მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს
"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის, ამ შემ­თხვე­ვა­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 17 აპ­რი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძის მი­მართ და არ დაკ­მა­ყო­ფილ­და "სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცი­ის“ სარ­ჩე­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, მომ­ჩი­ვა­ნი გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძის­გან მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით უარ­ყო­ფას მო­ი­თხოვ­და, - "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს ზო­გა­დად კრი­მი­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მქო­ნე უწო­და.

"სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცია" მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე აცხა­დებ­და, რომ ბახ­ტუ­რი­ძის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით ასო­ცი­ა­ცი­ა­ში შე­მა­ვალ სუ­ბი­ექ­ტებს ზი­ა­ნი მი­ად­გა. სა­სა­მარ­თლოს­გან მი­ნი­ჭე­ბუ­ლი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის ფარ­გლებ­ში ასო­ცი­ა­ცი­ამ ზა­რა­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა, რა­ზეც 2019 წლის 17 აპ­რილს, მო­სა­მარ­თლე მაია გი­გა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მო­პა­სუ­ხის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ფრა­ზე­ბით მო­სარ­ჩე­ლის, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცი­ის პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბის და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა ვერ და­დას­ტურ­და. ამას­თან, მო­პა­სუ­ხეს სი­ტყვი­სა და აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ისე, სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით.“

გა­მარ­თლდა ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცი­ამ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. მო­ი­თხო­ვა, გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძის და შემ­დგომ ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის სი­ტყვის და აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა იმ მო­ტი­ვით, რომ მას­ში შე­მა­ვალ სუ­ბი­ექ­ტებს ზი­ა­ნი ად­გე­ბა.

ალო­გი­კუ­რია, რომ სა­კუ­თა­რი იმი­ჯის შე­ლახ­ვის ბრალ­დე­ბებს აყე­ნებს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი, რო­დე­საც თვი­თონ არის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი, ტრა­გი­კუ­ლი ზი­ა­ნის გა­მომ­წვე­ვი. გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძემ სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქვა აზრი, რო­მე­ლიც დღემ­დე სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ, ან გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ეყ­რდნო­ბა და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­დოს, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც ამ უფ­ლე­ბას სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მკა­ფი­ოდ გან­მარ­ტავს და იცავს კა­ნო­ნი.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა იმის, თუ რო­გო­რი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლია სა­სა­მარ­თლო სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვი­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რე მხა­რეს დგას მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ბიზ­ნე­სი უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნე­ბით ყვე­ლა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტო­ზე.ჩვე­ნი და მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ზა­ნია ამ ე.წ. ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მის და პო­პუ­ლა­რი­ზი­ა­ცი­ის სრუ­ლი აკ­რძალ­ვა, ონ-ლაინ თა­მა­შე­ბის სრუ­ლი აკ­რძალ­ვა, სახ­მე­ლე­თო სათ­მა­შო ბიზ­ნე­სის მხო­ლოდ ერთ მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე, სა­ზღვრის­პი­რა და­უ­სახ­ლე­ბელ გა­რე­მო­ში გა­ტა­ნა, სა­დაც მხო­ლოდ 25 წლის ზე­მოთ ასა­კის და 100000-ზე წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პი­რებს ექ­ნე­ბათ თა­მა­შის უფ­ლე­ბა და ისიც წა­გე­ბის მარ­ჟის კონ­ტრო­ლით, რათა არ გა­კოტ­რდნენ და სი­ცო­ცხლე არ მო­ის­წრა­ფონ.

ერ­თად შევ­ძლებთ გა­მარ­ჯვე­ბას და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის ილუ­ზი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნას, რომ ეს ბიზ­ნე­სი ოდეს­მე რა­მეს მო­ა­გე­ბი­ნებს.

ვეჭ­ვობთ, "სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცია“ ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­ნაგ­რძობს "სა­მარ­თლის ძი­ე­ბას“ და რო­გორც გი­ორ­გი ბახ­ტუ­რი­ძე ვა­რა­უ­დობს, ამ­ჯე­რად სა­კა­სა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლე­ბენ", - ვკი­თხუ­ლობთ "თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

1000000% იანი ბრძანდებით როგორ შეიძლება ყოველ საათში ტელეფონზე მესიჯი მოდიოდეს. ონლაინ თამაშებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი არ ღირს ასეთ დაქცეულ ქვეყანაში ამდენი და ასეთი შეთავაზებები აზარტული თამაშების ქართველი ხალხის განადგურების ტოლფასია. 

გიო
0

ბახტურ შენს გვერდით ვართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის, ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის მიმართ და არ დაკმაყოფილდა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი, რომლის თანახმად, მომჩივანი გიორგი ბახტურიძისგან მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებების პრესკონფერენციის საშუალებით უარყოფას მოითხოვდა, - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა სათამაშო ბიზნესს ზოგადად კრიმინალური ხასიათის მქონე უწოდა.

"სათამაშო ბიზნესის ასოციაცია" მტკიცებულების გარეშე აცხადებდა, რომ ბახტურიძის გამონათქვამებით ასოციაციაში შემავალ სუბიექტებს ზიანი მიადგა. სასამართლოსგან მინიჭებული გონივრული ვადის ფარგლებში ასოციაციამ ზარალის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რაზეც 2019 წლის 17 აპრილს, მოსამართლე მაია გიგაურმა განაცხადა, რომ "მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზებით მოსარჩელის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა ვერ დადასტურდა. ამასთან, მოპასუხეს სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გარანტირებული აქვს როგორც კონსტიტუციით, ისე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით.“

გამართლდა ჩვენი მოლოდინი და სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოითხოვა, გიორგი ბახტურიძის და შემდგომ ნებისმიერი პირის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ მასში შემავალ სუბიექტებს ზიანი ადგება.

ალოგიკურია, რომ საკუთარი იმიჯის შელახვის ბრალდებებს აყენებს სათამაშო ბიზნესი, როდესაც თვითონ არის უამრავი ადამიანისთვის გამოუსწორებელი, ტრაგიკული ზიანის გამომწვევი. გიორგი ბახტურიძემ სათამაშო ბიზნესის შესახებ გამოთქვა აზრი, რომელიც დღემდე სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ, ან გარკვეული კვლევების საფუძველზე გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა და არავის აქვს უფლება აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ უფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მკაფიოდ განმარტავს და იცავს კანონი.

მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის თვალსაჩინოება იმის, თუ როგორი მიუკერძოებელია სასამართლო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს დგას მრავალმილიარდიანი ბიზნესი უზარმაზარი გავლენებით ყველა სახელისუფლებო შტოზე.ჩვენი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია ამ ე.წ. ბიზნესის რეკლამის და პოპულარიზიაციის სრული აკრძალვა, ონ-ლაინ თამაშების სრული აკრძალვა, სახმელეთო სათმაშო ბიზნესის მხოლოდ ერთ მდებარეობაზე, საზღვრისპირა დაუსახლებელ გარემოში გატანა, სადაც მხოლოდ 25 წლის ზემოთ ასაკის და 100000-ზე წლიური შემოსავლის მქონე პირებს ექნებათ თამაშის უფლება და ისიც წაგების მარჟის კონტროლით, რათა არ გაკოტრდნენ და სიცოცხლე არ მოისწრაფონ.

ერთად შევძლებთ გამარჯვებას და ჩვენი მოსახლეობის ნაწილის ილუზიიდან გამოყვანას, რომ ეს ბიზნესი ოდესმე რამეს მოაგებინებს.

ვეჭვობთ, "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ ამ შემთხვევაშიც განაგრძობს "სამართლის ძიებას“ და როგორც გიორგი ბახტურიძე ვარაუდობს, ამჯერად საკასაციო სასამართლოში უჩივლებენ", - ვკითხულობთ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში.

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?

ბათუმის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდათ - როგორია მათი მდგომარეობა?

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ აღდგება