ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლა მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.