მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები” - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ლუკა სამხარაძე
“KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები”  - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ლუკა სამხარაძე

გა­გაც­ნობთ ლუკა სამ­ხა­რა­ძეს. გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტია. დატ­ვირ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო რე­ჟი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, KIU-ს Visual Math-ის კონ­კურ­სშია ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც TUM-ის პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ლუ­კას­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ილუსტრა­ცი­ის სა­ხით გა­მო­სა­ხა­ტად. სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რიც გაგ­ზავ­ნი­ლი აქვს და ელო­დე­ბა კონ­კურ­სის შე­დე­გებს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია უნი­ვე­რი­სი­ტე­ტის სა­ო­ლიმ­პი­ა­დო წრის პროგ­რა­მი­რე­ბით, რო­მე­ლიც სულ მალე და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

მო­მა­ვალ­მა სტუ­დენ­ტმა აკა­დე­მი­კოს ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ქა­ლაქ თბი­ლი­სის №42-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. სწავ­ლი­სა და STEM მი­მარ­თუ­ლე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი იმ, უამ­რავ წარ­მა­ტე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რო­მელ­საც არ­ცთუ ისე დიდ ასაკ­ში მი­აღ­წია. სას­კო­ლო მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ღალ დო­ნე­ზე და­ე­უფ­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ო­გი­ე­ბის ცენ­ტრ „მზი­უ­რის“ კურსს პროგ­რა­მი­რე­ბა­სა და ალ­გო­რით­მებ­ში. შე­ის­წავ­ლა პროგ­რა­მი­რე­ბის ენე­ბი: c++ და c#. 2014-2016 წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ინ­ფორ­მა­ტი­კის ეროვ­ნულ სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში.

16 წლის ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მის შექ­მნა. samKHa CG პირ­და­პირ ეთერ­ში გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. პროგ­რა­მის რამ­დე­ნი­მე ტიპი და­ამ­ზა­და და მათ­გან ყვე­ლა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა­დი samKHa CG – Football აღ­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა 2020 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის - ეროვ­ნუ­ლი ლი­გის - მატ­ჩე­ბის ტრანსლა­ცი­ე­ბის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით გამ­დიდ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. პრო­ექ­ტი ჯერ კი­დევ გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზეა და ყო­ველ­დღი­უ­რად ემა­ტე­ბა ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი. 2019 წლი­დან samKHa CG -ის პროგ­რა­მას არა­ერ­თი კომ­პა­ნია იყე­ნებს, მათ შო­რის - GFMStuduio, Videoscope, MGI Live და ა.შ. გარ­და გრა­ფი­კის პროგ­რა­მის შექ­მნი­სა, პირ­და­პირ ეთერ­ზე მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 14 წლის ასაკ­ში GFMStudio-ში გრა­ფი­კულ დი­ზა­ი­ნე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც კვი­რა­ში მი­ნი­მუმ ორ პირ­და­პირ რე­პორ­ტაჟ­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. 2020 წელს, ლუ­კას გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ხედ­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით, კომ­პა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა მისი გა­დაყ­ვა­ნა სპორ­ტუ­ლი ტრანსლა­ცი­ე­ბის მთა­ვარ რე­ჟის­ო­რად.

სკო­ლის ბოლო სა­ფე­ხურ­ზე, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას მის­თვის ის დრო დად­გა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი პრო­ფე­სია და უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნდა აერ­ჩია. პრო­ფე­სი­ა­ზე ბევ­რი არ უფიქ­რია, რად­გან ზუს­ტად იცო­და, რა უნ­დო­და და აინ­ტე­რე­სებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტს, სწო­რედ, ამ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ტყო მეგა-პრო­ექ­ტის - ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბი­სა და სწავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვამ, გერ­მა­ნულ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დელ­მა და KIU-ს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა იმ­თა­ვით­ვე მი­ი­ზი­და. სას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ ნა­კად­ში მოხ­ვედ­რა ცოტა სა­რის­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მო­ეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა სი­ახ­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რულ­მა ლუ­კამ „რის­კზე წას­ვლა“ აირ­ჩია და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით KIU-ში ჩა­ი­რი­ცხა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სტუ­დენ­ტის მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბა მის­თვის იმა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნა. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას უქ­მნის იმი­სათ­ვის, რომ მშვიდ და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში იმე­ცა­დი­ნოს. მი­აჩ­ნია, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აძ­ლევს შანსს მი­ი­ღოს უმაღ­ლე­სი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა და ამას­თან ერ­თად, მუდ­მი­ვად იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩემს მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ რო­გორც გერ­მა­ნე­ლი, ისე ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­თა და პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით. ისი­ნი არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, არა­მედ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან. აქ ყვე­ლა­ნა­ი­რად გვი­წყო­ბენ ხელს, რომ გერ­მა­ნუ­ლი სტან­დარ­ტით ვის­წავ­ლოთ და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. ჩემი აზ­რით, KIU უდი­დე­სი შან­სია არა­მარ­ტო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის, მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. KIU-ში ლექ­ცი­ე­ბის გარ­და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბაა, რო­მე­ლიც ჩემს ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს. მათ შო­რის გა­მო­ვარ­ჩევ­დი, სა­ო­ლიმ­პი­ა­დო წრეს პროგ­რა­მი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სულ მალე და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და VizualMathFestival-ს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს ცოდ­ნის გარ­და ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როც გა­მო­ვამ­ჟღავ­ნო და ილუსტრა­ცი­ით გად­მოვ­ცე. KIU ჩემს მე­ო­რე სახ­ლად იქცა და მო­უთ­მენ­ლად ველი დღეს, რო­დე­საც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქს და­ვუბ­რუნ­დე­ბი“ - ლუკა სამ­ხა­რა­ძე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები” - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ლუკა სამხარაძე

“KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები”  - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ლუკა სამხარაძე

გაგაცნობთ ლუკა სამხარაძეს. გამორჩეულად მიზანდასახული და გონიერი ახალგაზრდა ქუთასის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტია. დატვირთული საუნივერსიტეტო რეჟიმის პარალელურად, KIU-ს Visual Math-ის კონკურსშია ჩართული, რომელიც TUM-ის პროფესორებთან ერთად ხორციელდება და ლუკასთვის საუკეთესო საშუალებაა შინაგანი სამყაროს ილუსტრაციის სახით გამოსახატად. საკუთარი ნამუშევარიც გაგზავნილი აქვს და ელოდება კონკურსის შედეგებს. დაინტერესებულია უნივერისიტეტის საოლიმპიადო წრის პროგრამირებით, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.

მომავალმა სტუდენტმა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლისა და STEM მიმართულებისადმი განსაკუთრებული ინტერესი იმ, უამრავ წარმატებაში გამოიხატა, რომელსაც არცთუ ისე დიდ ასაკში მიაღწია. სასკოლო მეცადინეობის პარალელურად, მაღალ დონეზე დაეუფლა საინფორმაციო ტექნოოგიების ცენტრ „მზიურის“ კურსს პროგრამირებასა და ალგორითმებში. შეისწავლა პროგრამირების ენები: c++ და c#. 2014-2016 წლებში მონაწილეობას იღებდა ინფორმატიკის ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში.

16 წლის ასაკში გადაწყვიტა საკუთარი პროგრამის შექმნა. samKHa CG პირდაპირ ეთერში გრაფიკული გამოსახულებების ჩვენებაზეა პასუხისმგებელი. პროგრამის რამდენიმე ტიპი დაამზადა და მათგან ყველაზე გამოყენებადი samKHa CG – Football აღმოჩნდა. აღნიშნული პროგრამა 2020 წლის საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის - ეროვნული ლიგის - მატჩების ტრანსლაციების გრაფიკული გამოსახულებებით გამდიდრებას უზრუნველყოფდა. პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და ყოველდღიურად ემატება ახალი ფუნქციები. 2019 წლიდან samKHa CG -ის პროგრამას არაერთი კომპანია იყენებს, მათ შორის - GFMStuduio, Videoscope, MGI Live და ა.შ. გარდა გრაფიკის პროგრამის შექმნისა, პირდაპირ ეთერზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 14 წლის ასაკში GFMStudio-ში გრაფიკულ დიზაინერად დაიწყო მუშაობა, სადაც კვირაში მინიმუმ ორ პირდაპირ რეპორტაჟზე იყო პასუხისმგებელი. 2020 წელს, ლუკას გამოცდილებასა და ხედვაზე დაყრდნობით, კომპანიამ გადაწყვიტა მისი გადაყვანა სპორტული ტრანსლაციების მთავარ რეჟისორად.

სკოლის ბოლო საფეხურზე, აბიტურიენტობისას მისთვის ის დრო დადგა, როდესაც ცხოვრების მთავარი პროფესია და უნივერსიტეტი უნდა აერჩია. პროფესიაზე ბევრი არ უფიქრია, რადგან ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და აინტერესებდა. რაც შეეხება უნივერსიტეტს, სწორედ, ამ პერიოდში შეიტყო მეგა-პროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ. საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებისა და სწავლის პერსპექტივამ, გერმანულმა საგანმანათლებლო მოდელმა და KIU-ს შესაძლებლობებმა იმთავითვე მიიზიდა. სასწავლებლის ისტორიაში პირველ ნაკადში მოხვედრა ცოტა სარისკო გადაწყვეტილებად მოეჩვენა, თუმცა სიახლეების მოყვარულმა ლუკამ „რისკზე წასვლა“ აირჩია და მაღალი ქულებით KIU-ში ჩაირიცხა. როგორც თავად ამბობს, ეს მის ცხოვრებაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილებაა, უნივერსიტეტმა სტუდენტის მოლოდინს გადააჭარბა. კამპუსზე ცხოვრება მისთვის იმაზე დიდი სიამოვნება და შესაძლებლობა აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. საერთო საცხოვრებელი ყველანაირ პირობას უქმნის იმისათვის, რომ მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმეცადინოს. მიაჩნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აძლევს შანსს მიიღოს უმაღლესი დონის განათლება და ამასთან ერთად, მუდმივად იყოს ორიენტირებული ცოდნის გაღრმავებაზე.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ვარ როგორც გერმანელი, ისე ქართველი პროფესორების კვალიფიკაციითა და პიროვნული თვისებებით. ისინი არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ კარგი ადამიანებიც არიან. აქ ყველანაირად გვიწყობენ ხელს, რომ გერმანული სტანდარტით ვისწავლოთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩემი აზრით, KIU უდიდესი შანსია არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის. KIU-ში ლექციების გარდა არაერთი საინტერესო აქტივობაა, რომელიც ჩემს ყურადღებას იპყრობს. მათ შორის გამოვარჩევდი, საოლიმპიადო წრეს პროგრამირებაში, რომელიც სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას და VizualMathFestival-ს, რომელიც საშუალებას მაძლევს ცოდნის გარდა შინაგანი სამყაროც გამოვამჟღავნო და ილუსტრაციით გადმოვცე. KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები“ - ლუკა სამხარაძე.

NS

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან - მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება ბაზრობები