სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზამთრის ომში" უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრები - ინფორმაცია არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო
"ზამთრის ომში" უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრები - ინფორმაცია არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო

AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაგ­რძე­ლებთ რუ­სეთ-ფი­ნე­თის ე.წ ზამ­თრის ომის მო­ნა­წი­ლე იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას, რომ­ლე­ბიც ამ დრომ­დე ოჯა­ხე­ბის­თვის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. მათი ნა­წი­ლი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში და­ი­ღუ­პა.

ინ­ფორ­მა­ცია მო­პო­ვე­ბუ­ლია ფი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხუ­რუ­ლი იყო. იქ ფი­ნე­თის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი საბ­ჭო­თა მე­ომ­რე­ბის სიაც არის და­ცუ­ლი.

და­ვით ეფ­რე­მის ძე რეხ­ვი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს სამ­ტრე­დი­ა­ში, სო­ფელ დიდ ჯი­ხა­იშ­ში. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­უ­ლი იყო და მსა­ხუ­რობ­და მა­ხა­ჩყა­ლა­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 7 აგ­ვის­ტოს. და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში 1942 წლის 17 თე­ბერ­ვალს. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ფი­ნეთ­ში, სავო-კა­რე­ლი­ა­ში.

და­ვით გი­ორ­გის ძე კა­ლა­ნი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წლის 7 იან­ვარს, ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის 16/3-ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 5 დე­კემ­ბერს, და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში 1942 წლის 25 მა­ისს, ვი­ბორ­გის რა­ი­ონ­ში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ვი­ი­პუ­რის ლა­ზა­რე­თის სა­საფ­ლა­ო­ზე, სტა­ცი­ო­ნა­რულ სა­საფ­ლა­ო­ზე - #30-ში.

კა­პი­ტონ ჯა­ღა­ლო­ვის ძე ქარ­და­ვა - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხუ­დონ­ში. და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში, 1942 წლის 5 ივ­ნისს სა­ერ­თო სი­სუს­ტის დი­აგ­ნო­ზით. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ვი­ბორ­გის რა­ი­ონ­ში, სელზ­ნო­ვოს (ტი­ე­ნ­ჰა­ა­რა) სა­საფ­ლა­ო­ზე, საფ­ლა­ვის ნო­მე­რი 1617.

ივა­ნე გაბ­რი­ე­ლის ძე კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი (ან კერ­ვაშ­ვი­ლი) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, ონის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სორ­ში. მამა გაბ­რი­ე­ლი ზუ­რა­ბის ძე. საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში 1938 წელს გა­იწ­ვი­ეს, წო­დე­ბა - სერ­ჟან­ტი. ტყვედ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ფი­ნეთ­ში, ოუ­ლუს გუ­ბერ­ნი­ა­ში, იუ­ლი­ვი­ეს­კა­ში, რო­მე­ლიც ცი­ხის სა­საფ­ლა­ოდ ით­ვლე­ბა.

კვი­რო­სი ერ­მი­ლეს ძე კი­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წელს, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­შოთ­ში. ცხოვ­რობ­და ბა­თუმ­ში, კი­რო­ვის ქუ­ჩის 30-ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 24 ივ­ნისს. და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში, და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია, ტურ­კუ-პორ­ში, კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი რი­კა­ან­მი­ა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე.

ალექ­სან­დრე კირ­ვა­ლი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვან­თა­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 24 ივ­ნისს, და­ი­ღუ­პა 1941 წლის 28 დე­კემ­ბერს ფი­ნეთ­ში, და­პის გუ­ბერ­ნი­ა­ში, ქა­ლაქ კემ­ში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია, აი­ო­ა­არ­ში, სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ალექ­სან­დრე ია­ნეს ძე ქის­ტა­უ­რი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წლის მა­ის­ში. თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუ­შუ­რებ­ში. დედა ბა­ბა­ლე ივა­ნეს ასუ­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 1 სექ­ტემ­ბერს. და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში, 1942 წლის 28 მარტს... და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში, ქა­ლაქ ტე­რი­ოკ­ში, კა­უ­კი­არ­ვის სა­საფ­ლა­ო­ზე.

ია­სონ პეტ­რეს ძე კო­რინ­თე­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აძვში, ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 2 აგ­ვის­ტოს. ცოლი მა­რუ­სია გრი­გო­რის ასუ­ლი სა­ბაშ­ვი­ლი. ია­სო­ნი და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში 1942 წლის 8 აგ­ვის­ტოს, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ფი­ნეთ­ში, პი­ექ­სი­ა­მა­კის გუ­ბერ­ნი­ა­ში.

მა­მი­კონ ბარ­სე­კის ძე სა­ა­კი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 16 თე­ბერ­ვალს, ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პა­ტა­რა პა­მაჩ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს. და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში 1942 წლის 21 სექ­ტემ­ბერს. და­საფ­ლა­ვე­ბის ად­გი­ლი ლე­ნინ­გრა­დი ოლ­ქში, სე­ლეზ­ნე­ვოს რა­ი­ო­ნი, საფ­ლა­ვის ნო­მე­რი 1871.

კარ­ლო გი­ორ­გის ძე სი­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ბა­ი­ლეთ­ში. მამა - გი­ორ­გი ივა­ნეს ძე სი­რა­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 26 აგ­ვის­ტოს, და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში, 1942 წლის 10 ივ­ნისს. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში, სე­ლეზ­ნო­ვო­ში, საფ­ლა­ვის ნო­მე­რი 1486.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aza
13

დიდ საქმეს აკეთებთ -ქერჩის უგზო- უკვლოდ დაკარგულებზე ელოდება უამრავი ადამიანი ცნობას

წმინდა გაგა
47

ბარემ დიდგორის ომში დარუპულთა სიებიც გამოაქვეყნეთ ის უფრო საამაყო არ იქნება შთამომავლობისათვის ვინემ ზამთრის ომი?

მოცლილები ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ზამთრის ომში" უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრები - ინფორმაცია არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო

"ზამთრის ომში" უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრები - ინფორმაცია არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო

AMBEBI.GE-ს მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ რუსეთ-ფინეთის ე.წ ზამთრის ომის მონაწილე იმ ქართველების გვარ-სახელების მოძიებას, რომლებიც ამ დრომდე ოჯახებისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. მათი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა.

ინფორმაცია მოპოვებულია ფინეთის ეროვნული არქივიდან, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო. იქ ფინეთის საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანილი საბჭოთა მეომრების სიაც არის დაცული.

დავით ეფრემის ძე რეხვიაშვილი - დაბადებული 1916 წელს სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯიხაიშში. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული იყო და მსახურობდა მახაჩყალაში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 7 აგვისტოს. დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 17 თებერვალს. დასაფლავებულია ფინეთში, სავო-კარელიაში.

დავით გიორგის ძე კალანიძე - დაბადებული 1915 წლის 7 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის 16/3-ში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 5 დეკემბერს, დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 25 მაისს, ვიბორგის რაიონში. დასაფლავებულია ვიიპურის ლაზარეთის სასაფლაოზე, სტაციონარულ სასაფლაოზე - #30-ში.

კაპიტონ ჯაღალოვის ძე ქარდავა - დაბადებული 1916 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ხუდონში. დაიღუპა ტყვეობაში, 1942 წლის 5 ივნისს საერთო სისუსტის დიაგნოზით. დასაფლავებულია ვიბორგის რაიონში, სელზნოვოს (ტიენჰაარა) სასაფლაოზე, საფლავის ნომერი 1617.

ივანე გაბრიელის ძე კერვალიშვილი (ან კერვაშვილი) - დაბადებული 1916 წელს, ონის რაიონში, სოფელ სორში. მამა გაბრიელი ზურაბის ძე. საბჭოთა არმიაში 1938 წელს გაიწვიეს, წოდება - სერჟანტი. ტყვედ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად აღმოჩნდა. დასაფლავებულია ფინეთში, ოულუს გუბერნიაში, იულივიესკაში, რომელიც ციხის სასაფლაოდ ითვლება.

კვიროსი ერმილეს ძე კილაძე - დაბადებული 1917 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მაშოთში. ცხოვრობდა ბათუმში, კიროვის ქუჩის 30-ში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 ივნისს. დაიღუპა ტყვეობაში, დასაფლავებულია, ტურკუ-პორში, კონკრეტული ადგილი რიკაანმიაკის სასაფლაოზე.

ალექსანდრე კირვალიძე - დაბადებული 1918 წელს, თელავის რაიონის სოფელ ვანთაში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 ივნისს, დაიღუპა 1941 წლის 28 დეკემბერს ფინეთში, დაპის გუბერნიაში, ქალაქ კემში. დასაფლავებულია, აიოაარში, საერთო სასაფლაოზე.

ალექსანდრე იანეს ძე ქისტაური - დაბადებული 1915 წლის მაისში. თიანეთის რაიონის სოფელ თუშურებში. დედა ბაბალე ივანეს ასული. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 1 სექტემბერს. დაიღუპა ტყვეობაში, 1942 წლის 28 მარტს... დასაფლავებულია ლენინგრადის ოლქში, ქალაქ ტერიოკში, კაუკიარვის სასაფლაოზე.

იასონ პეტრეს ძე კორინთელი - დაბადებული გორის რაიონის სოფელ აძვში, ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 აგვისტოს. ცოლი მარუსია გრიგორის ასული საბაშვილი. იასონი დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 8 აგვისტოს, ტუბერკულოზით. დასაფლავებულია ფინეთში, პიექსიამაკის გუბერნიაში.

მამიკონ ბარსეკის ძე სააკიანი - დაბადებული 1920 წლის 16 თებერვალს, ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პამაჩში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 4 ოქტომბერს. დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 21 სექტემბერს. დასაფლავების ადგილი ლენინგრადი ოლქში, სელეზნევოს რაიონი, საფლავის ნომერი 1871.

კარლო გიორგის ძე სირაძე - დაბადებული 1917 წლის 1-ელ ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის, სოფელ ბაილეთში. მამა - გიორგი ივანეს ძე სირაძე. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 26 აგვისტოს, დაიღუპა ტყვეობაში, 1942 წლის 10 ივნისს. დასაფლავებულია ლენინგრადის ოლქში, სელეზნოვოში, საფლავის ნომერი 1486.