პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა" - პატრული მედიაში მასზე გასულ ინფორმაციას უარყოფს
"ჩემს მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა" - პატრული მედიაში მასზე გასულ ინფორმაციას უარყოფს

პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი, ფო­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გელა კვა­ში­ლა­ვა უარ­ყოფს ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მას დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დაჰ­ქონ­და და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მხრი­დან სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვს. მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის­თვის სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას გეგ­მავს.

"და­ახ­ლო­ე­ბით 10 წელ­ზე მე­ტია პო­ლი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ და ღირ­სე­უ­ლად ვას­რუ­ლებს ჩემს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას. მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო 30 იან­ვარს ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში იყო სა­უ­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მე, გელა კვა­ში­ლა­ვა ფო­თის ქუ­ჩებ­ში გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით და გა­დამ­ქონ­და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ ეს არის სიც­რუე.

არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან არას­დროს მქო­ნია, არც „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა მყავს და არც არც არას­დროს მი­თხო­ვია ვინ­მეს­გან მსგავ­სი ტი­პის მა­სა­ლა. სა­ნამ სი­უ­ჟე­ტი ეთერ­ში გა­ვი­დო­და, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­მი­კავ­შირ­და, რო­მელ­საც ვე­სა­უბ­რე და გან­ვუ­მარ­ტე, რომ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნი­ა­რი კავ­ში­რი არ მქო­ნია, ასე­ვე ჩემი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც გა­ვი­და ეთერ­ში ჩემი ფო­ტო­სუ­რა­თი და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ტა­ნით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

მე, გელა კვა­ში­ლა­ვას მყავს მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მშობ­ლე­ბი. ამ სი­უ­ჟე­ტის შემ­დეგ, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და, შე­ი­ლა­ხა ჩემი პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია. აქე­დან გა­მო­დი­ნა­რე, პირ­ველ რიგ­ში, ვი­თხოვ ბო­დი­შის მოხ­დას ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის­გან". ასე­ვე ვა­პი­რებ სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ვიც­ვა ჩემი თავი და ვა­პი­რებ, მივ­მარ­თო სა­სა­მარ­თლოს ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ მხრი­დან ჩემი პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის და­კის­რე­ბის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და კვა­ში­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი
13

მიმართე სასამართლოს აუცილებლად!!!

Eee
71

Naglobac masetii unda... vin dagariga magneni ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემს მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა" - პატრული მედიაში მასზე გასულ ინფორმაციას უარყოფს

"ჩემს მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა" - პატრული მედიაში მასზე გასულ ინფორმაციას უარყოფს

პოლიციის მაიორი, ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა უარყოფს ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა და ტელეკომპანიის მხრიდან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს.

"დაახლოებით 10 წელზე მეტია პოლიციაში ვმუშაობ და ღირსეულად ვასრულებს ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას. მინდა გამოვეხმაურო 30 იანვარს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავაადგილდებოდი "მერსედესის" მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის სიცრუე.

არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არასდროს მქონია, არც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მყავს და არც არც არასდროს მითხოვია ვინმესგან მსგავსი ტიპის მასალა. სანამ სიუჟეტი ეთერში გავიდოდა, ტელეკომპანიის წარმომადგენელი დამიკავშირდა, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანიარი კავშირი არ მქონია, ასევე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიდა ეთერში ჩემი ფოტოსურათი და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალებების გადატანით ვარ დაკავებული.

მე, გელა კვაშილავას მყავს მეუღლე, ორი შვილი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ სიუჟეტის შემდეგ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამოდინარე, პირველ რიგში, ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია "პირველისგან". ასევე ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და ვაპირებ, მივმართო სასამართლოს ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე", - განაცხადა კვაშილავამ.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

"ვიდეოში მონაწილე პირები არ არიან შსს-ს თანამშრომლები... ამ "ფეიკ ნიუსის" გავრცელება ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას" - უწყების განცხადება

2012 წლამდე პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს