მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია
როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია

ყვე­ლა­ზე გამ­ძლე პლან­შე­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს შე­ჯავ­შნილ მო­წყო­ბი­ლო­ბებს, რო­მელ­თაც ფოს­მა­ჟო­რულ ვი­თა­რე­ბა­ში ან რთულ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ.

და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ, მწარ­მო­ებ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ ბაზ­რის გარ­კვე­უ­ლი სეგ­მენ­ტი უფრო გამ­ძლე და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ხან­გრძლივ პე­რი­ოდ­ზე გათ­ვლილ პლან­შე­ტებს სა­ჭი­რო­ებ­და და ამ­გვა­რი პა­რა­მეტ­რე­ბის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს.

შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს გამ­ძლე მა­სა­ლის­გან შექ­მნილ მო­წყო­ბი­ლო­ბებს, რო­მელ­თა და­ზი­ა­ნე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. პლან­შე­ტის თი­თო­ე­უ­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი მა­სა­ლა მკაც­რად მოწ­მდე­ბა, იტეს­ტე­ბა და მხო­ლოდ მას ეშ­ვე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში. გამ­ძლე­ო­ბი­სა და ძლი­ე­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზო­გი­ერ­თი ასე­თი პლან­შე­ტი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი მუ­შა­ობს.

  • რას "უძ­ლებს“ შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტი?

ის წყალ­გამ­ძლე მა­სა­ლე­ბის­გან არის შექ­მნი­ლი და მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის, თო­ვის ან წვი­მის დროს, სენ­სო­რი მუ­შა­ო­ბას არ წყვეტს, მო­წყო­ბი­ლო­ბა არც სწრა­ფად ზი­ან­დე­ბა. ამას­თან, შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცხელ რე­გი­ო­ნებ­ში, ქარ­ხნებ­ში, სა­წარ­მო­ებ­ში, მა­ღა­რო­ებ­ში, სა­დაც მტვე­რია. რო­გორც წესი, მტვრი­ან გა­რე­მო­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი მალე გა­მო­დის მწყობ­რი­დან, შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტე­ბი კი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის­თვის არის შექ­მნი­ლი.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რის გა­მოც შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, არის ის, რომ მათი და­ზი­ა­ნე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თის­თვის, მან­ქა­ნამ რომ გა­და­უ­ა­როს, შე­იძ­ლე­ბა, ეკ­რან­ზე მხო­ლოდ ნა­კაწ­რე­ბი ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ბზა­რე­ბი დარ­ჩეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­გორც გამ­ძლე­ო­ბის, ისე უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა სტან­დარტს იმი­სათ­ვის, რომ სამ­ხედ­რო­ებ­მა, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა თუ ალ­პი­ნის­ტებ­მა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ. ცნო­ბი­ლია, რომ ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­აც აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტებს ჩვე­უ­ლებ­რივ­თან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლი ფასი აქვს, თუმ­ცა ისი­ნი 5 და მეტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ და ახა­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბის­გან გვა­ზღვე­ვენ.

შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტე­ბი მათი გამ­ძლე­ო­ბის გამო, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ მისი და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი თით­ქმის არ არ­სე­ბობს, მწარ­მო­ებ­ლე­ბი მე­ტა­ლის მძი­მე წვე­თის ტეს­ტი­რე­ბა­საც იყე­ნე­ბენ-ხოლ­მე, რო­მე­ლიც პლან­შე­ტის ეკ­რანს სი­მაღ­ლი­დან ეცე­მა, თუმ­ცა ვე­რა­ფერს აკ­ლებს.

ამის მა­გა­ლი­თად, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მწარ­მო­ებ­ლის პლან­შე­ტის შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ:

აღ­ნიშ­ნუ­ლი პლან­შე­ტე­ბის სქე­მე­ბი და მისი თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის გან­ლა­გე­ბა შერ­ჩე­უ­ლია იმ მიზ­ნით, რომ და­ვარ­დნი­სა და ვიბ­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ქა­ნიზმს ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს. ამას­თან, მწარ­მო­ებ­ლე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ბა­ტა­რე­ის გამ­ძლე­ო­ბა­საც, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ერ­თგვარ სუსტ წერ­ტილს წარ­მო­ად­გენს. შე­ჯავ­შნი­ლი პლან­შე­ტე­ბის ბა­ტა­რეა ჩვე­უ­ლებ­რივ­თან შე­და­რე­ბით უფრო გამ­ძლეა და სი­ცი­ვის გამო, ხში­რად და­მუხ­ტვას არ სა­ჭი­რო­ებს.

ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მე­ხან­ძრე­ე­ბი თუ ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლის მომ­პო­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ჯავ­შნილ პლან­შე­ტებს იყე­ნე­ბენ, რად­გან ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვი­სა და სა­მუ­შა­ოს უკეთ შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­ვი­და, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ ახლა ინერ­გე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია

როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია

ყველაზე გამძლე პლანშეტები წარმოადგენს შეჯავშნილ მოწყობილობებს, რომელთაც ფოსმაჟორულ ვითარებაში ან რთულ კლიმატურ პირობებში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ.

დაახლოებით 20 წლის წინ, მწარმოებლებმა დაინახეს, რომ ბაზრის გარკვეული სეგმენტი უფრო გამძლე და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ პლანშეტებს საჭიროებდა და ამგვარი პარამეტრების მქონე მოწყობილობაზე მუშაობა დაიწყეს.

შეჯავშნილი პლანშეტები წარმოადგენს გამძლე მასალისგან შექმნილ მოწყობილობებს, რომელთა დაზიანება საკმაოდ რთულია. პლანშეტის თითოეული ინდუსტრიული მასალა მკაცრად მოწმდება, იტესტება და მხოლოდ მას ეშვება წარმოებაში. გამძლეობისა და ძლიერი ოპერატიული სისტემის გათვალისწინებით, ზოგიერთი ასეთი პლანშეტი 10 წლის განმავლობაშიც კი მუშაობს.

  • რას "უძლებს“ შეჯავშნილი პლანშეტი?

ის წყალგამძლე მასალებისგან არის შექმნილი და მაღალი ტენიანობის, თოვის ან წვიმის დროს, სენსორი მუშაობას არ წყვეტს, მოწყობილობა არც სწრაფად ზიანდება. ამასთან, შეჯავშნილი პლანშეტები აქტიურად გამოიყენება ცხელ რეგიონებში, ქარხნებში, საწარმოებში, მაღაროებში, სადაც მტვერია. როგორც წესი, მტვრიან გარემოში ჩვეულებრივი მოწყობილობები მალე გამოდის მწყობრიდან, შეჯავშნილი პლანშეტები კი სპეციალურად ამგვარი პირობებისთვის არის შექმნილი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რის გამოც შეჯავშნილი პლანშეტები პოპულარობით სარგებლობს, არის ის, რომ მათი დაზიანება თითქმის შეუძლებელია. მაგალითისთვის, მანქანამ რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანზე მხოლოდ ნაკაწრები ან უარეს შემთხვევაში, ბზარები დარჩეს.

აღნიშნული მოწყობილობები, როგორც გამძლეობის, ისე უსაფრთხოების კუთხით აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იმისათვის, რომ სამხედროებმა, პოლიციის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა თუ ალპინისტებმა შეუფერხებლად გამოიყენონ. ცნობილია, რომ ნიუ იორკის პოლიციაც აღნიშნული ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი. შეჯავშნილი პლანშეტებს ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მაღალი ფასი აქვს, თუმცა ისინი 5 და მეტი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და ახალი მოწყობილობის შეძენის საჭიროებისგან გვაზღვევენ.

შეჯავშნილი პლანშეტები მათი გამძლეობის გამო, თანამშრომლების პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება. იმის დასადასტურებლად, რომ მისი დაზიანების რისკი თითქმის არ არსებობს, მწარმოებლები მეტალის მძიმე წვეთის ტესტირებასაც იყენებენ-ხოლმე, რომელიც პლანშეტის ეკრანს სიმაღლიდან ეცემა, თუმცა ვერაფერს აკლებს.

ამის მაგალითად, ერთი კონკრეტული მწარმოებლის პლანშეტის შეგიძლიათ იხილოთ:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/eENfQsLFroI" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

აღნიშნული პლანშეტების სქემები და მისი თითოეული დეტალის განლაგება შერჩეულია იმ მიზნით, რომ დავარდნისა და ვიბრაციის შემთხვევაში, მექანიზმს ზიანი არ მიადგეს. ამასთან, მწარმოებლები ითვალისწინებენ ბატარეის გამძლეობასაც, რაც თანამედროვე მოწყობილობების ერთგვარ სუსტ წერტილს წარმოადგენს. შეჯავშნილი პლანშეტების ბატარეა ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გამძლეა და სიცივის გამო, ხშირად დამუხტვას არ საჭიროებს.

ყველა განვითარებული ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მეხანძრეები თუ ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი ქარხნების თანამშრომლები შეჯავშნილ პლანშეტებს იყენებენ, რადგან ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ფინანსების დაზოგვისა და სამუშაოს უკეთ შესრულების საშუალებას აძლევთ. აღნიშნული ტექნოლოგია წლებია, საქართველოშიც შემოვიდა, თუმცა აქტიურად მხოლოდ ახლა ინერგება.

რას დააზღვევთ ალდაგში 5 ლარად?

როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს

როგორ შევქმნათ ონლაინ რესტორანი 1 დღეში? - ახალი პლატფორმა კვების ობიექტებისთვის