ჩაუვლია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის გულჩვილი ადამიანი. იტირა იმ დაფასებისთვის, რაც საკუთარი თვალით ნახა, გული აუჩუყდა. მადლობების გარდა, წაიკითხა თავისი ინიციატივით ლექსი, „თავს არ მოიკლავს ქართველი არა...“

- ახლა ვინ ზრუნავს მასზე, გვახსოვს, ცოტა ხნის წინ საკუთარი ბინა მიიღო, რისთვისაც კახი კალაძეს უხდიდით მადლობას...

- გახსოვთ ალბათ, რომ ბატონ დავითს თბილისის ომის დროს დაეწვა ბინა და მას შემდეგ 20 წლის განმავლობაში ითხოვდა კუთვნილ სახლს. დავით სოკოლოვი არ არის უბრალოდ დიქტორი, ის ისტორიული პიროვნებაა, ბოლო წლებში საქართველოში დატრიალებული მოვლენების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. ბინაც შეწირა ამ ყველაფერს და ოჯახის წევრებიც. საბედნიეროდ, კახი კალაძის მეშვეობით რამდენიმე თვეში მოუგვარდა ეს პრობლემა და ახლა თავის რძალთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად საკუთარ ბინაში ცხოვრობს. ისინი უვლიან, სასწაული რძალი ჰყავს, მაგდა ბურდილაძე, ისეთი მაგარი გოგოა, რომ ზოგს შვილი არ ეყოლება ასეთი, ხმალამოღებული იბრძვის მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

- როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- როგორც იცით, ბატონი დავითი მძიმე სენს ებრძვის და პერიოდულად უმჯობესდება ხოლმე მისი მდგომარეობა. დღეს ისე ბრწყინავდა, მას რა მოერევა ამის შემდეგ, არ ვიცი. ისეთი ბედნიერი იყო და ისეთი მუხტი მიიღო, რომ იმედი მაქვს, დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელად.