მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და რისთვის დააჯარიმეს 2019 წელს ნათია თურნავა?
რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და რისთვის დააჯარიმეს 2019 წელს ნათია თურნავა?

ნა­თია თურ­ნა­ვა ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად 2019 წელს და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი გზა გან­ვლო. რო­გორც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრი მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და, 1985 წელს კი ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 56-ე სკო­ლა.

1985–1990 წლებ­ში სწავ­ლობ­და ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომ­ლის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტიც, ეკო­ნო­მის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით, წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა.

2005 და 2006 წლებ­ში გა­ი­ა­რა სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა კურ­სი აშშ-ში ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯ. კე­ნე­დის სა­ხე­ლო­ბის სამ­თავ­რო­ბო სკო­ლის ეგი­დით; 1994 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და მი­ე­ნი­ჭა ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი; 2012-2014 წლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს კუმბრი­ის საგ­რა­ფოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ას­რუ­ლა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა წარ­ჩი­ნე­ბით და მი­ე­ნი­ჭა ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­მა­გის­ტრო ხა­რის­ხი.

1994-დან-1996-მდე პე­რი­ოდ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-მუ­შა­კი, 1996-2000 წლებ­ში კი სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე; ასე­ვე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და სა­ფი­ნან­სო კო­მი­სი­ის თავ­ჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; 2000-2005 წლებ­ში ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და; 2005 წელს კი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს; 2005 წლის აგ­ვის­ტო­დან ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­ა­წი­ნა­უ­რეს; 2013-2018 წლებ­ში "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და უმ­სხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი კერ­ძო სამ­რეწ­ვე­ლო ჯგუ­ფის (GIG) მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს წევ­რი გახ­ლდათ, ასე­ვე იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გო­კორ­პო­რა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი. 2018-2019 წლებ­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, 2019 წლის 18 აპ­რი­ლი­დან კი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრია.

გა­დავ­ხე­დოთ მი­ნის­ტრის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­საც, რო­მე­ლიც ბო­ლოს 2020 წლის 30 ნო­ემ­ბერს შე­ავ­სო.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია მისი და მისი მე­უღ­ლის და­ვით ვე­შა­პი­ძის ქო­ნე­ბა. ვაჟი - ირაკ­ლი მი­ნისტრს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ნახ­სე­ნე­ბი არ ჰყავს, რად­გან ის სრულ­წლო­ვა­ნია და მშობ­ლებ­თან აღარ ცხოვ­რობს.

  • უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა

ნა­თია თურ­ნა­ვას მე­უღ­ლე ფლობს 207 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რე­ვაზ ჯა­ფა­რი­ძის I შე­სახ­ვევ­ში, რო­მე­ლიც 2020 წელს 75 000 დო­ლა­რად იყი­და (შე­ძე­ნის წყა­როდ მი­თი­თე­ბუ­ლია - 2020 წელს აღე­ბუ­ლი სა­ბან­კო სეს­ხი);

ის ასე­ვე ფლობს 2011 წელს 25 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნილ 33006 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჰე­რე­თის­კარ­ში. ამა­ვე სო­ფელ­ში მას 2011 წელსვე, 25000 დო­ლა­რად შე­უ­ძე­ნია 249 951 კვ.მ ფარ­თო­ბის მე­ო­რე ნაკ­ვე­თიც.

და­ვით ვე­შა­პი­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე 2015 წელს 100 000 USD-ად შე­ძე­ნი­ლი 380 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, მი­სა­მარ­თი სა­ქარ­თვე­ლო, ქ. თბი­ლი­სი, ზემო ვა­კის შე­სახ­ვე­ვი I, N6. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია ამ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე და­უმ­თავ­რე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის ფა­სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია: 239 746 ლარი.

და­ვით ვე­შა­პი­ძის­თვის 2008 წელს უჩუ­ქე­ბი­ათ თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე 63,3 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა.

ასე­ვე ნა­თია თურ­ნა­ვას­თვის 2020 წელს უჩუ­ქე­ბი­ათ 33,03 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა ბა­თუმ­ში.

თა­ვის მხრივ მის მე­უღ­ლეს 2007 წელს 69880,25 ლა­რად შე­უ­ძე­ნია ბინა ასე­ვე ბა­თუმ­ში.

თურ­ნა­ვას­თვის 2003 წელს უჩუ­ქე­ბი­ათ თბი­ლის­ში, ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 130,79 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა. 2010 წელს კი ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე უყი­დია 60000 დო­ლა­რად 137,21 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა და 6400 დო­ლა­რად ავ­ტო­ფა­რე­ხი.

მი­ნის­ტრის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე მცხე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ არა­შენ­და­ში 1615 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც, დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2016 წელს აჩუ­ქეს.

და­ვით ვე­შა­პი­ძე ფლობს მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნა Mercedes Benz ML class, რო­მე­ლიც 2011 წელს 43000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

  • ან­გა­რი­შე­ბი

ნა­თია თურ­ნა­ვას სა­ხელ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ბან­კო ან­გა­რი­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკსა“ და "თი-ბი-სი ბან­კში“, რო­გორ ლარ­ში, ისე დო­ლარ­ში, ევ­რო­სა და ფუნტ სტერ­ლინ­გში, თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­ზე ირი­ცხე­ბო­და თან­ხა -120,44 USD; 411,23 EUR; 8908,25 GEL; 499,32 USD

  • მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში

თურ­ნა­ვა შპს სამ­კურ­ნა­ლო პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ცენ­ტრში პარტნი­ო­რია და ფლობს 15%-ს;

ასე­ვე არის სს კონ­სტან­ტას აქ­ცი­ო­ნე­რი;

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს, ის არის პარტნი­ო­რი შპს კავ­კა­სუს მე­ნე­ჯმენტ კონ­სალ­ტინ­გში და ფლობს 33,33%-ს;

ასე­ვე არის კო­ო­პე­რა­ტივ "რკ ჰე­რე­თის­კა­რის ნო­ბა­თის" დი­რექ­ტო­რი;

ამ­ხა­ნა­გო­ბა "პა­ლა­დი იმ­პე­რი­ალ­ში", რო­მე­ლიც ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბას ეწე­ვა, ფლობს 25%-ს და ასე­ვე ეწე­ვა სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას სს "კონ­სტან­ტა­ში".

  • ხელ­ფა­სი

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ნა­ვამ აიღო 69048,81 ლარი.

მის­მა მე­უღ­ლემ შპს კაზ ფრო­ფერ­თი მე­ნე­ჯმენ­ტში, ლო­ჯის­ტი­კის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აიღო 9639,8 ლარი, ხოლო "სს რუს­თა­ვის აზოტ­ში" მრჩე­ვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 80400 ლარი.

  • გა­სა­ვა­ლი და შე­მო­სა­ვა­ლი

ნა­თია თურ­ნა­ვას "სა­ქარ­თვე­ლო ბან­კში“ 2018 წელს აღე­ბუ­ლი აქვს 185200 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, რომ­ლის და­სა­ფა­რა­დაც გა­სულ წელს 14187,54 დო­ლა­რის ხარ­ჯი ჰქონ­და.

ასე­ვე 2018 წელს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი - 325000 ევრო აქვს აღე­ბუ­ლი "თი­ბი­სი ბან­კში", რომ­ლის და­სა­ფა­რა­დაც 32632,61 EUR გა­და­ი­ხა­და.

ის და მისი მე­უღ­ლე ასე­ვე სარ­გებ­ლო­ბენ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბით, რო­მელ­თა დაშ­ვე­ბუ­ლი ლი­მი­ტია: 10000, GEL, 13000, GEL და 11500, GEL.

ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­სულ წელს ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი - 10100 ლარი გა­და­ი­ხა­და.

ბი­ნის გაქ­რა­ვე­ბით ნა­თია თურ­ნა­ვამ მი­ი­ღო შე­მო­სა­ვა­ლი 74400 ლარი.

(იხი­ლეთ დეკ­ლა­რა­ცია)

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა, ასე­ვე მისი ორი მო­ად­გი­ლე - და­ვით თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი და აკა­კი სა­ღი­რაშ­ვი­ლი, 2019 წელს, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შეც­დო­მით შევ­სე­ბის გამო და­ჯა­რიმ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს 2019 წლის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. კერ­ძოდ, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ნა­თია თურ­ნა­ვას და­ჯა­რი­მე­ბის მი­ზე­ზი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მისი მე­უღ­ლის შე­მო­სა­ვალ/გა­სა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცდო­მი­ლე­ბა გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
6

ეს გაუმაძღრობაა! ამდენის შეძენა და ჩუქება?! არ მესმის!

მარკი
2

მეც მაჩუქეთ ვიღაცამ არ შეიძლება?მეც ხომ ადამიანი ვარ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და რისთვის დააჯარიმეს 2019 წელს ნათია თურნავა?

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და რისთვის დააჯარიმეს 2019 წელს ნათია თურნავა?

ნათია თურნავა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წელს დაინიშნა, თუმცა მანამდე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის საკმაოდ დიდი გზა განვლო. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, მომავალი მინისტრი მოსკოვში დაიბადა, 1985 წელს კი ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 56-ე სკოლა.

1985–1990 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ეკონომიკის ფაკულტეტიც, ეკონომისტის სპეციალობით, წითელ დიპლომზე დაამთავრა.

2005 და 2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით; 1994 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2012-2014 წლებში გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.

1994-დან-1996-მდე პერიოდში იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, 1996-2000 წლებში კი სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; ასევე თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე; 2000-2005 წლებში ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა; 2005 წელს კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნეს; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დააწინაურეს; 2013-2018 წლებში "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი გახლდათ, ასევე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2019 წლის 18 აპრილიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია.

გადავხედოთ მინისტრის ქონებრივ დეკლარაციასაც, რომელიც ბოლოს 2020 წლის 30 ნოემბერს შეავსო.

დეკლარაციაში ნაჩვენებია მისი და მისი მეუღლის დავით ვეშაპიძის ქონება. ვაჟი - ირაკლი მინისტრს დეკლარაციაში ნახსენები არ ჰყავს, რადგან ის სრულწლოვანია და მშობლებთან აღარ ცხოვრობს.

  • უძრავი ქონება

ნათია თურნავას მეუღლე ფლობს 207 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში, რევაზ ჯაფარიძის I შესახვევში, რომელიც 2020 წელს 75 000 დოლარად იყიდა (შეძენის წყაროდ მითითებულია - 2020 წელს აღებული საბანკო სესხი);

ის ასევე ფლობს 2011 წელს 25 000 დოლარად შეძენილ 33006 კვ.მ მიწის ნაკვეთს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში. ამავე სოფელში მას 2011 წელსვე, 25000 დოლარად შეუძენია 249 951 კვ.მ ფართობის მეორე ნაკვეთიც.

დავით ვეშაპიძის საკუთრებაშია ასევე 2015 წელს 100 000 USD-ად შეძენილი 380 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მისამართი საქართველო, ქ. თბილისი, ზემო ვაკის შესახვევი I, N6. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია ამ მიწის ნაკვეთზე დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის ფასადაც მითითებულია: 239 746 ლარი.

დავით ვეშაპიძისთვის 2008 წელს უჩუქებიათ თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე 63,3 კვ.მ ფართობის ბინა.

ასევე ნათია თურნავასთვის 2020 წელს უჩუქებიათ 33,03 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში.

თავის მხრივ მის მეუღლეს 2007 წელს 69880,25 ლარად შეუძენია ბინა ასევე ბათუმში.

თურნავასთვის 2003 წელს უჩუქებიათ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 130,79 კვ.მ ფართობის ბინა. 2010 წელს კი ამაღლების ქუჩაზე უყიდია 60000 დოლარად 137,21 კვ.მ ფართობის ბინა და 6400 დოლარად ავტოფარეხი.

მინისტრის საკუთრებაშია ასევე მცხეთის რაიონის, სოფელ არაშენდაში 1615 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს აჩუქეს.

დავით ვეშაპიძე ფლობს მსუბუქ ავტომანქანა Mercedes Benz ML class, რომელიც 2011 წელს 43000 დოლარად შეიძინა.

  • ანგარიშები

ნათია თურნავას სახელზე მითითებულია რამდენიმე საბანკო ანგარიში "საქართველოს ბანკსა“ და "თი-ბი-სი ბანკში“, როგორ ლარში, ისე დოლარში, ევროსა და ფუნტ სტერლინგში, თუმცა დეკლარაციის შევსებისას, მხოლოდ რამდენიმეზე ირიცხებოდა თანხა -120,44 USD; 411,23 EUR; 8908,25 GEL; 499,32 USD

  • მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში

თურნავა შპს სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში პარტნიორია და ფლობს 15%-ს;

ასევე არის სს კონსტანტას აქციონერი;

რაც შეეხება მის მეუღლეს, ის არის პარტნიორი შპს კავკასუს მენეჯმენტ კონსალტინგში და ფლობს 33,33%-ს;

ასევე არის კოოპერატივ "რკ ჰერეთისკარის ნობათის" დირექტორი;

ამხანაგობა "პალადი იმპერიალში", რომელიც ბინათმშენებლობას ეწევა, ფლობს 25%-ს და ასევე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას სს "კონსტანტაში".

  • ხელფასი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში თურნავამ აიღო 69048,81 ლარი.

მისმა მეუღლემ შპს კაზ ფროფერთი მენეჯმენტში, ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე აიღო 9639,8 ლარი, ხოლო "სს რუსთავის აზოტში" მრჩეველის თანამდებობაზე 80400 ლარი.

  • გასავალი და შემოსავალი

ნათია თურნავას "საქართველო ბანკში“ 2018 წელს აღებული აქვს 185200 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის დასაფარადაც გასულ წელს 14187,54 დოლარის ხარჯი ჰქონდა.

ასევე 2018 წელს იპოთეკური სესხი - 325000 ევრო აქვს აღებული "თიბისი ბანკში", რომლის დასაფარადაც 32632,61 EUR გადაიხადა.

ის და მისი მეუღლე ასევე სარგებლობენ საკრედიტო ბარათებით, რომელთა დაშვებული ლიმიტია: 10000, GEL, 13000, GEL და 11500, GEL.

ნათია თურნავამ გასულ წელს ქონების გადასახადი - 10100 ლარი გადაიხადა.

ბინის გაქრავებით ნათია თურნავამ მიიღო შემოსავალი 74400 ლარი.

(იხილეთ დეკლარაცია)

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე მისი ორი მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი და აკაკი საღირაშვილი, 2019 წელს, ქონებრივი დეკლარაციის შეცდომით შევსების გამო დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ნათია თურნავას დაჯარიმების მიზეზი დეკლარაციაში მისი მეუღლის შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებით ცდომილება გახდა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, ევროპამ გადაწყვიტოს და ნიკა მელიას ფული გადაუხადოს" -  დავით ზილფიმიანი

"პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ" - ირაკლი კობახიძე