მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?
რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ვა­კის პარკში სას­ტუმ­რო "ბუ­და­პეშ­ტის" მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ის პო­ზი­ცია გან­მარ­ტა და გა­ნა­ცხა­და, რომ ვა­კის პარკში სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მე­სა­კუთ­რეს­თან, რო­მე­ლიც დღემ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

"და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წლის წინ დად­გა სა­კი­თხი, ვა­კის პარკში ამ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­ში­ნაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და მე­რი­ის პო­ზი­ცია მა­ში­ნაც და დღე­საც იყო და არის, რომ ვა­კის პარკში სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ვი­ცით, რომ 2013 წელს, იმ­დრო­ინ­დელ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა გას­ცა აქ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა. იმის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, გა­მო­ტა­ნი­ლია სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც. დღეს მე­რი­ას აქვს საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ არ და­ვუშ­ვათ ვა­კის პარკში სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მე­სა­კუთ­რეს­თან, რო­მე­ლიც დღემ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. საქ­მე ეხე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის გა­მოს­ყიდ­ვას, 2013 წლი­დან დღემ­დე ამ მი­წის ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. რა თქმა უნდა, მე­რი­ას გა­უ­ჭირ­და აქ­ტი­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წევთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

ვიცე-მე­რის გან­მარ­ტე­ბით, ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის მიზ­ნით, მე­რი­ამ მე­სა­კუთ­რეს შეს­თა­ვა­ზა გარ­კვე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, რა­ზეც თან­ხმო­ბა ვერ მი­ი­ღო.

"მო­ნაც­ვლე­ო­ბის პრინ­ცი­პია, რომ ქო­ნე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა მოხ­დეს ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანუ, იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. შე­იძ­ლე­ბა, ეს არ ყო­ფი­ლი­ყო ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი, ყო­ფი­ლი­ყო გა­რე­უბ­ნე­ბი, რად­გან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში 20-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა არ აქვს სა­კუთ­რე­ბა­ში, თუმ­ცა არ მოხ­და შე­თან­ხმე­ბა ამ დრომ­დე.

მი­მაჩ­ნია, რომ ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ დრომ­დე არ არის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ კომ­პა­ნი­ას მა­ინც აქვს იმე­დი, რომ ადრე თუ გვი­ან, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით თუ მის გა­რე­შე, მა­ინც მო­ა­ხერ­ხებს ვა­კის პარკში სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბას. აქვე ვა­ცხა­დებ, მათ შო­რის, მათ გა­სა­გო­ნად, რომ ვა­კის პარკში სას­ტუმ­როს ვერ აა­შე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტრუხუნე
2

თუ ამას ბოლომდე გაიტანთ, ჩათვალეთ, ნახევარი თბილისის გულს მოიგებთ.

მაიამ
0

არაბითარ სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს,ხალხი.. მადლობა თბილისის მერს და მის გუნდს ამ გადაწყვეტილებისთბის. იმედია არ აშენდება არასდროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის პოზიცია განმარტა და განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.

მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

"დაახლოებით, ორი წლის წინ დადგა საკითხი, ვაკის პარკში ამ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მაშინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მერიის პოზიცია მაშინაც და დღესაც იყო და არის, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია. ვიცით, რომ 2013 წელს, იმდროინდელმა მენეჯმენტმა გასცა აქ მშენებლობის ნებართვა. იმის შემდეგ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილებაც. დღეს მერიას აქვს საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომ არ დავუშვათ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ამიტომ, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. საქმე ეხება საკმაოდ ძვირადღირებული აქტივის გამოსყიდვას, 2013 წლიდან დღემდე ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, მერიას გაუჭირდა აქტივების მობილიზება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის მიზნით, მერიამ მესაკუთრეს შესთავაზა გარკვეული მიწის ნაკვეთები, რაზეც თანხმობა ვერ მიიღო.

"მონაცვლეობის პრინციპია, რომ ქონების მონაცვლეობა მოხდეს ღირებულებიდან გამომდინარე, ანუ, იმ ღირებულების ქონება შევთავაზოთ სხვა ტერიტორიაზე. შეიძლება, ეს არ ყოფილიყო ცენტრალური უბნები, ყოფილიყო გარეუბნები, რადგან მუნიციპალიტეტს ცენტრალურ უბნებში 20-მილიონიანი ქონება არ აქვს საკუთრებაში, თუმცა არ მოხდა შეთანხმება ამ დრომდე.

მიმაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ამ დრომდე არ არის შეთანხმება მიღწეული, განპირობებულია იმით, რომ კომპანიას მაინც აქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, მაინც მოახერხებს ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას. აქვე ვაცხადებ, მათ შორის, მათ გასაგონად, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს

თბილისის მუნციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა გააჩერეს - რა ვითარებაა ადგილზე?

ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებასა და მოხსნაზე მთავრობა ყველა ბოლოს იმსჯელებს - რა განაცხადა ნათია თურნავამ