პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში 19 წლის ბიჭმა 12 წლის მეზობელი გოგონა გაიტაცა - ადგილობრივები შემთხვევის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ
აფხაზეთში 19 წლის ბიჭმა 12 წლის მეზობელი გოგონა გაიტაცა - ადგილობრივები შემთხვევის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ლი­ცი­ამ, ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა 12 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მის მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ 19 წლის ბიჭს ჰყავ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ოჩამ­ჩი­რე­ლი ინალ გა­მა­ხა­რი­აა, რო­მე­ლიც გო­გო­ნას მე­ზობ­ლად, აკარ­მარ­კის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 12 წლის ალექ­სან­დრა გვა­რა­მია ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზის ხი­დი­სა და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩაის ფაბ­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს, სა­ი­და­ნაც შე­ში­ნე­ბულ­მა დე­დას და­უ­რე­კა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, ვი­ღაც მა­მა­კა­ცი მომ­დევს, მიშ­ვე­ლე­თო და ტე­ლე­ფო­ნი გა­ე­თი­შა...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის ბიჭს, ისე­ვე, რო­გორც მა­მა­მისს, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ და ეს ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა, ოჯახს მისი მკურ­ნა­ლო­ბის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, ამი­ტომ, მე­ზობ­ლებს პე­რი­ო­დუ­ლად, მისი ქმე­დე­ბე­ბის გამო სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა უწევთ.

თუმ­ცა, სხვა ვერ­სი­ით, მა­მა­კაცს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, უბ­რა­ლოდ, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ალ­კოჰოლ­სა და მსუ­ბუქ ნარ­კო­ტი­კებს ეტა­ნე­ბა, რისი მი­ღე­ბის შემ­დე­გაც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბა, რო­გორც შინ, ასე­ვე ქუ­ჩა­ში. მას და 12 წლის გო­გო­ნას კი ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და ბიჭ­მა მისი მო­ტა­ცე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"მე­ზობ­ლებ­მა იცი­ან, რომ ისი­ნი ხში­რად ერ­თად და­დი­ოდ­ნენ, არა­ერ­თხელ უნა­ხავთ, რომ ბიჭი გო­გო­ნას ხან სკო­ლა­ში აცი­ლებ­და, ხან მე­გობ­რებ­თან... ალექ­სან­დრა 12 წლის არის, მაგ­რამ დიდი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს და არც არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მის ცო­ლო­ბა­ზე თა­ნახ­მა ყო­ფი­ლი­ყო. უბ­რა­ლოდ, ოჯახ­მა მი­ლი­ცი­ა­ში რომ გა­ნა­ცხა­და, შე­ე­შინ­და და ისე წარ­მო­ა­ჩი­ნეს, თით­ქოს მო­ი­ტა­ცეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით არც დე­დას­თან და­უ­რე­კავს საშ­ვე­ლად...

გო­გო­ნას ასა­კის გამო შე­შინ­და ბი­ჭის ოჯა­ხიც, თო­რემ ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ბიჭს გო­გო­ნა სხვა მიზ­ნით რომ გა­ე­ტა­ცე­ბი­ნა, მის ოჯახს რას უზამ­დნენ გვა­რა­მი­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში სალხ-კარს გა­და­უწ­ვავ­დნენ და შემ­დეგ, არც სის­ხლის დაღ­ვრა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ... ასე რომ შექ­სპი­რის დრა­მის აფხა­ზუ­რი ვერ­სია ვი­ხი­ლეთ" - წერს ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"რაზე სა­უბ­რობთ, ხალ­ხო, რა 12 წლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი? რა რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა? ადა­მი­ანს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს! მთე­ლი დღე და ღამე სა­ცო­და­ვი გო­გო­ნა ტყვე­ო­ბა­ში ჰყავ­და, არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს მის ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე... რო­დის მიხ­ვდე­ბით, რომ გა­რეთ 21-ე სა­უ­კუ­ნეა, ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი და დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი უნდა აგოს. თუ პრობ­ლე­მე­ბი აქვს, შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ! აბა თქვე­ნი შვი­ლი გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ, რო­გორ იჭი­კ­ჭი­კებ­დით?!" - წერს მა­რი­ნა ჩა­მა­გუა.

"გო­გო­ნა ერთ-ერთი დე­პუ­ტა­ტის, გვა­რად პერ­ტა­ი­ას ნა­თე­სა­ვია, რო­მელ­მაც სა­მი­ვე რა­ი­ო­ნის, ოჩამ­ჩი­რის, ტყვარ­ჩე­ლი­სა და გა­ლის მი­ლი­ცია ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა და ასე იპო­ვეს წყვი­ლი... გინ­დათ გაგ­რძე­ლე­ბა გი­თხრათ? ახლა ამ ბიჭს გი­ჟად შე­რა­ცხა­ვენ, რად­გან 12 წლის გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცა, ბი­ჭის ოჯა­ხი კი, რად­გან გავ­ლე­ნი­ა­ნი არა­ვინ ჰყავთ, ვე­რა­ფერ­საც ვერ და­ამ­ტკი­ცებს. ის, რომ ბიჭ­მა სი­სუ­ლე­ლე გა­ა­კე­თა, თა­ვის­თა­ვად ფაქ­ტია, მაგ­რამ გო­გო­ნას ოჯა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი. ჰოდა, ვი­ცხოვ­რებთ ამ უსა­მარ­თლო­ბა­ში კი­დევ დიდ­ხანს, ოღონდ რამ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რად არ ვიცი..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი "აფ­სუა-დბა­რი".

"რა გვჭირს, ამ ბოლო წლებ­ში, ამ­დე­ნი მა­ნი­ა­კი სა­ი­დან მო­ვი­და ამ პა­ტა­რა ერში? ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა... სად ვცხოვ­რობთ და რით ვუშ­ვე­ლოთ ამ ახალ თა­ო­ბას? ეს იზო­ლა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ჯო­ჯო­ხეთს იქ­მნი­ან გარ­შე­მო და ჩვენც კოშ­მარ­ში გვამ­ყო­ფე­ბენ. საით იყუ­რე­ბა ეს მთავ­რო­ბა, პო­ლი­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა? ყო­ვე­ლი დღე უა­რე­სი და უა­რე­სი გვეს­მის" - მი­აჩ­ნია ასტა არ­ძინ­ბას.

"რა სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კობთ, რა­ტომ აყე­ნებთ გო­გო­ნა­სა და მის ოჯახს შე­უ­ა­რა­ცხყო­ფას? რაც არ იცით, რა­ტომ ამ­ბობთ? შე­ხე­დეთ მის ფო­ტო­ებს, ადა­მი­ანს სა­ხე­ზე ეტყო­ბა, რომ პრობ­ლე­მე­ბი აქვს... მთე­ლი ოჯა­ხი ცო­ცხალ-მკვდა­რია, რად­გან იცი­ან, რომ ბიჭს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან" - მი­აჩ­ნია ლუდ­მი­ლა მი­ქა­ი­ას.

აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში, ე.წ მი­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებს 19 წლის გა­მა­ხა­რი­ამ უთხრა, რომ გო­გო­ნას დაბ­რუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­მო­სას­ყი­დის - 200 ათა­სი რუბ­ლის მო­თხოვ­ნას აპი­რებ­და, ამ თან­ხით კი აფხა­ზე­თი­დან წას­ვლა სურ­და.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
2

მჭყლეტველი

ნუცა
12

რატო მოიტაცა უნდა იშვილოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

აფხაზეთში 19 წლის ბიჭმა 12 წლის მეზობელი გოგონა გაიტაცა - ადგილობრივები შემთხვევის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ

აფხაზეთში 19 წლის ბიჭმა 12 წლის მეზობელი გოგონა გაიტაცა - ადგილობრივები შემთხვევის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციამ, ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვა და გაათავისუფლა 12 წლის გოგონა, რომელიც მის მეზობლად მცხოვრებ 19 წლის ბიჭს ჰყავდა გატაცებული. დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი ოჩამჩირელი ინალ გამახარიაა, რომელიც გოგონას მეზობლად, აკარმარკის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, 12 წლის ალექსანდრა გვარამია ქალაქის რკინიგზის ხიდისა და მიტოვებული ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე იპოვეს, საიდანაც შეშინებულმა დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა, ვიღაც მამაკაცი მომდევს, მიშველეთო და ტელეფონი გაეთიშა...

არსებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს, ისევე, როგორც მამამისს, ფსიქიკური პრობლემები აქვთ და ეს ახლობლებისთვის ცნობილია, თუმცა, ოჯახს მისი მკურნალობის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ, მეზობლებს პერიოდულად, მისი ქმედებების გამო სიფრთხილის გამოჩენა უწევთ.

თუმცა, სხვა ვერსიით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს, უბრალოდ, როგორც ადგილობრივი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ალკოჰოლსა და მსუბუქ ნარკოტიკებს ეტანება, რისი მიღების შემდეგაც არაადეკვატური ხდება, როგორც შინ, ასევე ქუჩაში. მას და 12 წლის გოგონას კი ერთმანეთი უყვარდათ და ბიჭმა მისი მოტაცება გადაწყვიტა.

"მეზობლებმა იციან, რომ ისინი ხშირად ერთად დადიოდნენ, არაერთხელ უნახავთ, რომ ბიჭი გოგონას ხან სკოლაში აცილებდა, ხან მეგობრებთან... ალექსანდრა 12 წლის არის, მაგრამ დიდი შეხედულება აქვს და არც არის გამორიცხული, მის ცოლობაზე თანახმა ყოფილიყო. უბრალოდ, ოჯახმა მილიციაში რომ განაცხადა, შეეშინდა და ისე წარმოაჩინეს, თითქოს მოიტაცეს, დიდი ალბათობით არც დედასთან დაურეკავს საშველად...

გოგონას ასაკის გამო შეშინდა ბიჭის ოჯახიც, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, ბიჭს გოგონა სხვა მიზნით რომ გაეტაცებინა, მის ოჯახს რას უზამდნენ გვარამიები, პირველ რიგში სალხ-კარს გადაუწვავდნენ და შემდეგ, არც სისხლის დაღვრა გაუჭირდებოდათ... ასე რომ შექსპირის დრამის აფხაზური ვერსია ვიხილეთ" - წერს ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

"რაზე საუბრობთ, ხალხო, რა 12 წლის შეყვარებული? რა რომეო და ჯულიეტა? ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს! მთელი დღე და ღამე საცოდავი გოგონა ტყვეობაში ჰყავდა, არავინ არაფერს ამბობს მის ახლანდელ მდგომარეობაზე... როდის მიხვდებით, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. თუ პრობლემები აქვს, შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანონ! აბა თქვენი შვილი გაეტაცებინათ, როგორ იჭიკჭიკებდით?!" - წერს მარინა ჩამაგუა.

"გოგონა ერთ-ერთი დეპუტატის, გვარად პერტაიას ნათესავია, რომელმაც სამივე რაიონის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის მილიცია ფეხზე დააყენა და ასე იპოვეს წყვილი... გინდათ გაგრძელება გითხრათ? ახლა ამ ბიჭს გიჟად შერაცხავენ, რადგან 12 წლის გოგონა გაიტაცა, ბიჭის ოჯახი კი, რადგან გავლენიანი არავინ ჰყავთ, ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებს. ის, რომ ბიჭმა სისულელე გააკეთა, თავისთავად ფაქტია, მაგრამ გოგონას ოჯახის პასუხისმგებლობაზეა აქ საუბარი. ჰოდა, ვიცხოვრებთ ამ უსამართლობაში კიდევ დიდხანს, ოღონდ რამდენად ბედნიერად არ ვიცი..." - წერს ინტერნეტმომხარებელი "აფსუა-დბარი".

"რა გვჭირს, ამ ბოლო წლებში, ამდენი მანიაკი საიდან მოვიდა ამ პატარა ერში? ამ ერთი თვის განმავლობაში მეოთხე ადამიანი დაიკარგა... სად ვცხოვრობთ და რით ვუშველოთ ამ ახალ თაობას? ეს იზოლაციაში დაბადებულ-გაზრდილი ახალგაზრდები ჯოჯოხეთს იქმნიან გარშემო და ჩვენც კოშმარში გვამყოფებენ. საით იყურება ეს მთავრობა, პოლიცია, საზოგადოება? ყოველი დღე უარესი და უარესი გვესმის" - მიაჩნია ასტა არძინბას.

"რა სიყვარულზე ლაპარაკობთ, რატომ აყენებთ გოგონასა და მის ოჯახს შეუარაცხყოფას? რაც არ იცით, რატომ ამბობთ? შეხედეთ მის ფოტოებს, ადამიანს სახეზე ეტყობა, რომ პრობლემები აქვს... მთელი ოჯახი ცოცხალ-მკვდარია, რადგან იციან, რომ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ვერაფერს გახდებიან" - მიაჩნია ლუდმილა მიქაიას.

აღიარებით ჩვენებაში, ე.წ მილიციის წარმომადგენელებს 19 წლის გამახარიამ უთხრა, რომ გოგონას დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდის - 200 ათასი რუბლის მოთხოვნას აპირებდა, ამ თანხით კი აფხაზეთიდან წასვლა სურდა.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას