სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მედიქლაბჯორჯიამ“ JCI რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა
„მედიქლაბჯორჯიამ“ JCI რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა

სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრმა „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯია“-მ 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა Joint Commission International (JCI) რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის აუ­დი­ტი და უკვე მე­ო­რედ მი­ე­ნი­ჭა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია სამი წლის ვა­დით. „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯია“ 2017 წლი­დან დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ფლობს jci აკ­რე­დი­ტა­ცი­ას და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხი­სა და პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს. „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯია” ანა­ლო­გი­უ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე 620 ჰოს­პი­ტალს შო­რი­საა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

Joint Commission International წარ­მო­ად­გენს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოქ­მე­დი, სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­აკ­რე­დი­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის The Joint Commission შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ლი­ალს. JCI აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის დე­მონ­სტრი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად და ოქ­როს სტან­დარ­ტად გლო­ბა­ლურ ჯან­დაც­ვა­ში.

2020 წლის დე­კემ­ბერ­ში JCI-ს აუ­დი­ტორ­თა ჯგუ­ფის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯია“-ს საქ­მი­ა­ნო­ბის სრუ­ლი სპექტრის აუ­დი­ტი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის­თვის (სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი და სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა) დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე. შე­ფა­სე­ბა მო­ი­ცავ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექტს, რო­გო­რი­ცაა: პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი, ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცია და კონ­ტრო­ლი, ქი­რურ­გი­უ­ლი და სა­ა­ნეს­თე­ზიო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, სა­ექთ­ნო მოვ­ლა, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა, პა­ცი­ენ­ტი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ნათ­ლე­ბა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კა, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­ე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მუ­ნი­კა­ცია/მე­ნე­ჯმენ­ტი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­ნათ­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია, შე­ნო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და უსაფრ­თხო ოპე­რი­რე­ბა, კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, მმარ­თვე­ლო­ბი­თი გუნ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, სას­წავ­ლო რე­სურს-ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბა.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ უკვე მე­ო­რედ მო­ვი­პო­ვეთ JCI აკ­რე­დი­ტა­ცია. 2017 წლი­დან მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯია ანა­ლო­გი­უ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის ამ სა­აკ­რე­დი­ტა­ციო სერ­ტი­ფი­კატს ფლობს. „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯი­ას“ სა­ხით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ჩე­ნა JCI-ის მიერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბაა არა მარ­ტო ჩვე­ნი ცენ­ტრის­თვის, არა­მედ ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის. პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა, - სწო­რედ ამ­გვა­რი მიდ­გო­მა გვეხ­მა­რე­ბა რათა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი, რო­გორც ეროვ­ნულ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.“ - აცხა­დებს „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯი­ას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ აბ­რა­მიშ­ვი­ლი.

კი­დევ ერთხელ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯია“ პრაქ­ტი­კუ­ლად უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრია თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დით, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მა­ღალ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე მუ­შა­ობს. JCI აკ­რე­დი­ტა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ნე­ბის­მი­ერ ახალ გა­მოწ­ვე­ვას ვუ­პა­სუ­ხოთ და ეს ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ასე­ვე, არა­სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და შრო­მის შე­დე­გია. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ კო­ლე­გებს, რომ­ლებ­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამ ერ­თი­ან საქ­მე­ში. იმე­დი მაქვს, რომ „მე­დიქ­ლაბ­ჯორ­ჯია” შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და­ნერ­გილ სტან­დარტს და ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია უწყვე­ტად, ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ პა­ცი­ენ­ტებს და ამავდრო­უ­ლად, ავა­მაღ­ლოთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში.“ - აღ­ნიშ­ნავს ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი გო­ცა­ძე.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

ჩემი უსაყვარლესი კლინიკა,ჩემი გადამრჩენელი.კლინიკა სადაც თავს გრძნობ ისე თითქოს ხარ ერთადერთი პაციენტი და მარტო შენ გემსახურებიან.დიდი მადლობა და ვულოცავ კიდევ ერთხელ დიდ აღიარებას

ბადრი სეფაშვილი
1

ვულოცავ მედიკლააბს და სრულიად საქართველოს..არ ვართ განებივრებული საერთაშორისო სტანდარტის კლინიკების არსებობით ჩვენ ქვეყანაში და ნებისმიერი ასეთი ფაქტი მხოლოდ სიხარულს უნდა იწვევდეს, კონკურენტ კლინიკებშიც კი.. თუ ბიჭები ხართ, თქვენც მიაღწიეთ ასეთ დონეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

„მედიქლაბჯორჯიამ“ JCI რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა

„მედიქლაბჯორჯიამ“ JCI რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა

სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“-მ 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა Joint Commission International (JCI) რეაკრედიტაციის აუდიტი და უკვე მეორედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სამი წლის ვადით. „მედიქლაბჯორჯია“ 2017 წლიდან დღემდე ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ფლობს jci აკრედიტაციას და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებს. „მედიქლაბჯორჯია” ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 620 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით.

Joint Commission International წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაციის The Joint Commission შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს. JCI აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებად და ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.

2020 წლის დეკემბერში JCI-ს აუდიტორთა ჯგუფის მიერ განხორციელდა სამედიცინო ცენტრის „მედიქლაბჯორჯია“-ს საქმიანობის სრული სპექტრის აუდიტი ჰოსპიტალური სერვისებისთვის (სტაციონარული, ამბულატორიული და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება) დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. შეფასება მოიცავდა მომსახურების ყველა ასპექტს, როგორიცაა: პაციენტის უსაფრთხოება, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემები, მედიკამენტების მენეჯმენტი, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ქირურგიული და საანესთეზიო მომსახურება, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, საექთნო მოვლა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების განათლება და უფლებების დაცვა, სამედიცინო ეთიკა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის კომუნიკაცია/მენეჯმენტი, სამედიცინო პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია, შენობის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ოპერირება, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტიანობა, მმართველობითი გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა, სასწავლო რესურს-ცენტრის საქმიანობა.

„მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მოვიპოვეთ JCI აკრედიტაცია. 2017 წლიდან მედიქლაბჯორჯია ანალოგიური აკრედიტაციის მქონე პირველი და ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ხარისხის ამ სააკრედიტაციო სერტიფიკატს ფლობს. „მედიქლაბჯორჯიას“ სახით, საქართველოს გამოჩენა JCI-ის მიერ აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მარტო ჩვენი ცენტრისთვის, არამედ ზოგადად ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა, - სწორედ ამგვარი მიდგომა გვეხმარება რათა შევინარჩუნოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.“ - აცხადებს „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუგზარ აბრამიშვილი.

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „მედიქლაბჯორჯია“ პრაქტიკულად უნივერსალური სამედიცინო ცენტრია თავისი პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მხოლოდ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე მუშაობს. JCI აკრედიტაცია საშუალებას იძლევა, ნებისმიერ ახალ გამოწვევას ვუპასუხოთ და ეს ჩვენი თითოეული თანამშრომლის, როგორც სამედიცინო, ასევე, არასამედიცინო პერსონალის, დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგია. წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ერთიან საქმეში. იმედი მაქვს, რომ „მედიქლაბჯორჯია” შეინარჩუნებს დანერგილ სტანდარტს და ყოველთვის მოწინავე სამედიცინო დაწესებულება იქნება. ჩვენი მიზანია უწყვეტად, ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და ამავდროულად, ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში.“ - აღნიშნავს ცენტრის სამედიცინო დირექტორი გიორგი გოცაძე.

R

"ფრანგული კოცნა" - თბილისში ქართულ - ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues -ის პირველი მაღაზია გაიხსნა

ვოლტი - 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად!

"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს